ლილი კოული (ინგლ. Lily Cole; დ. 27 დეკემბერი 1987) — ინგლისელი მოდელი და კინომსახიობი.

ლილი კოული
Lily Cole
ლილი კოული Lily Cole
დაბ. თარიღი 27 დეკემბერი, 1987 (1987-12-27) (36 წლის)
დაბ. ადგილი ტორკი, დიდი ბრიტანეთი
სიმაღლე 179 სმ
წონა 53 კგ
მკერდი 81 სმ
წელი 63,5 სმ
თეძო 89 სმ
თმის ფერი წითური
თვალები ცისფერი
ეროვნება ინგლისელი

ბიოგრაფია

რედაქტირება

ლილი კოული დაიბადა ინგლისურ ქალაქ ტორკში, მაგრამ თავის დასთან, ელვისთან ერთად ლონდონში გადავიდა საცხოვრებლად. იქ, კოულიმ მერილებონის ქალთა სკოლა (ინგლ. St Marylebone School) და დამოუკიდებელის სკოლა Latymer Upper School-ი დაამთავრა.

სამოდელო კარიერა

რედაქტირება

რჩევი სამოდელო სფეროზე, ლილიმ ცნობილი ინგლისელი მოდელისა და მსახიობის, ბენჟამინ ჰარტისგან, ჯერ ჯიდევ 13 წლის ასაკში მიიღო. კოულიმ მოგვიანებით სამოდელო სააგენტოსთან Storm Models გააფორმა კონტრაქტი[1].

კოულის პირველი აღიარება ჟურნალ Vogue-ის იტალიური ვერსიისთვის ჩატარებულმა ფოტოსესიამ მოუტანა. ჟურნალს ფურცლებზე ლილი ცნობილმა ამერიკელი ფოტოგრაფის სტივენ მეისელის დახმარებით მოხვდა. ამის შემდეგ კოული არაერთხელ გამოჩნდა ყველაზე ცნობილ მოდის ჟურნალების ყდებზე: Vogue (აშშ, იტალია, დიდი ბრიტანეთი, იაპონია, კორეის რესპუბლიკა), Citizen K, Numéro, V. 2004 წლის ნოემბერში British Fashion Awards-ის ცერემონიაზე ლილი კოული „წლის მოდელად” დაასახელეს.

ლილი ცნობილი ისეთი ცნობილი ბრენდების სარეკლამო კამპანიებში მიიღო მონაწილეობა, როგორებიცაა: Chanel, Christian Lacroix, Hermès, Longchamp, Cacharel, Topshop და Anna Sui Cosmetics, I Love Love by Moschino. დიზაინრებს შორის, რომლების ტანსაცმლის სერიებიც მან პოდიუმზე წარადგინა, არიან: Chanel, DKNY, Jean Paul Gaultier, Versace, Alexander McQueen, John Galliano, Louis Vuitton და სხვა მრავალი. მისი მეგობრები არიან — დიზაინერი და и ჟურნალისტი ფილიპ კოლბერტი (ინგლ. Philip Colbert) და მოდელები ჯემა ვორდი და ერინ ო’კონორი (ინგლ. Erin O'Connor).

კინოკარიერა

რედაქტირება

2006 წლის თებერვალში ცნობილი გახდა, რომ მუსიკოსი მერილინ მენსონმა გადაწყვიტა ლილი კოული ფილმში „ფანტასმაგორია: ლუის კეროლის ხილვა” ეთამაშებინა. ლილიმ „ალისას” როლი მიიღო[2]. 2010 წელს ფილმის წარმოება შეწყდა.

2007 წელს ლილიმ ფილმში თანაკლასელები „პოლის” როლი მიიღო. ამ ფილმში მონაწილეობდნენ აგრეთვე ჯემა არტერტონი , ევერეტ რუპერტი, კოლინ ფერტი, ჯოდი უიტეკერი და სტივენ ფრეი[3].

რეჟისორ ტერი გილიამის ერთ-ერთ ბოლო ფილმში „ექიმ პარნასის წარმოსახვარიუმი” ლილიმ „ვალენტინას”, მთავარი გმირის ქალიშვილის როლი შეასრულა. ხოლო 2009 წელს ფილმში «სიბრაზე», მოდელის როლი ითამაშა.

ფილმოგრაფია

რედაქტირება
წელი ქართულად მშობლიური სახელწოდება როლი
2007 თანაკლასელები St. Trinian’s პოლი
2009 სიბრაზე Rage ლუტის ლიფი
2009 დოქტორ პარნასის წარმოსახვა The Imaginarium of Doctor Parnassus ვალენტინა
2009 გასასვლელი Passage ტანია
2011 იქ არიან დრაკონები There Be Dragons ელაინი
2011 ჩრჩილის დღიურები The Moth Diaries ერნესა
2011 საუკუნის პირმშოს აღსარება Confession of a Child of the Century ბრიჯიტი
2011 ექიმი ვინ Doctor Who სირენა
2012 თოვლივით თეთრი და მონადირე Snow White and the Huntsman გრეტა

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: