ლეო რჩეულიშვილი
ლეო რჩეულიშვილი (დ. 1909, ხოვლე, კასპის რაიონი — გ. 1986) — ქართველი ინჟინერი, ისტორიკოსი, მეცნიერი, პედაგოგი. ხელოვნების ისტორიკოსი, საზოგადო მოღვაწე.
ბიოგრაფია
რედაქტირება1932 წელს დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი.
იყო ხელოვნების მუზეუმის „მეტეხის“ თანამშრომელი 1936 წლიდან, 1941-1986 წლებში კი ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის. 1954-1986 წლებში იგი იყო თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ხელოვნების ისტორიისა და თეორიის კათედრის გამგე, პროფესორი. იკვლევდა შუა საუკუნეების საეკლესიო და საერო ხუროთმოძღვრებას, XX საუკუნის ქართველ მხატვართა შემოქმედებას. ვ. ბერიძესა და ზ. ქურდიანთან ერთად გამოსცა წიგნი „თბილისი“, არქიტექტურის ისტორიკოსთა ჯგუფთან ერთად მოამზადა მონოგრაფია „თბილისის მეტეხის ტაძარი“. გამოკვლეული აქვს 1930-იან წლებში განადგურებული ე. წ. „გუბერნატორის სახლი“, საგანგებოდ შეისწავლა ძველი თბილისის სახე ე. ახვლედიანის შემოქმედებაში. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.
ჯილდოები
რედაქტირება- 1954 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- ქართული ხელოვნების ისტორიის ნარკვევები : ქართული ხელოვნების ისტორიის ნარკვევები, თბ., 1994, გვ. 336
- Купольная архитектура VIII-X веков в Абхазии, Тб., 1988, с. 91
- თელავი : ისტ.-ეთნოგრ. მიმოხილვა, თბილისი, საბჭ. საქართველო, 1963, გვ. 47
- თიღვა : შარვანის დედოფლის თამარის აღმშენებლობა, ნარკვევი XII ს. ხუროთმოძღვრებიდან, თბ., 1960, გვ. 111
- Тбилиси - Москва, Архитектуры и градостроительства, 1951. - 95с.
ლიტერატურა
რედაქტირება- თბილისი: ენციკლოპედია, თბ., 2002, გვ. 758
- საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია, თბ., 2017, გვ. 494