ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ლეტოია ნიკოლ ლაკეტი (ინგლ. LeToya Nicole Luckett; დ. 11 მარტი, 1981, ჰიუსტონი, ტეხასი, აშშ) — ამერიკელი რიტმ-ენდ-ბლუზ მომღერალი და მსახიობი. პოპულარობა მოიპოვა 1990-იანი წლების ბოლოს, როდესაც გახდა ჯგუფ Destiny's Child-ის წევრი. ჯგუფთან ერთად გამოუშვა კომპოზიციები „No, No, No", „Bills, Bills, Bills", „Say My Name" და „Jumpin', Jumpin", ასევე მოიგო ორი გრემი. 2000-იანი წლების დასაწყისში დაიწყო სოლო კარიერა და ხელი მოაწერა კონტრაქტს ლეიბლთან Capitol Records. მისი სოლო სადებიუტო ალბომი, LeToya, გამოვიდა 2006 წელს. ნამუშევარი მოხვდა ბილბორდ 200-ის სათავეში და მიიღო პლატინის სერტიფიკატი ამერიკის ხმისჩამწერი კომპანიების ასოციაციისგან.

ლეტოია ლაკეტი

ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი ლეტოია ნიკოლ ლაკეტი
დაბ. თარიღი 11 მარტი, 1981 (1981-03-11) (43 წლის)
დაბ. ადგილი ჰიუსტონი
წარმოშობა ჰიუსტონი, ტეხასი, აშშ
ჟანრ(ებ)ი რიტმ-ენდ-ბლუზი,
საქმიანობა მომღერალი, მსახიობი
აქტიური 1997 - დღემდე
ლეიბლ(ებ)ი
საიტი letoyaonline.com
ლეტოია ლაკეტი ვიკისაწყობში

ალბომის წამყვანი სინგლი, „Torn", მოხვდა ბილბორდის ცხელი ასეულის ტოპ 40-ში. მუსიკოსმა 2006 წლის ASCAP Rhythm and Soul Awards-ზე მოიგო საუკეთესო კომპოზიტორის ჯილდო, ასევე ნომინირებული იყო 2007 წლის NAACP Image Awards-ზე საუკეთესო ახალი შემსრულებლის კატეგორიაში. ლაკეტის მეორე სოლო ალბომი, Lady Love გამოვიდა 2009 წელს და პირველი ადგილი დაიკავა ბილბორდის R&B/Hip-Hop ალბომების ჩარტში.

მუსიკალური კარიერის გარდა ითამაშა მხატვრულ ფილმებში Killers (2010), From the Rough (2011) და Preacher's Kid (2010). ასევე გამოჩნდა სერიალებში Greenleaf და Treme. 2017 წელს გამოუშვა მესამე სტუდიური ალბომი, Back 2 Life. ალბომს წინ უძღოდა ორი სინგლი: „Back 2 Life" და „Used To". მუსიკოსს გაყიდული აქვს 25 მილიონზე მეტი ჩანაწერი Destiny's Child-თან ერთად.

ადრეული ცხოვრება

რედაქტირება

ლაკეტი დაიბადა 1981 წლის 11 მარტს ჰიუსტონში, ტეხასის შტატში. პატარაობაში მღეროდა ბრენტვუდის ბაპტისტურ ეკლესიაში.

1993 წელს ლაკეტი გახდა Destiny's Child-ის წევრი.[1][2] ჯგუფმა ხელი მოაწერა კონტრაქტს Columbia Records-თან. 1999 წელს Destiny's Child-მა ლაკეტთან ერთად გამოუშვა ჯგუფის მეორე ალბომი The Writing's on the Wall. ალბომიდან გამოვიდა სინგლები „Bills, Bills, Bills" და „Say My Name", რომლებმაც მოიპოვეს გრემის ჯილდოები. მალევე ლაკეტი წამოვიდა ჯგუფიდან და ხელი მოაწერა Capitol Records-თან 2003 წელს.[3] მალევე დაიწყო მუშაობა პირველ სოლო ალბომზე. მისი პირველი სიმღერა „You Got What I Need" გამოვიდა 2004 წელს. 2005 წელს გამოუშვა „All Eyes on Me". მალევე გამოუშვა კოლაბორაციული ნამუშევრები Houston-სა და Slim Thug-თან.

მისი სადებიუტო ალბომი, LeToya, გამოვიდა 2006 წლის ივლისში. ნამუშევარი პირველ ადგილზე გავიდა ბილბორდ 200-ში და მიიღო პლატინის სერტიფიკატი ამერიკის ხმისჩამწერი კომპანიების ასოციაციისგან.[4] ალბომი ჰიპ-ჰოპისა და რიტმ-ენდ-ბლუზის ნაზავია. ნამუშევრიდან გამოვიდა სინგლი „Torn" და მეორე ადგილზე გავიდა ბილბორდის რიტმ-ენდ-ბლუზის ჩარტში. მალევე გამოვიდა მუსიკოსის მეორე კოლაბორაციული სინგლი „She Don't" Slim Thug-თან ერთად. კომპოზიციის მუსიკალური ვიდეოს პრემიერა შედგა 2006 წლის ივლისში. ნამუშევარი მე-17 ადგილზე გავიდა Hot R&B/Hip-Hop-ის ჩარტში. 2006 წლის ნოემბერში უნდა გამოსულიყო მესამე სინგლი „Abvious", თუმცა Capitol Records-ისა და Virgin Records-ის გაერთიანების გამო მისი გამოშვება გაუქმდა.

2006 წელს მუსიკოსი AOL Music-მა დაასახელა ერთ-ერთ საუკეთესო ახალ შემსრულებლად, მეორე ადგილი დაიკავა ჟურნალ Rap-Up-ის სიაში „ტოპ 5 ახალბედა შემსრულებელი“. მან მიიღო NAACP-ის, Soul Train Music Awards-ისა და Teen Choice Awards-ის ნომინაციები.[5] მალევე გამოჩნდა რეალით სერიალში The H-Town Chick.

მუსიკოსის ახალი ალბომის Lady Love, წამყვანი სინგლი „Not Anymore" გამოვიდა 2009 წლის თებერვალში.[6] ალბომიდან გამოვიდა კიდევ ერთი სინგლი, „She Ain't Got...". ნამუშევარი 49-ე ადგილზე Japan Hot 100-ის ჩარტში. ალბომის მესამე სინგლმა „Reret", მერვე ადგილი დაიკავა Billboard Hot R&B/Hip-Hop-ის ჩარტში.[7]

2014 წლის იანვარში მუსიკოსმა დააანონსა მესამე ალბომი, Until Then.[8] ლაკეტმა მოგვიანებით ნამუშევარს გადაარქვა სახელი და დაარქვა „Back 2 Life". ალბომიდან გამოვიდა სინგლები „Don't Make Me Wait" და „Together". 2016 წელს გამოუშვა სინგლი „Back 2 Life", თანმხლები მუსიკალური ვიდეოთი.[9] ალბომი გამოვიდა 2017 წლის 12 მაისს.[10]

დისკოგრაფია

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. LeToya interview for E! Television series, Boulevard of Broken Dreams. E! (January 28, 2007). ციტირების თარიღი: May 3, 2007
  2. LeToya interview for E! Television series, Boulevard of Broken Dreams, part referring to the Pam Luckett reviewing contracts. E! (January 28, 2007). ციტირების თარიღი: May 3, 2007
  3. The Song Isn't Called 'Survivor' For Nothing. MTV News (June 13, 2005). დაარქივებულია ორიგინალიდან — ივნისი 24, 2012. ციტირების თარიღი: April 30, 2007
  4. LeToya Rolls With Houston Hip-Hoppers. Billboard (March 21, 2006). ციტირების თარიღი: April 20, 2007
  5. AOL's Best New Artists of '06. Stereogum (December 18, 2006). ციტირების თარიღი: February 26, 2021
  6. LeToya Luckett Holds Out for 'Love'. Rap-Up.com (May 21, 2009). ციტირების თარიღი: April 10, 2012
  7. „LeToya Music News & Info“. Billboard. დაარქივებულია ორიგინალიდან — November 21, 2021. ციტირების თარიღი: February 2, 2011.
  8. LeToya Luckett announces new album 'Until Then'. Hamada Mania Music Blog. დაარქივებულია ორიგინალიდან — მაისი 2, 2016. ციტირების თარიღი: March 11, 2015
  9. Back 2 Life – Single by LeToya Luckett. Apple Music inc. (December 7, 2016). ციტირების თარიღი: December 7, 2016
  10. „LeToya Luckett Delivers Emotional 'Used To' Video: Premiere“. Billboard. დაარქივებულია ორიგინალიდან — April 19, 2017. ციტირების თარიღი: April 19, 2017.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ლეტოია_ლაკეტი“-დან