ლისაბონის ალყა — სამხედრო კონფლიქტი ესპანური რეკონკისტის დროს, რის შედეგადაც ლისაბონი საბოლოოდ განთავისუფლდა მავრი დამპყრობლებისგან და მასზე აღდგა პორტუგალიელთა კონტროლი. მიმდინარეობდა 1147 წლის 1 ივლისიდან 25 ოქტომბრამდე. ჰელმოლდის თქმით „ეს იყო პილიგრიმთა არმიის ერთადერთი უნივერსალური წარმატებული ოპერაცია“, იგულისხმება მეორე ჯვაროსნული ლაშქრობა.[1] არსებობს მოსაზრებები, რომლებიც ამ ბრძოლას ჯვაროსნულ ლაშქრობებს არ უკავშირებენ.[2] ლისაბონის ალყა რეკონკისტის ერთ-ერთი გადამწყვეტი ბრძოლა იყო.
ედესის დაცემის შემდეგ (1144), პაპმა ევგენი III-მ 1145 და 1146 წელს ევროპელებს მოუწოდა ახალი ჯვაროსნული ლაშქრობისკენ. ხოლო 1147 წელს მან ჯვაროსნული ლაშქრობა წამოიწყო იბერიის ნახევარკუნძულზე. მავრების წინააღმდეგ გაილაშქრა ალფონსო VII-მაც. 1147 წლის მაისში ინგლისის ქალაქ დართმუთი დატოვეს ჯვაროსნებმა, რომლებიც აპირებდნენ წმინდა მიწისკენ წასვლას, მაგრამ ცუდმა ამინდმა მათ აიძულა ქალაქ პორტუსთვის შეეფარებინათ თავი (1147 წლის 16 ივნისი). იქ ისინი აპირებდნენ ალფონსო I-თან შეხვედრას.
ჯვაროსნები და პორტუგალიელები შეთანხმდნენ ერთიან ძალებით შეეტიათ ლისაბონისთვის. საზეიმოდ დადებული ხელშეკრულების თანახმად ჯვაროსნებს ქალაქის აღების შემდეგ შეეძლოთ მისი გაძარცვა და დატყვევებულების გამოსასყიდის აღება. ალყა დაიწყო 1 ივლისს. ოთხი თვის შემდეგ, შიმშილისგან დაუძლურებული ქალაქი ქრისტიანებს დანებდა. ბევრი ჯვაროსანი დასახლდა ახლადდაპყრობილ ქალაქში, უმრავლესობამ გზა გააგრძელა წმინდა მიწისკენ. ლისაბონი საბოლოოდ 1255 წელს გახდა პორტუგალიის დედაქალაქი.
- L. Wheeler, C. Opello, Douglas, Walter (2010). Historical Dictionary of Portugal. Scarecrow Press. ISBN 978-0-8108-6088-9.
- Runciman, Steven (1952). A History of the Crusades, vol. II: The Kingdom of Jerusalem and the Frankish East, 1100–1187. New York: Cambridge University Press.
- ↑ C. W. David, "The Authorship of the De Expugnatione Lyxbonensi", Speculum, 7:1 (1932), 50, citing Helmold's Chronica Slavorum in Monumenta Germaniae Historica, Scriptores, 11, 58: Hoc solum prospere cessit de universo opere, quod peregrinus patravit exercitus.
- ↑ West, 2013