ტავაკულ კარმანი
ტავაკულ კარმანი (დ. 7 თებერვალი, 1979, თაიზი, იემენი) — იემენელი უფლებათა დამცველი, ჟურნალისტი და პოლიტიკოსი. 2011 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი მშვიდობის განმტკიცებაში ელენ ჯონსონ-სირლიფთან და ლეიმა გბოვისთან ერთად. ჯილდო გადაეცათ „ქალების უსაფრთხოებისა და ქალების უფლებებისთვის არაძალადობრივი ბრძოლისა და სამშვიდობო საქმიანობაში აქტიური მონაწილეობის გამო“.[9][10]. გახდა იემენის პირველი მოქალაქე, პირველი არაბი ქალი და მეორე მუსულმანი, რომელმაც მიიღო ნობელის პრემია[11], ასევე არის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა ნობელის პრემიის ლაურეატი[12].
ტავაკულ კარმანი | |
---|---|
არაბ. توكل عبد السلام خالد كرمان | |
დაბადების თარიღი | 7 თებერვალი, 1979[1] [2] [1] (45 წლის) |
დაბადების ადგილი | თაიზი[3] |
მოქალაქეობა | იემენი[4] [5] [6] |
განათლება | Sanaa University, ალბერტის უნივერსიტეტი და University of Massachusetts Lowell |
ჯილდოები | ნობელის პრემიის ლაურეატები მშვიდობის განმტკიცებაში[7] [8] |
tawakkolkarman.net tkif.org/en/ | |
საერთაშორისო დონეზე ცნობადი სახე გახდა 2011 წელს მიმდინარე იემენის რევოლუციის დროს (არაბული გაზაფხულის ნაწილი). იემენელები მას ასევე უწოდებდნენ „რკინის ქალბატონს“ ან „რევოლუციის დედას“[13][14].
ჟურნალისტიკით დაინტერესდა 2005 წელს. 2007 წელს მან დაიცვა ახალი ამბების მობილური სერვისი, რომელსაც ლიცენზია ჩამორთმეული ჰქონდა. მოგვიანებით ორგანიზება გაუკეთა ყოველკვირეულ აქციას პრესის თავისუფლების დასაცავად[15][16]. მხარს უჭერდა ჟასმინის რევოლუციას ტუნისში, რომელსაც მოჰყვა ზინ ელ-აბიდინ ბენ ალის გადადგომა. იყო იემენის პრეზიდენტის ალი აბდალა სალეჰის პოლიტიკური ოპონენტი[17].
WikiLeaks-ის თანახმად, ტავაკულ კარმანი, რომელიც საჯაროდ გმობდა საუდის არაბეთის პოლიტიკას, ფარულად შეხვდა ამ ქვეყნის ხელისუფლებას და ითხოვდა მათ მხარდაჭერას. ასევე დაადანაშაულა იემენის მეორე პრეზიდენტი აბდ რაბუჰ მანსურ ალ-ჰადი ჰუტისა და ალ-ქაიდას მხარდაჭერაში[18].
ბიოგრაფია
რედაქტირებატავაკულ კარმანი დაიბადა 1979 წლის 7 თებერვალს იემენის შარაბ ას-სალამის რაიონში, თაიზის მუჰაფაზაში. მამამისი აბდელ სალამ ქარმანი იყო იურისტი და პოლიტიკოსი, ორჯერ ეკავა იუსტიციიის მინისტრის თანამდებობა ალი აბდალა სალეჰის მთავრობაში. ტავაკულ კარმანი გაიზარდა ქალაქ თაიზში და სწავლობდა ამავე ქალაქში.
ტავაკულ ქარმანმა განაცხადა, რომ მისი ოჯახი წარმოშობით ანატოლიიდან, ქალაქ ქარამანიდან არის, რომელიც მდებარეობს თანამედროვე თურქეთის ტერიტორიაზე. თურქეთის მთავრობამ მას შესთავაზა მოქალაქეობა და კარმანმა მიიღო კიდეც იგი 2012 წლის 11 ოქტომბერს ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის აჰმედ დავუთოღლუს ხელით[19][20][21].
განათლება მიიღო სანის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტშ, რომელიც დაასრულა ეკონომიკის ბაკალავრის ხარისხით, შემდეგ პოლიტოლოგიის მაგისტრი აგხდა სანის უნივერსიტეტში. 2012 წელს გახდა კანადა]]ში მდებარე ალბერტის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი საერთაშორისო სამართალში.
საზოგადოებისათვის ცნობილია ასევე მისი დები: პოეტი ტარიკ კარმანი[22] და საფა კარმანი — ტელეარხ ალ-ჯაზირას ჟურნალისტი[23].
ტავაკულ კარმანის მეუღლეა მოჰამედ ალ ნაჰმი[13][24], წყვილს ჰყავთ სამი შვილი[25].
საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოღვაწეობა
რედაქტირება2005 წელს ტავაკულ კარმანმა კიდევ სხვა შვიდ ჟურნალისტ ქალბატონთან ერთად შექმნა უფლებათადამცველი მოძრაობა „ჟურნალისტები ჯაჭვების გარეშე“, რომლის მიზანიც იყო დაეცვათ ადამიანის უფლებები, განსაკუთრებით აზრისა და გამოხატვის თავისუფლების დემოკრატიული უფლებები[26][27]. ამ ორგანიზაციის მეორე სახელწოდება იყო „ქალი რეპორტიორები საზღვრების გარეშე“, ეს სახელი ოფიციალურად მიანიჭეს, რათა მიეღოთ ლიცენზია მთავრობისაგან[28].
კარმანის თქმით, მან ხელისუფლების მხრიდან მუქარა მიიღო ტელეფონით და ფოსტით, ოფიციალური გაზეთისა და რადიოს შექმნის შესახებ შუამდგომლობაზე უარის თქმის გამო. მისი დის, ტარიკის სიტყვებით, 2011 წლის 26 იანვარს რომელიღაც „მაღალი თანამდებობის იემენელმა ჩინოვნიკმა“ დაურეკა ტავაკულს და მას მოკვლით დაემუქრა, თუკი საპროტესტო აქციებს გააგრძელებდა[29]. ამერიკელი ჟურნალისტი დექსტერ ფილინქსი „The New Yorker“-ისთვის დაწერილ სტატიაში ამტკიცებდა, რომ ეს მაღალჩინოსანი თავად პრეზიდენტი სალეჰი იყო[22].
ამავე დროს, ორგანიზაცია „ქალი რეპორტიორები საზღვრების გარეშე“ გამოდიოდა საინფორმაციო სამსახურის SMS-სერვისის მომხრედ, რომელსაც სრულიად აკონტროლებდა ხელისუფლება, მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი კონტროლი ეწინააღმდეგებოდა 1990 წელს მიღებულ კანონს პრესის შესახებ[22][30]. 2007 წელს ამავე ორგანიზაციამ გამოაქვეყნა ანგარიში იემენში 2005 წლიდან მოყოლებული პრესის თავისუფლების დარღვევების შესახებ[30].
2009 წლიდან ტავაკულ კარმანი აკრიტიკებდა ინფორმაციის სამინისტროს მოღვაწეობას, რომელმაც რამდენიმე ჟურნალისტის წინააღმდეგ სასამართლო პროცესის ინიციირება გამოიწვია[15].
2007 წლიდან 2010 წლამდე კარმანმა არაერთი მჯდომარე საპროტესტო აქცია გამართა სანაში, მთავრობის სახლის წინ მდებარე თავისუფლების მოედანზე[16][26][31]. 2010 წელს ტავაკულს ხანჯლით თავს დაესხა ქალი, მაგრამ ტავაკულის მომხრეებმა მოახერხეს ამ თავდასხმის მცდელობის აღკვეთა[24][32].
ტავაკულ კარმანს არაერთხელ განუცდია დევნა პროდემოკრატიული პოზიციის გამო. 2011 წელს იგი მცირე ხნით დააპატიმრეს საპროტესტო აქციების ორგანიზებისა და იემენში დესტაბილიზაციის ბრალდებით[33].
პოლიტიკური მრწამსი
რედაქტირებატავაკულ კარმანი არის ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის „ისლახის“ წევრი, მაგრამ არ არის პარლამენტის წევრი. პარტია თავიდან შეიქმნა როგორც „ისლამური პოლიტიკური პარტია“, მაგრამ მოგვიანებით გადაიზარდა ფართო მოძრაობაში, რომელიც ოპოზიციაში ედგა იემენის პრეზიდენტ სალეჰს. პარტიის ძირითადი ელექტორატს შეადგენდნენ სალაფიტები და ძმები-მუსულმანები. თავად კარმანი არცერთი დაჯგუფების წევრად არ მოიაზერებდა თავს. ტავაკულ კარმანმა განაცხადა: „მე არ წარმოვადგენ ისლახის პარტიას და არ ვარ დაკავშირებული მის პოზიციებთან. ჩემი პოზიცია განპირობებულია ჩემი შეხედულებებით და არავის ვთხოვ ნებართვას“[23].
კონფლიქტი ეგვიპტეში
რედაქტირებაეგვიპტეში მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს 2012-2013 წლებში ტავაკულმა მხარი დაუჭირა ეგვიპტის პრეზიდენტ მუჰამედ მურსის გადადგომას, მაგრამ იგი კრიტიკულად ეკიდებოდა კონფლიქტის სამხედრო მოგვარებას, მურსის ძალადობრივ გადაყენებას, კონსტიტუციის მოქმედების შეჩერებას და ძმები-მუსულმანების მოღვაწეობის აკრძალვას ეგვიპტის პოლიტიკაში. თუმცა აღნიშნავდა, რომ მურსი იყო ეგვიპტის პირველი, დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტი და რომ კონსტიტუციას მხარი დაუჭირა მოსახლეობის 60 %-მა რეფერენდუმის შედეგად. სამხედრო გადატრიალება შეარყევდა დემოკრატიისადმი რწმენას და გამოიწვევდა ექსტრემისტული ჯგუფების გაძლიერებას[34][35].
კარმანი შეეცადა ეგვიპტეში წასულიყო და მონაწილეობა მიეღო სამხედრო გადატრიალების წინააღმდეგ მიმართულ აქციაში, მაგრამ ეგვიპტის სამხედრო ხელისუფლებამ აუკრძალა მას ქვეყანაში შესვლა და სანაში მოახდინეს მისი დეპორტაცია[36]. მოგვიანებით კარმანმა დაგმო ძალის გამოყენება სამხედრო ხუნტის მიერ მურსიის მხარდასაჭერად ჩატარებული დემონსტრაციების წინააღმდეგ და „ძმები მუსულმანების“ მომხრეების დაკავება[37].
კონფლიქტი იემენში
რედაქტირებაკარმანი გამოდიოდა შიიტების აჯანყებისა და ალ-ქაიდას მოქმედებების წინააღმდეგ. ორივეს განიხილავდა იემენის სუვერენიტეტის საფრთხედ. იგი შიიტებსაც და სუნიტებსაც ადანაშაულებდა ვითარების განზრახ გართულებაში და იემენის მთავრობის დამხობაში. როდესაც გამოაცხადეს ჰუსიტების ინტეგრაცია იემენის არმიაში, კარმანმა განაცხადა, რომ არ შეიძლება მათი ინტეგრაცია, ვინც უარი თქვა იარაღის გადაცემაზე[38] .
ჟურნალისტიკა
რედაქტირებატავაკულ კარმანი თანამშრომლობდა იემენის გაზეთ „ალ-ტჰავრა“-სთან 2005 წელს, როდესაც მან დააარსა ორგანიზაცია „ჟურნალისტები ჯაჭვების გარეშე“. არის იემენის ჟურნალისტების პროფკავშირის წევრი[39].
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Encyclopædia Britannica
- ↑ ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ Deutsche Nationalbibliothek Record #1019395583 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
- ↑ http://www.bbc.co.uk/news/world-middle-east-15249067
- ↑ http://www.nytimes.com/2011/06/19/opinion/19karman.html?pagewanted=all
- ↑ http://www.nytimes.com/2011/10/12/us/12iht-letter12.html
- ↑ http://www.nobelprize.org/nobel_prizes/peace/laureates/2011/karman-docu.html
- ↑ https://www.nobelprize.org/nobel_prizes/about/amounts/
- ↑ The Nobel Peace Prize 2011 en. Nobel Media. ციტირების თარიღი: 2011-10-7.
- ↑ „Nobel Peace Prize awarded jointly to three women“. BBC Online. 2011-10-07. ციტირების თარიღი: 2011-11-16.
- ↑ „Profile: Nobel peace laureate Tawakul Karman“. BBC Online. 2011-10-07. ციტირების თარიღი: 2011-11-16.
- ↑ „Yemeni Activist Tawakkul Karman, First Female Arab Nobel Peace Laureate: A Nod for Arab Spring“. Democracynow.org. ციტირების თარიღი: 2011-12-10.
- ↑ 13.0 13.1 Al-Haj, Ahmed; Sarah El-Deeb (2011-10-07). „Nobel peace winner Tawakkul Karman dubbed 'the mother of Yemen's revolution'“. Sun Sentinel. Associated Press. ციტირების თარიღი: 2011-10-08.
- ↑ Macdonald, Alastair (2011-10-07). „Nobel honours African, Arab women for peace“. Reuters. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-11-09. ციტირების თარიღი: 2011-11-16.
- ↑ 15.0 15.1 „Renowned activist and press freedom advocate Tawakul Karman to the Yemen Times:"A day will come when all human rights violators pay for what they did to Yemen."“. Yemen Times. 2011-11-03. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-01-01. ციტირების თარიღი: 2011-11-15.
- ↑ 16.0 16.1 Al-Sakkaf, Nadia (2010-06-17). „Renowned activist and press freedom advocate Tawakul Karman to the Yemen Times: "A day will come when all human rights violators pay for what they did to Yemen"“. Women Journalists Without Chains. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-01-30. ციტირების თარიღი: 2011-01-30.
- ↑ „New protests erupt in Yemen“. Al Jazeera English. 2011-01-29. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-01-31. ციტირების თარიღი: 2011-01-30.
- ↑ Tawakul Karman turns to Saudi in 2011 | The Saudi Cables
- ↑ „Turkish fm receives winner of Nobel peace prize“. Anadolu Agency. 2012-10-11. ციტირების თარიღი: 2012-10-11.
- ↑ „Turkey hopes to grant citizenship to Karman“. Hurriyet Daily News. 2012-03-19. ციტირების თარიღი: 2012-10-11.
- ↑ „Turkish ID more important than Nobel, Karman says“. Hurriyet Daily News. 2012-10-12. ციტირების თარიღი: 2012-10-16.
- ↑ 22.0 22.1 22.2 Filkins, Dexter. (2011-08-01) Yemen’s Protests and the Hope for Reform. The New Yorker. ციტირების თარიღი: 2011-11-16.
- ↑ 23.0 23.1 www.memri.org. Nobel Peace Prize Laureate Tawakkul Karman – A Profile. Memri.org. ციტირების თარიღი: 2011-11-16.
- ↑ 24.0 24.1 Finn, T. (2011-03-25). „Tawakul Karman, Yemeni activist, and thorn in the side of Saleh“. The Guardian. ციტირების თარიღი: 2013-08-13.
- ↑ Karman, Tawakkol (2011-06-18). „Yemen’s Unfinished Revolution“. New York Times. ციტირების თარიღი: 2011-11-15.
- ↑ 26.0 26.1 Al-Sakkaf, Nadia. (2010-06-17) Renowned activist and press freedom advocate Tawakul Karman to the Yemen Times: "A day will come when all human rights violators pay for what they did to Yemen". Women Journalists Without Chains. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-01-30. ციტირების თარიღი: 2011-01-30.
- ↑ Female Journalists without Borders. Yobserver.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-02-10. ციტირების თარიღი: 2011-11-16.
- ↑ Jane. (2011-10-07) Yemeni Activist wins Nobel Prize. The Jawa Report. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-10-12. ციტირების თარიღი: 2011-11-16.
- ↑ http://www.fidh.org/IMG/pdf/obs_2011_uk-mmo.pdf
- ↑ 30.0 30.1 „Blacklist names worst violators of press freedom“. Yobserver.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-02-10. ციტირების თარიღი: 2011-11-16.
- ↑ „Three women share Nobel Peace Prize – Europe“. Al Jazeera English. 2011-10-04. ციტირების თარიღი: 2011-10-08.
- ↑ Blomfield, Adrian (2011-10-07). „Nobel peace prize: profile of Tawakul Karman“. London: Telegraph. ციტირების თარიღი: 2011-11-16.
- ↑ Yemeni, Liberian women win 2011 Nobel Peace Prize en. Al Nisr Publishing LLC. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-08-31. ციტირების თარიღი: 2011-10-07.
- ↑ Karman, T. (2013-08-08). „Egypt's coup has crushed all the freedoms won in the revolution“. The Guardian. ციტირების თარიღი: 2013-08-13.
- ↑ Karman, T. (2013-08-09). „Morsy Is the Arab World's Mandela“. Foreign Policy. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-08-13. ციტირების თარიღი: 2013-08-13.
- ↑ Ashraf, F. (2013-08-04). „Tawakkol Karman banned from entering Egypt“. Daily News Egypt. ციტირების თარიღი: 2013-08-13.
- ↑ Yemen Post Staff (2013-08-20). „Tawakkol Karman denounces arrest of Mohammed Badie in Egypt“. Yemen Post. ციტირების თარიღი: 2013-08-21.
- ↑ Al-Karimi, Khalid (2014-11-25). „Defense Minister calls for Houthi integration into security forces“. Yemen Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-03-19. ციტირების თარიღი: 2015-01-19.
- ↑ IFJ Global – IFJ Welcomes Nobel Peace Prize Award to Yemeni Journalist. IFJ.org (2011-10-07). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-11-04. ციტირების თარიღი: 2011-11-16.