ლიმონურა (ლათ. Schizandra) — მცენარეთა გვარი სქიზანდრასებრთა ოჯახისა.

ლიმონურა
Schisandra sinensis
Schisandra sinensis
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
კლასი:  ორლებნიანნი
ოჯახი:  სქიზანდრასებრნი
გვარი:  ლიმონურა
ლათინური სახელი
Schizandra

შეიცავს 14 სახეობას. გამერქნებულღეროიანი ლიანაა, რომლის სიგრძე 15 მ აღწევს. აქვს ელიფსური ან ოვალური ფოთლები, თეთრი ან ვარდისფერი სურნელოვანი ყვავილები, წითელი კენკრა ნაყოფი. ნაყოფს (ისევე როგორც სხვა ნაწილებს) გასრესისას ლიმონის სუნი და გემო აქვს.

შეიცავს კრისტალურ ნივთიერებას — სქიზანდრინს, ეთეროვან ზეთებს, ორგანულ მჟავებს, ნახშირწყლებს, C ვიტამინსა და სხვა. იყენებენ მედიცინაში მასტიმულირებელ საშუალებად. გვხვდება აღმოსავლეთ აზიის მთის ტყეებში. ყოფილ სსრ-ში — ამურის ოლქში, ხაბაროვსკის და პრიმორიეს მხარეებში, სახალინისა და კურილის კუნძულებზე. ზოგჯერ აშენებენ დეკორატიულ მცენარედ.

ლიტერატურა

რედაქტირება