არ უნდა აგვერიოს შემდეგ მნიშვნელობა(ებ)ში: ელიმუსი.

ლეიმუსი[1][2] (ლათ. Leymus) — მრავალწლოვანი ფესურიანი, იშვიათად კორდის ბალახების გვარი მარცვლოვანთა ოჯახისა. აქვთ სწორმდგომი ღერო (სიმაღლეში 150 სმ-მდე); ხაზური ფოთლები, ჩვეულებრივ, უხეში, ზოგჯერ ერთმანეთში თხლად გადახვეული. ყვავილის თავთუნები (ჩვეულებრივ 2–5) სწორ გრძივ რიგებად სხედან თავთავებში. თავთუნის კილი ძლიერ ვიწროა, ყვავილის ქვედა კილი — უფხო ან მოკლეფხიანი. ცნობილია 50-მდე სახეობა. გავრცელებული არიან ჩრდილოეთ ნახევარსფეროს არატროპიკულ ოლქებში და სამხრეთ ამერიკაში, უპირატესად ნახევრად უდაბნოსა და მთიან რაიონებში, თუმცა აგრეთვე გვხვდებიან ზღვის- და მდინარისპირა ქვიშებში. ქვიშის (L. arenarius) და რბილი ლეიმუსი (L. mollis), რომლებიც ჩრდილოეთ ევროპისა და შორეული აღმოსავლეთის დამახასიათებელი მცენარეები არიან, და აგრეთვე გიგანტური ანუ მტევნიანი ლეიმუსი (L. racemosus) გამოიყენება ქვიშების გასამაგრებლად. უხეში ფოთლების მიუხედავად მრავალი სახეობა ძვირფასი საკვები მცენარეა. დატოტვილი ლეიმუსი (L. ramosus) შესაძლებელია მინდვრების საშიში სარეველა გახდეს.[3]

ლეიმუსი

Leymus cinereus
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ყვავილოვანი მცენარეები
კლასი:  ერთლებნიანები
რიგი:  თივაქასრასნაირნი
ოჯახი:  მარცვლოვანნი
გვარი:  ლეიმუსი
ლათინური სახელი
Leymus Hochst., 1848
  1. ტექნიკური რეგლამენტის – ქობულეთის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის დამტკიცების თაობაზე. საქართველოს მთავრობა. gov.ge (17 მაისი, 2019). ციტირების თარიღი: 7 ოქტომბერი, 2021
  2. ტექნიკური რეგლამენტი – კოლხეთის ეროვნული პარკის და კაცობურის აღკვეთილის მენეჯმენტის გეგმა. საქართველოს მთავრობა. matsne.gov.ge. ციტირების თარიღი: 7 ოქტომბერი, 2021
  3. Цвелёв Н. Н. Колосняк // Большая российская энциклопедия. т. 14. — М., 2009. — стр. 534.