ლირიოდენდრონი
ლირიოდენდრონი, ხეტიტა (ლათ. Liriodendron) — ფოთოლმცვივანი ხეების გვარი მაგნოლიასებრთა ოჯახისა. ცნობილია ორი სახეობა: ხეტიტას ლირიოდენდრონი (ლათ. Liriodendron tulipifera), სიმაღლე 50-60 მეტრს, სისქე 3-3,5 მეტრს აღწევს. ქნარისებრი ფოთლები და დიდი ლამაზი ყვავილები აქვს (ტიტას წააგავს).
ლირიოდენდრონი | ||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
ხეტიტას ლირიოდენდრონი (Liriodendron tulipifera) | ||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||||
| ||||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||||
Liriodendron | ||||||||||||||
|
სამშობლოა ჩრდილოეთი ამერიკა. დეკორატიული მცენარეა. კულტივირებულია კავკასიასა და საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე, ყირიმსა და შუა აზიის სამხრეთ რაიონებში. ლირიოდენდრონის მერქანი მსუბუქი და რბილია, ვერხვის მერქანს წააგავს და ამერიკაში „ყვითელი ვერხვის“ სახელით არის ცნობილი.
ადვილი დასამუშავებელია, იყენებენ ფანერის დასამზადებლად, ავეჯის წარმოებაში. მეორე სახეობა — ჩინური ლირიოდენდრონი (ლათ. Liriodendron chinense) ბუნებრივად იზრდება ცენტრალურ ჩინეთში. კულტურულ მცენარედ იშვიათად გვხვდება.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 251.