ლეილა შოთაძე (დ. 19 დეკემბერი, 1930 — გ. 2014) — ქართველი მსახიობი. საქართველოს სსრ სახალხო არტისტი (1980).

ლეილა შოთაძე
დაბადების თარიღი 19 დეკემბერი, 1930
გარდაცვალების თარიღი 2014
საქმიანობა მსახიობი
ჯილდოები საქართველოს სსრ სახალხო არტისტი

ბიოგრაფია

რედაქტირება

1952 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. ამავე წელს ჩაირიცხა კ. მარჯანიშვილის სახელობის თეატრის დასში. 1967 წლიდან რუსთავის დრამატული თეატრის მსახიობია. ასრულებდა სახასიათო როლებს, რომელთა შორის აღსანიშნავია: რეგანა („მეფე ლირი“), ვასილისა (მ. გორკის „ფსკერზე“), ია (ო. იოსელიანის „ექვსი შინაბერა და ერთი მამაკაცი“), ნექტარინა ( შ. დადიანის „გვირგვლიანების ოჯახი“), არკადინა (ჩეხოვის „თოლია“) და სხვა. გადაღებულია ფილმებში: „კაცია-ადამიანი?!“ (დარეჯანი), „გლადიატორი“ (ლიანა), „გამინაწილე სითბო“ (ქეთევანი) და სხვა.

ფილმოგრაფია

რედაქტირება

ჯილდოები და აღიარება

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება