ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ლინ კოფინი (ინგლ. Lyn Coffin; დ. 12 ნოემბერი, 1943, ნიუ-იორკი) — ამერიკელი პოეტი, მწერალი, მთარგმნელი და რედაქტორი.

ლინ კოფინი

ლინ კოფინი
დაბადების თარიღი 12 ნოემბერი, 1943
ნიუ-იორკი, აშშ
მოქალაქეობა ამერიკა
საქმიანობა პოეტი, მწერალი, მთარგმნელი
საიტი ოფიციალური ვებ-გვერდი

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა 1943 წლის 12 ნოემბერს. იყო ჟურნალ „ყოველკვარტლური მიმოხილვის“ („The Quarterly Review“)-ის ასოცირებული რედაქტორი. ასწავლიდა ინგლისურ ენას ვაშინგტონის, დეტროიტის, თბილისის უნივერსიტეტებში.

შემოქმედება

რედაქტირება

ავტორია 30-ზე მეტი პოეტური წიგნის, მხატვრული ლიტერატურის, დრამატურგიული ნაწარმოების. აქტიურად მოღვაწეობდა როგორც მთარგმნელი. მისი ნაწარმოებები გამოქვეყნებულია 50-ზე მეტ ჟურნალში (მათ შორისაა „კათოლიკური დაიჯესტი“ და „თაიმსი“). მისი პიესები იდგმებოდა მალაიზიის, სინგაპურის, ბოსტონის, ნიუ-იორკის, დეტროიტის თეატრებში. არის ვაშინგტონის პოეტების ასოციაციის წევრი. ნათარგმნი აქვს რუსი, ჩეხი, ჰოლანდიელი, მონღოლი და ირანელი პოეტები. აქტიურად თანამშრომლობს საქართველოსთან.

ურთიერთობა საქართველოსთან

რედაქტირება

ლინ კოფინი საქართველოში 2011 წ. ჩამოვიდა. კითხულობდა ლექციებს ილიას უნივერსიტეტში. 2012 წელს თბილისში გამოიცა გია ჯოხაძის მიერ ქართულად ნათარგმნი მისი ლექსების კრებული „მე ორივე ვარ“.[1]

ლინ კოფინის მიერ ნათარგმნი შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“ ინგლისურად პირველი პოეტური თარგმანია 16 მარცვლიანი შაირით. მასზე მუშაობა 2012 წელს დაიწყო. 2015 წლის 4 ოქტომბერს კი ლონდონში, ქართული ფილმის IV ფესტივალის ფარგლებში, „ვეფხისტყაოსნის“ ახალ თარგმანთან დაკავშირებით, გაიმართა გამოცემის განხილვა, რომელშიც, ლინ კოფინის გარდა მონაწილეობას იღებდნენ მწერალი აკა მორჩილაძე და მთარგმნელი-ისტორიკოსი დონალდ რეიფილდი. ნათარგმნი აქვს თანამედროვე ქართველი მწერლების დათო ბარბაქაძის, გიორგი კეკელიძის, გივი ალხაზიშვილის, ზაზა აბზიანიძის ნაწარმოებები. 2013 წ. დ. კიზირიას რედაქტორობით აშშ-ში გამოსცა „ქართული პოეზიის ანთოლოგია“, რომელშიც შევიდა ძველი ქართული ლიტერატურის ნიმუშები.

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება
  • ჰენრი და პანკინი
  • „ლაბირინთი აკვარიუმში“
  • „კალიუმის ატომური მასა“

თარგმანები

რედაქტირება
  • „ქართული პოეზიის ანთოლოგია“
  • გიორგი კეკელიძის მინიატურები
  • არჩილ სულაკაურის „სალამურას თავგადასავალი“
  • დათო ბარბაქაძის ლექსები
  • ლურჯა ცხენები — გალაკტიონ ტაბიძის პოეზია
  • ანა ახმატოვა — ლექსები
  • აღმოსავლეთი და დასავლეთი — პოემები

ჯილდოები და პრემიები

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. ლინ კოფინი „მე ორივე ვარ“. თარგ. გ.ჯოხაძე. „მერწყული“, თბ. 2012.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ლინ_კოფინი“-დან