მაგნოლიასებრნი
მაგნოლისებრნი (ლათ. Magnoliaceae) — ორლებნიანი მცენარეთა ოჯახი. მარადმწვანე ან ფოთოლმცვივანი ხეებია, იშვიათად ბუჩქები.აქვთ მთლიანი ან დანაკვთული, ხშირად თანაფოთლებიანი ფოთლები, ორსქესიანი (იშვიათად ერთსქესიანი) ყვავილები, მრავალი მტვრიანა.
მაგნოლიასებრნი | ||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
ხეტიტას ლირიოდენდრონი (Liriodendron tulipifera) | ||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||||
| ||||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||||
Magnoliaceae | ||||||||||||||
|
ოჯახში 12 გვარის 220-მდე სახეობაა, რომელიც გავრცელებულია აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, ჩრდილოეთ ამერიკის სამხრეთ-აღმოსავლეთში და ცენტრალურ ამერიკაში, აგრეთვე ვესტინდოეთსა და სამხრეთ ამერიკის ჩრდილოეთში.
ყოფილ სსრკ-ში, კერძოდ, კურილის კუნძულებზე ამ ოჯახიდან ბუნებრივად იზრდება მაგნოლიის გვარის მხოლოდ 1 სახეობა; სამხრეთ რაიონებში დეკორატიულ მცენარედ კულტივირებულია 20-მდე სახეობა
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 328.