ლეყუდელი
მთა საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში
ლეყუდელი — მთა საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, ჩხოროწყუსა და მარტვილის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვარზე. მდებარეობს ეგრისის ქედის სამხრეთ განშტოებაზე, მდინარეების ხობისწყლისა და ტეხურის წყალგამყოფზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 2244 მ. აგებულია შუაიურული პორფირიტული წყებით. კალთები შემოსილია შერეული ტყით, თხემი — სუბალპური ლიხით.
ლეყუდელი | |
---|---|
კოორდინატები: 42°40′23″ ჩ. გ. 42°22′58″ ა. გ. / 42.67306° ჩ. გ. 42.38278° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი მარტვილის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 2244 მ |
ქედი | ეგრისის ქედი |
ლიტერატურა
რედაქტირება- მარუაშვილი ლ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 207.