შაირი
შაირი (არაბ. ში'რ – ლექსი) — მონორითმული ოთხტაეპიანი კატრენი, რომელსაც ხანდახან რუსთაველისეულ კატრენსაც უწოდებენ. ძველ ქართულში გამოიყენებოდა ზოგადად ლექსის აღსანიშნავად: „გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის შაირია ამად კარგი“. შაირს რუსთაველი იყენებს ვეფხისტყაოსანის დაწერაში. აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში შაირი ეწოდებოდა გამკენწლავი ხასიათის ლექსს.
ის შედგება ოთხი თექვსმეტ მარცვლიანი რიგით, მერვე და მეცხრე მარცვლებს შორის ცეზურით. მაშინ როდესაც სტროფში არის ხუთმარცვლიანი რითმა, შაირში ძირითადად გამოიყენება ფემინინურ ან დაქტილიურ რითმას. უნდა აღინიშნოს რომ მიუხედავად ამ ტიპის რითმების გამოყენებისა ქართულ შაირში ენის თავისებურებიდან გამომდინარე მახვილი არის ძალიან მსუბუქი, რადგან ქართული არის ძალიან დინამიური ენა და ძალიან სუსტი მახვილი კეთდება ბოლოდან მესამე მარცვალზე სამ ან მეტ მარცვლიან სიტყვებზე და ბოლოს წინა მარცვალზე ორ მარცვლიან სიტყვებზე.
ტიპები
რედაქტირებაარსებობს რვა მარცვლიანი შაირის ორი სახეობა: მაღალი (ქორეულ–პეონური) და დაბალი (ქორეულ–დაქტილიური) შაირები. რუსთაველს აქვს გამოყენებული ორივე.
მაღალი შაირი
რედაქტირებარვა მარცვლიან მაღალ შაირს აქვს მცირე ცეზურა ოთხი მარცვლის შემდეგ. ხაზები დაყოფილია ოთხ მარცვლიან ნაწილებად, სადაც ცეზურა გამოიყენება მეორე ნაწილის შემდეგ: xxxx xxxx//xxxx xxxx. გაორკეცებული რვა მარცვლიანი მაღალი შაირი გვაძლევს 16 მარცვლიან მაღალ შაირს რომლის მთავარი ცეზურა არის რვა მარცვლის შემდეგ.
დაბალი შაირი
რედაქტირება8 მარცვლიან დაბალ შაირში ხაზები დაყოფილია ხუთ და სამ მარცვლიან ნაწილად, ცენზურით მეორე ნაწილის შემდეგ:xxxxx xxx//xxxxx xxx. გაორმაგებული რვა მარცვლიანი დაბალი შაირი ქმნის თექვსმეტ მარცვლიან შაირს მთავარი ცეზურით რვა მარცვლის შემდეგ და დამხმარე ცეზურებით სამი ან ხუთი მარცვლის შემდეგ.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Shairi: პოეზიის ბაზა/ პოეზიის სასწავლო მასალები.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 676.