ლეონიდ ძეკონსკი (დ. 27 იანვარი, 1907, ყარსი, თურქეთი, — გ. 14 მარტი, 1981, თბილისი, საქართველო) — ქართველი და საბჭოთა ბერძნულ-რომაული და თავისუფალი სტილით მოჭიდავე, შემდგომში მწვრთნელი. საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1948), საბჭოთა კავშირის დამსახურებული მწვრთნელი (1956), საქართველოს ფიზკულტურისა და სპორტის დამსახურებული მოღვაწე.[2]

ლეონიდ ძეკონსკი
პირადი ინფორმაცია
დაბ. თარიღი 1909 ან 1907[1]
გარდ. თარიღი 1980 ან 14 მარტი, 1981(1981-03-14)
წონა 54,5
ქვეყანა სსრკ
კლუბი დინამო
ჯილდოები შრომითი მამაცობის მედალი, სსრკ-ის დამსახურებული მწვრთნელი და სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი

ბიოგრაფია

რედაქტირება

საქართველოდან პირველმა მოიპოვა ჭიდაობაში საბჭოთა კავშირის ჩემპიონის ტიტული 1935 წელს; თავისუფალ ჭიდაობაში საბჭოთა კავშირის ჩემპიონატების მეორე (1948) და მესამე (1947) პრიზიორი. საბჭოთა კავშირის ნაკრების შემადგენლობაში მონაწილეობა მიიღო საბჭოთა გუნდის პირველ უცხოურ (თურქეთის) ტურნეში (1935); განსაკუთრებულ წარმატებებს მიაღწია როგორც მწვრთნელმა, აღზარდა მოჭიდავეთა მრავალი თაობა. მისი აღზრდილები არიან გივი კარტოზია და ომარ ეგაძე.

მიღწევები

რედაქტირება
საბჭოთა კავშირის ჩემპიონი
  •   1935 (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, მჩატე წონა; მოსკოვი)
  •   1936 (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, მსუბუქი წონა; მოსკოვი)
საბჭოთა კავშირის ვიცე-ჩემპიონი
  •   1948 (თავისუფალი ჭიდაობა, უმჩატესი წონა; მოსკოვი)
საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი
  •   1937 (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, მჩატე წონა; მოსკოვი)
  •   1947 (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, უმჩატესი წონა; მოსკოვი)
  •   1947 (თავისუფალი ჭიდაობა, უმჩატესი წონა; ტალინი)

ლიტერატურა

რედაქტირება

პერიოდიკა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება