„ლეილა და მეჯნუნი“ (აზერ. Leyli və Məcnun, لیلی و مجنون) — პირველი აზერბაიჯანული ეროვნული ოპერა, რომელიც 1907 წელს[1] დაწერა უზეირ ჰაჯიბეკოვმა. ოპერა დაწერილია XVI საუკუნის მგოსანის ფიზულის ტრაღედიის „ლეილა და მეჯნუნის“ მოტივებზე. იგი პირველი აზერბაიჯანული ოპერაა და აგრეთვე პირველი მთელ ისლამურ სამყაროში.[2][3][4]

ლეილა და მეჯნუნი
უზეირ ჰაჯიბეკოვი ოპერა

„ლეილა და მეჯნუნი“ -ს პირველი აფიშა, ბაქო, 1908 წელი
თარგმანი უზეირ ჰაჯიბეკოვი
ჯეიჰუნ ჰაჯიბეკოვი
სხვა სახელწოდება აზერბაიჯანული ენა
ლიბრეტისტი ფუზული ტრაღედია “ლეილა და მეჯნუნი“ .
პრემიერა 12 (25) იანვარი, 1908
ჰაჯი ზეინალაბდინ ტაგიევის თეატრი, ბაქო

ოპერამ „ლეილა და მეჯნუნი“ საფუძველი ჩაუყარა თანამედროვე მუსიკალური საშუალებების სინთეზის განვითარებას და ეროვნულ-თვითყოფადობის ხასიათების გამოვლინებას. იგი აწყობილია უმდიდრეს ფოლკლორულ მასალებზე (ძირითადად მუღამებზე და ლირიკულ სიმღერებზე), ეს ნაწარმოები გახდა პირველი მცდელობა საუკუნეების მანძილზე ხალხის მიერ დაგროვებული მუსიკალური ტრადიციების გაერთიანება და შერწყმა. ესე შეიქმნა მუღამური ოპერის ახალი ჟანრი, რომელიც მოიცავდა სანოტო ჩანაწერებს და ვოკალურ იმპროვიზაციებს. ოპერის პირველი დადგმა განხორციელდა 1908 წლის 12 (25) იანვარს ბაქოში. ოპერის დადგმა განხორციელდა ჰაჯი ზეინალაბდინ ტაგიევის თეატრში. ეს ნაწარმოები ითვლება აზერბაიჯანული კულტურის[5] მარგალიტად და დაფუძნებულია სიყვარულის კლასიკურ ისტორიაზე, ნაწარმოებზე, რომელიც ერთობ პოპულარულია ახლო აღმოსავლეთში, ცენტრალურ და სამხრეთ აზიაში.

2008 წლის თებერვალში იუნესკოს გენერალური კონფერენციის 38-ე სესიაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ პირველი აზერბაიჯანული ოპერის „ლეილა და მეჯნუნის“ 100 წლის იუბილე შეეყვანათ იუნესკოს სამახსოვრო თარიღთა სიაში.[6][7]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Опера «Лейли и Меджнун». Электронная энциклопедия Узеира Гаджибекова.
  2. Mattew O'Brien. Uzeir Hajibeyov and his role in the developement of musical life in Azerbaijan. Edited by Neil Edmunds. Routledge. 2004. ISBN-0-415-30219-6, 9780415302197
  3. Charles van der Leeuw. Azerbaijan: A Quest for Identity. Palgrave Macmillan. 2000.ISBN-9780312219031 (ინგლისური)
  4. 100th anniversary of the first opera in the East: «Leyli and Majnun» (1908). Celebration of anniversaries with which UNESCO is associated in 2008-2009. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-10-24. ციტირების თარიღი: 2018-06-08.
  5. Meline Toumani. For the Love of Layla The New York Times. February 27, 2009
  6. Всемирное наследие Содружества Независимых Государств. World Heritage of the Commonwealth of Independent States (неопр.). — Москва: Новая Элита, 2013. — С. 480.
  7. 100th anniversary of the first opera in the East: «Leyli and Majnun» (1908). Celebration of anniversaries with which UNESCO is associated in 2008-2009. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-10-24. ციტირების თარიღი: 2017-11-22.