ლინოზა
ლინოზა (სიც. Linusa) — კუნძული ხმელთაშუა ზღვაში, პელაგის კუნძულებში, სიცილიის არხში. ადმინისტრაციულად შედის აგრიჯენტოს პროვინციის შემადგენლობაში (სიცილიის რეგიონი). მისი მოსახლეობა 450 ადამიანია.
კუნძული ვულკანური წარმოშობისაა და მისი ფართობი 5,45 კმ²-ია. შედგება კრატერების სერიისიგან, რომელთა შორის ყველაზე მნიშვნელოვანია 195 მეტრი სიმაღლის მონტე-ვულკანო. უახლოესი მიწაა კუნძული ლამპადუზა, რომელიც 43 კმ-ით სამხრეთით მდებარეობს. თავად ლინოზა კი მალტის კუნძულ გოცოსგან დაშორებულია 119 კმ-ით დასავლეთით, სიცილიისგან 163 კმ-ით სამხრეთით და ტუნისის მაჰინდის კონცხიდან 165 კმ-ით აღმოსავლეთით.
ანტიკურ ხანაში და შემდეგ შუა საუკუნეებში, სხვადასხვა პერიოდში, კუნძული კოლონიზებული იყო ბერძნების, რომაელების და არაბების მიერ.
ლინოსას მოსახლეობა თევზაობის, მიწათმოქმედებისა და ტურიზმისგან მიღებული შემოსავლებით არსებობს.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- კუნძულის სტატისტიკა დაარქივებული 2013-05-01 საიტზე Wayback Machine.
- Linosa su Open Directory Project დაარქივებული 2011-04-24 საიტზე Wayback Machine.