ლიდია ფოტიევა
ლიდია ალექსანდრეს ასული ფოტიევა (რუს. Лидия Александровна Фотиева; დ. 6 (18) ოქტომბერი, 1881, რიაზანი — გ. 25 აგვისტო, 1975, მოსკოვი) — რუსეთის რევოლუციური მოძრაობის მოღვაწე. სოციალისტური შრომის გმირი (1971). კომპარტიის წევრი 1904 წლიდან.
ლიდია ფოტიევა | |
---|---|
დაბადების თარიღი |
6 ოქტომბერი/18 ოქტომბერი 1881 რიაზანი, რუსეთი |
გარდაცვალების თარიღი |
25 აგვისტო, 1975 (93 წლის) მოსკოვი, რუსეთი |
ბიოგრაფია
რედაქტირება1899 წლიდან სწავლობდა მოსკოვის კონსერვატორიაში (დაამთავრა 1917 წელს), 1900 წლიდან ბესტუჟევის კურსებზე (ქალთა უმაღლესი სასწავლებელი) პეტერბურგში. რევოლუციური მოღვაწეობისათვის არაერთხელ იყო დაპატიმრებული. 1904 წლიდან ემიგრაციაში იმყოფებოდა; მუშაობდა ბოლშევიკურ სექციებში ჟენევასა და პარიზში. 1905 წელს პარტიულ მოღვაწეობას განაგრძობდა პეტროგრადში. 1918–1924 წლებში ვლადიმერ ლენინის პირადი მდივანი იყო. აქვს მოგონებები ლენინზე. სკკპ ყრილობების XXII–XXIV დელეგატი.
დაჯილდოებული იყო 4 ლენინის ორდენით, შრომის წითელი დროშის ორდენით, აგრეთვე მედლებით.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 374.