ლივინგსტონის მთები

ლივინგსტონის მთები, უიკინგის მთები (ინგლ. Livingstone Mountains) — მთები აღმოსავლეთ აფრიკაში, ტანზანიაში. შედგება რამდენიმე პარალელური ქედისაგან. გადაჭიმულია 160 კილომეტრზე პოროტოს მთებსა და რუხუხუს ტექტონიკურ ხეობას შორის. სიმაღლე 2961 მეტრამდე. აგებულია გრანიტებითა და გნაისებით. ნალექები 2000 მმ წელიწადში. შემოსილია სავანითა და ტყით. თხემურ ნაწილში სტეპია. სახელი ეწოდა დეივიდ ლივინგსტონის პატივსაცემად.

ლივინგსტონის მთები
ლივინგსტონის მთები
ლივინგსტონის მთები
კოორდინატები: 09°30′00″ ს. გ. 34°10′00″ ა. გ. / 9.50000° ს. გ. 34.16667° ა. გ. / -9.50000; 34.16667
ქვეყანა ტანზანიის დროშა ტანზანია
უმაღლესი წერტილი მტორვი
სიმაღლე 2961 
სიგრძე 160 კმ
ლივინგსტონის მთები — ტანზანია
ლივინგსტონის მთები

ლიტერატურა

რედაქტირება