უენსდეი ადამსი - არის გამოგონილი პერსონაჟი, შექმნილი ამერიკელი კარიკატურისტის ჩარლზ ადამსის მიერ, ადამსების ოჯახის ერთადერთი ქალიშვილი.

უენსდეი ადამსი
პირველი გამოჩენა მულტფილმი The New Yorker (1938)
შემქმნელი ჩარლზ ადამსი
მსახიობი ლიზა ლორინგი
ნოელე ვონ სონი
კრისტინა რიჩი
ნიკოლ ფუგერე
კრისტა როდრიგესი
რეიჩელ პოტერი
ლორენ რევერი
მელისა ჰანტერი
კერო ჰოუპ პლეტჩერი
ჯენა ორტეგა
ახმოვანებს სინდი ჰენდერსონი (1972-1974)
დები დერიბერი (1992-1994)
ქლოი გრეის მორეცი (2019 და 2021 წლის ფილმები)
ინფორმაცია
სქესი მდედრობითი
ასაკი 6 (ორიგინალ სატელევიზიო სერიალში)
12-13 (ფილმებში)
15-16 (უენსდეიში)
ოჯახი გომეზი (მამა),
მორტიცია (დედა),
ფუგსლი (უფროსი/უმცროსი ძმა), პუბერტ ადამსი (უმცროსი ძმა, Addams Family values)
ვენსდეი (უმცროსი და Halloween with the New Addams Family)
ფუგსლი (უმცროსი ძმა, Halloween with the New Addams Family)
ფესტერ ადამსი (დიდი ბიძია 1964 სერიებში)
დები ჯელინსკი ადამსი (დეიდა, ფესტერზე ქორწინებით)
გრენდმამა (ბებია)
გუდი ადამსი (წინაპარი)

უენსდეი რედაქტირება

ადამსის მულტფილმებში, რომელიც პირველად გამოჩნდა The New Yorker-ში, უენსდეის და მისი ოჯახის სხვა წევრებს სახელი არ ჰქონდათ. როდესაც პერსონაჟები ადაპტირებული იქნა 1964 წლის სატელევიზიო სერიალზე, ჩარლზ ადამსმა დაარქვა მას სახელი "უენსდეი". სახელის იდეა წარმოადგინა მსახიობმა და პოეტმა ჯოან ბლეიკმა, ადამსის ნაცნობმა. [1] უენსდეი არის პაგსლი ადამსის და და, გომესი და მორტიცია ადამსების ერთადერთი ქალიშვილი.

გარეგნობა და პიროვნება რედაქტირება

უენსდეი ადამსი 13 წლის მოზარდია, რომელიც სიკვდილით არის შეპყრობილი. უენსდეისმა არაერთხელ სცადა მისი ძმის პაგსლის მოკვლა. უყვარს ობობების აღზრდა და ბერმუდის სამკუთხედის კვლევა. მას აქვს მიდრეკილება, დააფრთხოს ხალხი თავისი გოთური პიროვნების გამო.

უენსდეის გამორჩეული თვისებებია ფერმკრთალი კანი და გრძელი, მუქი ნაწნავები. ის იშვიათად აჩვენებს თავის ემოციებს. ჩვეულებრივ აცვია შავი კაბა თეთრი საყელოთი, შავი წინდები და შავი ფეხსაცმელი.

ესპანურ ვერსიაში მისი სახელია Miércoles (უენსდეი ესპანურად); ლათინურ ამერიკაში ის არის Merlina; ბრაზილიურ ვერსიაში ის არის Wandinha (პორტუგალიურად „პატარა ვანდა“); საფრანგეთში მისი სახელია Mercredi (უენსდეი ფრანგულად) და იტალიაში მისი სახელია Mercoledì (უენსდეი იტალიურად).

1991 წლის ფილმში იგი ავლენს სადისტურ მიდრეკილებებს და ბნელ პიროვნებას, მას აქვს ღრმა ინტერესი ბერმუდის სამკუთხედის მიმართ და აღფრთოვანებულია წინაპრით (დეიდა კალპურნია ადამსით), რომელიც დაწვეს ჯადოქრად 1706 წელს. 1993 წლის გაგრძელებაში მისი პიროვნება კიდევ უფრო ბნელია: მან დამარხა ცოცხალი კატა, ცეცხლი წაუკიდა ბანაკ ჩიპევას და თანამემამულე ჯოელი სასიკვდილოდ შეაშინა.

ბროდვეის მიუზიკლში ადამსის ოჯახი ის 18 წლისაა და მოკლე თმა აქვს. მისი სიბნელე და სოციოპათიური თვისებები შემცირდა და ის შეყვარებულია ლუკას ბეინეკზე.

როლის შემსრულებლები რედაქტირება

წლების განმავლობაში უენსდეის მრავალი მსახიობი ასახავდა ტელევიზიაში, ფილმებსა და სცენაზე:

  • ლიზა ლორინგი (1964–1966, 1977)
  • სინდი ჰენდერსონი (1972–1974, ანიმაციური ტელევიზია)
  • ნოელ ვონ სონი (1973, ცოცხალი სატელევიზიო პილოტი)
  • კრისტინა რიჩი (1991, 1993, ორიგინალური ცოცხალი ფილმები)
  • დები დერიბერი (1992–1994, ანიმაციური ტელევიზია)
  • უცნობი (1994, რეკლამა: Honey Nut Cheerios)
  • ნიკოლ ფუგერე (1998–1999, Addams Family Reunion, The New Addams Family)
  • კრისტა როდრიგესი (2010, ბროდვეის მიუზიკლი)
  • რეიჩელ პოტერი (2011, ბროდვეის მიუზიკლი)
  • კორტნი ვოლფსონი (2011, პირველი ეროვნული ბროდვეის ტური)
  • ლორა ლობო (2012, პირველი ბრაზილიელი მსახიობი)
  • ფრენკი ლოუ (2012, დიდი ბრიტანეთის ეროვნული ტური)
  • ჯენიფერ ფოგარტი (2013, აზიური ტური)
  • გლორია აურა (2014, მექსიკის ტური)
  • მელისა ჰანტერი (2013-2015, ზრდასრული უენსდეი ადამსი)
  • კერი ჰოუპ ფლეტჩერი (2017, დიდი ბრიტანეთის ეროვნული ტური)
  • მარჟოლიენ ტიფენი (2019-2019, ჰოლანდიური მიუზიკლი)
  • ქლოე გრეის მორეცი (2019, 2021, ანიმაციური ფილმი)
  • ჯენა ორტეგა (2022, Netflix-ის სერია)

სქოლიო რედაქტირება

  1. Addams Family Values, Letters, The New Yorker, July 30 2018