ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ლიზა ლორინგი (ინგლ. Lisa Loring; დ. 16 თებერვალი, 1958, კვაჯალეინი — გ. 28 იანვარი, 2023) — ამერიკელი მსახიობი. იგი ცნობილია იმით, რომ ითამაშა უენსდეი ადამსი კომედიურ-საშინელებათა სიტკომში „ადამსის ოჯახი“ (1964–1966).

ლიზა ლორინგი
დაბადების სახელი ლიზა ენ დესინსსი
დაბადების თარიღი 16 თებერვალი, 1958
კვაჯალეინი, მარშალის კუნძულები.
გარდაცვალების თარიღი 28 იანვარი, 2023 (64 წლის)
ბერბანკი, კალიფორნია, აშშ
მოქალაქეობა ამერიკელი
პროფესია მსახიობი
მეუღლე(ები) ფარელ ფუმბერგი (1973-1974)
დაგ სტივენსონი (1981-1983)
ჯერი ბატლერი (1987-1992)
გრეჰემ რიჩი (2003-2014)
შვილ(ებ)ი 2

ცხოვრება და კარიერა

რედაქტირება
 
უენსდეის როლში

ლიზას მშობლები მსახურობდნენ შეერთებული შტატების საზღვაო ძალებში, მაგრამ მისი დაბადებიდან მალევე განქორწინდნენ. დაიბადა კვაჯალეინში, მარშალის კუნძულებზე, იმ დროისთვის გაეროს ნდობის ტერიტორიზე, რომელსაც შეერთებული შტატები მართავდა. ის გაიზარდა ჰავაიზე და მოგვიანებით დედასთან ერთად ლოს ანჯელესში გადავიდა საცხოვრებლად. მან კარიერა დაიწყო სამი წლის ასაკში და გამოჩნდა დოქტორი კილდერის ეპიზოდში, რომელიც გავიდა ეთერში 1964 წელს.[1] დედამისი გარდაიცვალა ალკოჰოლიზმით 1974 წელს, 34 წლის ასაკში.

იგი ცნობილია თავისი როლით უენსდეი ადამსი The Addams Family sitcom-ში, 1964–1966 წლებში.

იგი შეუერთდა ABC სიტკომის მსახიობებს, The Pruitts of Southampton 1966 წელს. ბავშვობის კარიერის შემდეგ ის ასევე იყო CBS-ის საპნის ოპერის „როგორც სამყარო ბრუნდება“ ერთ-ერთი მსახიობი 1980-დან 1983 წლამდე, სადაც მან შეასრულა კრიკეტ მონტგომერის როლი.

იგი გამოჩნდა სლეშერ ფილმებში Blood Frenzy (1987) და Iced (1988).

პირადი ცხოვრება

რედაქტირება

ლორინგი 1973 წელს 15 წლის ასაკში დაქორწინდა თავის ბავშვობის სიყვარულზე ფარელ ფუმბერგზე, და შეეძინა ქალიშვილი. ქორწინება ერთი წლის შემდეგ დასრულდა. ლორინგი 1981 წელს მეორედ დაქორწინდა მსახიობ დაგ სტივენსონზე. ის იყო კონტრაქტის შემსრულებელი სხვა CBS/Procter & Gamble-ის საპნის ოპერაში Search for Tomorrow. ლორინგს სტივენსონთან მეორე ქალიშვილი შეეძინა და მათი ქორწინება 1983 წელს დასრულდა.

1987 წელს ლორინგი დაქორწინდა ზრდასრულთა კინომსახიობზე ჯერი ბატლერზე.[2] ისინი შეხვდნენ 1987 წლის ზრდასრულთა ფილმის Traci’s Big Trick-ის გადასაღებ მოედანზე, რომელზეც ლორინგი მუშაობდა ვიზაჟისტად და არაკრედიტირებულ მწერლად. ბატლერი და ლორინგი განქორწინდნენ 1992 წელს. ლორინგი მეოთხედ დაქორწინდა 2003 წელს გრეჰემ რიჩზე. წყვილი 2008 წელს დაშორდა და 2014 წლის ივნისისთვის განქორწინების პროცესში იყო.[3]

ჰიპერტონიის შედეგად მიიღო ინსულტი და გარდაიცვალა ბერბანკის (კალიფორნია) სამედიცინო ცენტრში, 2023 წლის 28 იანვარს, 64 წლის ასაკში.[4][5]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. „Lisa Loring“. TV.com. ციტირების თარიღი: October 18, 2020.
  2. Shaulis, Sherri. '80s Adult Icon Jerry Butler Dies“. AVN. ციტირების თარიღი: 2018-02-02.
  3. Wong, Brittany (December 6, 2017). 'Addams Family' Actress Lisa Loring Is Getting A Divorce“. Huff Post. ციტირების თარიღი: October 18, 2020.
  4. Tinoco, Armando (January 29, 2023). „Lisa Loring Dies: Actor in Original Wednesday Addams Was 64“. Deadline Hollywood. ციტირების თარიღი: January 29, 2023.
  5. Rahman, Abid (January 29, 2023). „Lisa Loring, Original Wednesday Actress on 'The Addams Family,' Dies at 64“. The Hollywood Reporter. ციტირების თარიღი: January 29, 2023.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ლიზა_ლორინგი“-დან