ელიმუსი
ელიმუსი[1] (ლათ. Elymus) — ბალახოვან მცენარეთა გვარი მარცვლოვანთა ოჯახისა. მრავალწლოვანი მცენარეებია, სიმაღლეში 2 მეტრამდე, ჩვეულებრივ, წარმოქმნიან ხშირ კორდებს. თავთუნები (2–9 ორსქესიანი ყვავილით) სათითაოდ სხედან ყვავილედის ღერძზე, იშვიათად 2–3-ად, და წარმოქმნიან 30 სმ-მდე სიგრძის რთულ თავთავს. ცნობილია 100-მდე სახეობა. გავრცელებული არიან ორივე ნახევარსფეროს არატროპიკულ სარტყლებში და ტროპიკების ზოგიერთ მთიან რაიონში. ბევრი ელიმუსი ძვირფასი საკვები მცენარეა, ზოგიერთი სახეობა წარმატებითაა კულტივირებული.[2]
ელიმუსი | |||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
Elymus canadensis | |||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||
| |||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||
Elymus L., 1753 | |||||||||||||
|
სქოლიო
რედაქტირება- ↑ მაყაშვილი ა., ელიმუსი // ბოტანიკური ლექსიკონი, თბ.: „საბჭოთა საქართველო“, 1961.
- ↑ Крупкина Л. И. Волоснец // Большая российская энциклопедия. т. 5. — М., 2006. — стр. 670.