ლეიტეს ბრძოლა
ლეიტეს ბრძოლა | |||
---|---|---|---|
ფილიპინების ოპერაციის ნაწილი | |||
გენერალი დაგლას მაკართური ლეიტეს პლაჟზე, 20 ოქტომბერი, 1944 | |||
თარიღი | 20 ოქტომბერი — 31 დეკემბერი, 1944 | ||
მდებარეობა | ლეიტე, ფილიპინები | ||
შედეგი | მოკვშირეებბის სრული გამარჯვება | ||
მხარეები | |||
| |||
მეთაურები | |||
| |||
ძალები | |||
| |||
დანაკარგები | |||
| |||
ლეიტეს ბრძოლა ვიკისაწყობში |
ლეიტეს ბრძოლა — მეორე მსოფლიო ომის პერიოდში აშშ-ის არმიისა და ფილიპინელი პარტიზანების შეჭრა ფილიპინებში, ლეიტეს ყურეში. ამერიკელებისა და ფილიპინელი პარტიზანების ერთობლივ ძალებს მეთაურობდა გენერალი დაგლას მაკართური, ხოლო იაპონიის სამეფო არმიას გენერალი ტომოიუკი იამასიტა. ბრძოლა მიმდინარეობდა 1944 წლის 20 ოქტომბრიდან 31 დეკემბრამდე. ოპერაციის კოდური სახელწოდება იყო „მეფე ორი“[1]. აღნიშნული ბრძოლით დაიწყო 1944-1945 წლების ფილიპინების ოპერაცია და დასრულდა ფილიპინების არქიპელაგის სამწლიანი იაპონური ოკუპაცია.
წინარე ისტორია
რედაქტირებაიაპონელებმა ფილიპინები დაიპყრეს 1942 წელს. მასზე კონტროლის დამყარება მეორე მსოფლიო ომში იაპონიის გადარჩენისათვის მეტად მნიშვნელოვანი იყო. კუნძულ ბორნეოდან და სუმატრიდან იაპონიაში რეზინი და ნავთობი იგზავნებოდა[2].
ამერიკისათის კი ფილიპინების ხელში ჩაგდება მეტად სტრატეგიული ნაბიჯი იყო, რათა იზოლაციაში მოექცია იაპონიის სამფლობელოები ჩინეთსა და წყნარ ოკეანეში. გარდა ამისა ეს იყო გენერალ დაგლას მაკართურის პირადი ღირსების საკითხი[2]. 1944 წელს ამერიკელებმა დაიკავეს მარიანის კუნძულები და ახალი გვინეის დასავლეთი ნაწილი. ცხადი ხედებოდა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგი სამიზნე ფილიპინები გახდებოდა. არქიპელაგის დაცვის მიზნით იაპონელებმა კუნძულებზე განალაგეს 14-ე ფრონტი გენერალ სიგენორი კუროდას ხელმძღვანელობით, რომელიც ამ პერიოდში იაპონიის სამხედრო გუბერნატორი იყო ფილიპინებში.
ბრძოლის მიმდინარეობა
რედაქტირება1944 წლის 17 ოქტომბერს ამერიკის ძალები გადასხდნენ ლეიტეს ყურეში მდებარე პატარა კუნძულ სულუანზე. დიდი სტრატეგიული მნიშვნელობა აღნიშნული კუნძულის დაკავებას არ ჰქონია და ამიტომ მომდევნო ორი დღის განმავლობაში მოწინააღმდეგის მხრიდან არანაირი გამოხმაურება არ მოჰყოლია. იაპონელებმა ეს მოქმედება სერიოზულად ვერ აღიქვეს და დაიწყეს თავდაცვითი პოზიციების გაძლიერება.
1940 წლის 20 ოქტომბერს კუნძულ ლეიტეზე, პალო—ტანაუანისა და სან-ხოსე—დულაგის რაიონებში გადასხეს მე-6 არმიის ძირითადი ძალები: მე-10 საარმიო კორპუსი, 1 და 24-ე ქვეითთა დივიზიით, ასევე 24-ე საარმიო კორპუსი მე-7 და 96-ე ქვეითთა დივიზიით. მათ წინააღმდეგ დადგა იაპონიის მხოლოდ ერთი, მე-16 დივიზია, რომელსაც ბუნებრივია არ შეეძლო ამერიკული ჯარის შეკავება. გააცნობიერეს რა, რომ სწორედ ამ ადგილზე მოხდებოდა გადამწყვეტი დარტყმა მათ არმიაზე, იაპონელებმა სასწრაფოდ დაიწყეს კუნძულ ლუსონიდან 1-ლი, 23-ე და 26-ე და 41-ე არმიების გადმოსხმა.
ნოემბრის ბოლოს ამერიკელების ხელში იყო კუნძულის აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილი. დეკემბრის დასაწყისში ამერიკელებმა დამატებით გადასხეს კუნძულებზე 11-ე, 32-ე და 77-ე დივიზიები. იაპონელთა მე-16 დივიზიამ, მიუხედავად 1-ლი და 26-ე დივიზიების დახმარებისა ვერ შეძლო მათი შეკავება. 21 დეკემბერე ამერიკელებმა დაიკავეს ორმოკი, რის შედეგადაც იაპონელებმა დაკარგეს კავშირი ლეიტესთან. დეკემბრის ბოლოს ლეიტე მთლიანად დაიკავეს ამერიკელებმა.
შედეგი
რედაქტირებაფილიპინების არქიპელაგის ცენტრში სტრატეგიული დასაყრდენის დაკავებამ აშშ-ის ჯარს გაუადვილა მთელი ფილიპინების გათავისუფლება.
ლიტერატურა
რედაქტირება- В. В. Клавинг «Япония в войне» — Москва: ООО «Издательство АСТ», 2004. ISBN 5-17-020498-1
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Cutler, Thomas J., The Battle of Leyte Gulf: 23–26 October 1944, Naval Institute Press, 2001, p.52
- ↑ 2.0 2.1 Prefer, N.N., 2012, Leyte 1944, Havertown: Casemate Publishers, ISBN 9781612001555