ლეილა და მეჯნუნი (ფიზული)

ლეილა და მეჯნუნი (აზერ. Leyli və Məcnun, لیلی و مجنون) — ფუზულის XVI საუკუნის ლირიკულ-ეპიკური პოემა. ნაწარმოებში აღწერილი ახალგაზრდა კაცის ქაის თიკუნით "მაჯნუნი" (გახელებული) და მშვენიერი ლეილას სიყვარული. ის დაიწერა აზერბაიჯანულ ენაზე 1536 წელს.[1][2][3] [4][5][6] ეს ნაწარმოები მიიჩნევა ფუზულის შემოქმედების მწვერვალად.[1] შედგევა 3096 ბეიტისგან (არაბ. بيت ლექსის ხაზების არაბული სათვალავი) და ეძღვნება ბაღდადის ოსმალო მმართველ უვეის-ფაშას.[6] ამ პოემის საფუძველზე 1907 წელს უზეირ ჰაჯიბეკოვმა შექმნა პირველი აზერბაიჯანული ოპერა ლეილა და მეჯნუნი.[7]

„ლეილა და მეჯნუნი“
(აზერ. لیلی و مجنون)

1856 წლის მანუსკრიპტი თავრიზიდან
ავტორი ფუზული
ქვეყანა ირანი
ენა აზერბაიჯანული
თემა სიყვარული
ჟანრი ეპიკური პოეზია
გამოცემის თარიღი 1536

პოემის ანალიზი

რედაქტირება

ფუზულიმ თავისი პოემა შექმნა აზერბაიჯანული ზეპირსიტყვიერების ნიმუშის მიხედვით,[1] სადაც მან თავისი წინამორბედების ტრადიცია გააგრძელა და განავრცო. ეს განსაკუთრებით ეხება ნიზამი განჯევის პოეზიას,[1] რომელიც პირველი იყო ვინც 1188 წელს ანტიკუ არაბული ლეგენდის მიხედვით დაწერა ლექსი ლეილა და მეჯნუნი.[8] თუმცა, ნიზამისგან განსხვავებით, ფუზულიმ ლექსები მოაქცია პოემის ფორმაში (22 ღაზალი, 2 მორაბი, 2 მონაჯატი), რაც ჰარმონიულად ჯდება თხრობაში და ამავდროულად რჩება დამოუკიდებელი.

პოემის გმირები არიან: პოეტი მეჯნუნი (ქაიზი), რომელიც ეძებს საკუთარი ცხოვრების აზრდ და ბედნიერებას რომანტიკულ სიყვარულში, თუმცა ფეოდალური და რელიგიური ტრადიციები მის სურვილებს ასრულებაში უშლიან ხელს. მის გარემოცვის თვალში ქაიზი არის მეჯნუნი (ჭკუიდან შეშლილი). მშვენიერი ლეილას მიმართ მისი სიყვარული იწვევს იმ სოციალური წრის მიერ დაგმობას, რომელსაც ის ეკუთვნის. ეს ხდება ტრაგიკული კონფლიქტის მიზეზი. მიუხედავად იმსა, რომ პოემის ბოლოს მისტიკური მოტივები მძაფრდება, ფუზული ახერხებს გადმოსცეს ნამდვილ ადამიანურ სიყვარული.[1]

რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი ინახავს ლეილა და მეჯნუნის 12 ხელნაწერს.[9]

შინაარსი

რედაქტირება

ფიზული ნაწარმოებს ღმერთის მიმართ ლოცვით იწყებს. ის ლეილას უწოდებს მშვენიერების ნამდვილ განსახიერებას, ხოლო მენჯუნს იგნორირების უდაბნოში მოხეტიალეს. რუბაიში (ოთხი ხაზისგან შემდგარი კვადრატული ფორმის ლექსი) ღმერთს ის სიყვარულის წყაროს უწოდებს. ასევე აღწერი სამყარო (Dünya), რასაც ღმერთი ფარდას (niqab) უწოდებს, რომელიც ფარავს 7 ვარდს და 10 ყვავილოვან ბაღს (gülüstan). შესავალში ფიზული ასევე ახსენებს: აბუ ნუვასის, ალიშერ ნავოის და ნიზამი განჯევს. ის ამბობს არაფერია ცხოვრების გაჭირვება, თუმცა ის მაინც აღიარებს, რომ ღვინოს და ხელმწიფეთა შუამდგომლობას შეუძლია ხელი შეუწყოს პოეტის არსებობას.

ხანგრძლივი შესავლის შემდეგ ყვება ლეილას და მენჯუნის სიყვარულის ისტორიას. ისტორიას ნეჯდის შეიხის ოჯახში ბიჭის სახელად ქაიზის დაბადებით იწყებს. სკოლაში ბიჭს მშვენიერი ლეილი შეუყვარდება. დროთა განმავლობაში მისი სიყვარული მძაფრდება, რომელიც მის გონებას ბინდავს. გოგონას დედას ეშინია, რომ ამ სიყვარულმა შეიძლება დიდი შეურაცყოფა და დამცირება მოუტანოს მათ. ლეილა იძულებულია სკოლა მიატოვოს და განმარტოვდეს. სკოლის დასრულების შემდეგ მენჯუნი სატრფოს ნახვის იმედი უდაბნოსი მიდის.

მენჯუნის შეწუხებუი მამა პოულობ შვილს უდაბნოში და არწმუნებს, რომ სახლში დაბრუნდეს. ის ცდილობს შვილი გამოიხსნას სიყვარული ტყვეობიდან. რახან ვერაფერს გააწყობს მიდის ლეილას მამასთან ხელის სათხოვნელად, თუმცა ის უარყოფს შვილი გიჟს მიათხოვოს. მამა უიმედოდ ცდილობს შვილის განკურნებას. საბოლოოდ ის მიიღებს რჩევას შეასრულოს ჰაჯი და განკურნება შავი ქვისგან გამოითხოვოს, თუმცა ამანაც არ მოუტანა განკურნება. მაჯნუნი მთებში პოულობს რაღაც ნუგეშს. ნოვფალი მომთაბარე თურქების რაზმის მეთაური პოულობს მენჯუნს უდაბნოში და თავის რაზმში აყავს და პირდება რომ ლეილას დააბრუნებინებს. ისინი ნოვფალის მეთაურობით და თურქების რაზმით თავს ესხმის ლეილას ტომს. ნოვფალი იმარჯვებს, თუმცა მანჯუნი იტანჯება ლეილას ნათესავების დაღუპვით და გამარჯვება არ ახარებს. დამარცხების მიუხედავად ლეილას მამა არ თანხმდება ქორწინებაზე და ითხოვს უკვე შერჩეულ საქმროსთან იბნ სალამთან ქორწინებას. მაჯნუნი იწყებს უდაბნოში ასკეტურ ცხოვრებას და მის გარშემო არსებული სამყაროს სისუსტის შესწავლას. მისი ლოცვებით იბნ სალამი გარდაიცვლება და ლეილა ქვრივდება. ლეილა აქლემით მიდის მენჯუნის საპოვნელად, თუმცა მას აღარ სურს მასთან ურთიერთობის აღდგენა რადგან მან "სრულყოფილი მდგომარეობა"-ს (vücudi-kamil) მიაღწია. ლეილა სასოწარკვეთილებისგან ავადდება და გარდაიცვლება. ლეილას გარდაცვალებას რომ სეიტყობს მეჯნუნი მიდის მის საფლავზე და ისიც კვდება. ფიზული ამბობს, რომ მისი მეგობარი ზეიდი წყვილს სიზმარში სამოთხეში ერთად ხედავს.

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 Great Soviet Encyclopedia. მოსკოვი: Сове́тская энциклопе́дия.  დაარქივებული 2021-06-16 საიტზე Wayback Machine.
  2. Peter Rollberg. (1987). The modern encyclopedia of Russian and Soviet literature (including Non-Russian and Emigre literatures). Academic International Press, გვ. 77. 

    Fuzuli was the author of some fifteen works, the most important of which are, in Turkic: A Divan, Hashish and Wine (Beng u Bade), Leila and Mejnun (Leila ve Mecnun), The Garden of the Blessed (Hadikat al-suada), and The Book of Complaints (Sikayetname); in Arabic: A Divan; and in Persian: A Divan.

  3. Charles van der Leeuw. (2000). Azerbaijan: A Quest for Identity. Palgrave Macmillan, გვ. 85. ISBN 9780312219031. 

    Nevertheless, Fizuli has left us one of the finest divans in Azeri literature (he wrote with equal ease in Azeri, Arabic and Persian), as well as the oldest preserved piece of prose in Azeri, The Book of Plants, a contemplative poem The Rise of Religion and an epic (the first to be written in Azeri) that told the tale of Leyla and Majnun.

  4. Лейли и Меджнун. მოსკოვი: მოკლე ლიტერატურული ენციკლოპედია. 
  5. Colin P. Mitchell. (July 15, 2009). ṬAHMĀSP I. Encyclopædia Iranica. 

    In the poetic arts, we have Moḥammad b. Solaymān Foẓuli, the greatest lyric poet in Azeri Turkish, who composed a version of Leyli o Majnun in that language...

  6. 6.0 6.1 Fożūlī Mohammad en. ენციკლოპედია ირანიკა. დაარქივებულია ორიგინალიდან — February 8, 2021. ციტირების თარიღი: June 16, 2021.
  7. Celebration of anniversaries with which UNESCO will be associated in 2008-2009 en. unesco.kz (2008). დაარქივებულია ორიგინალიდან — April 28, 2021. ციტირების თარიღი: June 18, 2021.
  8. (1970) The Islamic Review & Arab Affairs, გვ. 32. „Nizāmī's next poem was an even more popular lovestory of the Islamic world, Layla and Majnun, of Arabic origin.“ 
  9. Дмитриева Л. В. (1982). Исторические и поэтические тюркоязычные рукописи и их творцы (по материалам собрания Института востоковедения Академии наук СССР). Советская тюркология, გვ. 73.