ლეიმა გბოვი
ლეიმა გბოვი (დ. 1972, მონროვია) — მშვიდობისათვის ლიბერიის ქალთა მოძრაობის აქტივისტი, 2011 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი მშვიდობის განმტკიცების დარგში თანამემამულე, ლიბერიის პრეზიდენტ ელენ ჯონსონ-სირლიფთან და იემენელ ტავაკულ კარმანისთან ერთად. ჯილდო გადაეცათ „ქალების უსაფრთხოებისა და ქალების უფლებებისთვის არაძალადობრივი ბრძოლისა და სამშვიდობო საქმიანობაში აქტიური მონაწილეობის გამო“. [1]
ლეიმა გბოვი | |
---|---|
დაიბადა | 1972 მონროვია, ლიბერია |
ეროვნება | ლიბერია |
ჯილდოები | ნობელის მშვიდობის პრემია, 2011 |
საქმიანობა | ქალთა მოძრაობის აქტივისტი |
დაიბადა 1972 წელს ცენტრალურ ლიბერიაში. 17 წლის ასაკში, მას შემდეგ, რაც დაიწყო ლიბერიის პირველი სამოქალაქო ომი გადასახლდა მონროვიაში. სამოქალაქო ომის პერიოდში სწავლობდა ფსიქოლოგიასა და მუშაობდა საომარი მოქმედებებით დაზარალებულ ბავშვებთან.
2002 წელს ლეიმამ ორგანიზება გაუკეთა მშვიდობისათვის ლიბერიის ქალთა მოძრაობას.
2011 წელს დააჯილდოვეს ნობელის პრემიით მშვიდობის განმტკიცების დარგში[2]
ცხოვრების ადრეული პერიოდი
რედაქტირებალეიმა გბოვი 1972 წლის 1 თბერვალს ლიბერიაში დაიბადა. 17 წლის ასაკში, მაშინ როცა 1989 წელს ლიბერიაში პირველი სამოქალაქო ომი დაიწყო, მშობლებთან და ორ დასთან ერთად მონროვიაში ცხოვრობდა. გბოვიმ საკუთარ მემუარში „MIGHT BE OUR OWN POWERS” მოგვიანებით გაიხსენა, როგორ გაიგო „უნისეფის“ მოსამზადებელი პროგრამის შესახებ, რომელიც სოციალური მოშაკებს ამზადებდა ომით დაზარალებულების დასახმარებლად. მალევე „უნისეფის“ სამთვიან მოსამზადებელ პროგრამაში ჩაერთო. იმავე პერიოდში მოძალადე ქმრისგან წამოსვლა გადაწყვიტა, რათა საკუთარი შვილები ჯოშუა და ამბერი მამისგან დაეცვა. მშვიდობიანი გარემოსა და მინიმალური საარსებო საშუალები ძიების პროცესში, ლეიმა გბოვი საკუთარ პარტნიორ დენიელს განაში გაჰყვა (სადაც გბოვის მესამე შვილი შეეძინა). თუმცა იქ ჩასულმა მდგომარეობის გაუმჯობესება ვერ შეძლო და უფრო მეტიც, უკიდურეს გაჭირვებაში ლტოლვილმა დაიწყო ოჯახზე ზრუნვა. საკუთარი მდგომარეობის გათვალისწინებით, იგი კვლავ სამშობლოში დაბრუნდა, სადაც ჯერ კიდევ თავისი მშობლები და ოჯახის წევრები ცხოვრობდნენ . 1998 წელს გბოვიმ სოციალური მომსახურების მიმართულებით აკადემიური ხარისხის მიღება გადაწყვიტა. პარალელურად ლუთერანულ ეკლესიაში მკურნალობისა და შერიგების პროგრამის მოხალისედ დაიწყო საქმინობა. სწორედ იქ, სადაც წარსულში დედამისი ქალების ლიდერი გახლდათ და თავად გბოვიმაც ახალგაზროდობის მნიშვნელოვანი წლები გაატარა. მოხალისეობის ეს წლები გბოვის მშვიდობის მოძრაობისა და სამოქალაქო აქტივიზმის დასაწყისად ითვლება.
პროგრამა ომით დაზარალებულებზე ზრუნვასა და ფსიქოლოგიურ დახმარებას მოიაზრებდა. კერძოდ, აქტიურად იყო ჩართული არმიის წევრების რეაბილიტაციაში. მოხალისეობასთან ერთად აკადემიური ხარისხის მოპოვებასაც ცდილობდა, რომელიც საბოლოოდ 2001 წელს მიიღო. ამავე წლებში გბოვის მეოთხე შვილიც შეეძინა და მისივე თქმით, უფრო მეტად დარწმუნდა ძალადობის შესაჩერებლად ქალების განსაკუთრებულ მნიშვნელობაში. მისი აზრით, თუკი საზოგადოებაში რაიმე შეიცლვლებოდა ეს მხოლოდ დედების ძალისხმევის შედეგი იქნებოდა.
განათლება
რედაქტირებაგბოვიმ სოციალურ მომსახურებაში ხარისხის მიღების შემდეგ, ამერიკის შეერთებულ შტატებში, კერძოდ, აღმოსავლეთ მენონიტის უნივერსიტეტში კონფლიქტის გარდაქმნის მიმართულებით გადაწყვიტა სწავლის გაგრძელება. 2007 წელს სწავლა დაასრულა და მაგისტრის ხარისხი მოიპოვა. ამას გარდა, მონაწილეობა მიიღო გაეროს მიერ ორგანიზებულ სწავლებაში კონფლიქტის პრევენცირებისა და მშვიდობის დამყარების მიმართულებით. ამასთან, კამერუნის სასწავლო ცენტრში ომის შედეგად დაზარალებულთა მკურნალობის შემსწავლელი კურსი გაიარა.