ლეილა ბადირბეილი
ლეილა ბადირბეილი (აზერ. Leyla Ağalar qızı Bədirbəyli; 8 იანვარი, 1920 — 23 ნოემბერი, 1999) — თეატრისა და კინოს აზერბაიჯანელი მსახიობი.[1] აზერბაიჯანის სსრ სახალხო არტისტი (1959). სტალინის პრემიის ლაურეატი (1946). საბჭოთა კომუნისტური პარტიის წევრი 1945 წლიდან.
ლეილა ბადირბეილი | |
---|---|
მშობლიური სახელი | აზერ. Leyla Ağalar qızı Bədirbəyli |
დაბადების თარიღი |
8 იანვარი, 1920 ბაქო, აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკა |
გარდაცვალების თარიღი |
23 ნოემბერი 1999 ბაქო, აზერბაიჯანი |
დაკრძალულია | საპატიო დაკრძალვის ხეივანი ბაქოში |
მოქალაქეობა | აზერბაიჯანი |
საქმიანობა | თეატრისა და კინოს მსახიობი, მოცეკვავე |
აქტიური | 1936 — 1998 |
დამსაქმებელი | აზერბაიჯანის ეროვნული სახელმწიფო აკადემიური დრამატული თეატრი |
ბიოგრაფია
რედაქტირებალეილა ბადირბეილი 1920 წლის 8 იანვარს ბაქოში აღალარ ბადირბეკოვის, შამქორის ბეგების შთამომავლისა და ბიკია ხანუმის, შამქორის ხანის მუსა ხანის ქალიშვილის ოჯახში დაიბადა.[2] ლეილამ ბავშვობა იჩერი-შეჰერში მდებარე სახლში გაატარა.
1936 წელს ბადირბეილი აზერბაიჯანის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის სოლისტი გახდა, სადაც 1942 წლამდე მოღვაწეობდა. 1942 წელს აზერბაიჯანის სახელმწიფო ეროვნული აკადემიური დრამატული თეატრის ხელმძღვანელობის მიწვევით, ლეილა ბადირბეილი ამ თეატრის სცენის მსახიობი გახდა[3]. 1945 წელს პირადად უზეირ ჰაჯიბეკოვის მოწვევით ბადირბეილიმ გიულჩოხრას როლი შეასრულა კომედიაში „არშინ მალ ალან“. შემდგომში მან ითამაშა როლები ისეთ ფილმებში, როგორებიცაა: „ფატალი ხანი“, „შეხვედრა“, „ჩრდილები ცოცავენ“, „მისი დიდი გული“, „ქოროღლი“, „დაუდგრომელი მტკვარი“, „სევილი“, „ბიჭები ჩვენი ქუჩიდან“, „ერთ მშვენიერ დღეს“, „დერვიში აფეთქებს პარიზს“ და ა. შ.
1951 წელს ლეილა ბადირბეილიმ დაამთავრა აზერბაიჯანის თეატრალული ინსტიტუტი[4]. მსახიობი გარდაიცვალა 1999 წლის 23 ნოემბერს. დაკრძალულია საპატიო დაკრძალვის ხეივანი ბაქოში.
პირადი ცხოვრება
რედაქტირება1936 წელს, 16 წლის ასაკში, ცოლად გაჰყვა ჯავანშიროვების გვარის წარმომადგენელს, ყარაბაღის ხანის იბრაჰიმხალილ ხანის ფარაჯ ჯავანშიროვის შთამომავალს. ერთი წლის შემდეგ წყვილს შეეძინა ვაჟი ჯავანშირი, მაგრამ რამდენიმე წლის შემდეგ ისინი ერთმანეთს გაშორდნენ.
1942 წელს ლეილა მეორედ გათხოვდა ქამილ ასლანოვზე. მათ ორი გოგონა შეეძინათ: ლალე (1947) და ბიკია (1964). რამდენიმე წლის შემდეგ მისი მეუღლე ერთ-ერთ უცხო ქვეყანაში ტრაგიკულად დაიღუპა ავტოკატასტროფაში. იგივე ბედი ეწია მათ უფროს ქალიშვილ ლალესაც.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ (1971) Театр и время. Элм, გვ. 164.
- ↑ Гюльнара ДЖАВАДОВА. „ЛЕЙЛА БАДИРБЕЙЛИ — НАСТОЯЩАЯ ВОСТОЧНАЯ КРАСАВИЦА…“ (რუსული). Газета Бакинский рабочий.
- ↑ Visions of Azerbaijan Magazine ::: Screen Beauty – Leyla Badirbeyli. Visions of Azerbaijan Magazine. ციტირების თარიღი: 2019-03-08.
- ↑ Бадирбейли (Джаванширова) Лейла Агалар-кызы - актриса — OurBaku. www.ourbaku.com. ციტირების თარიღი: 2019-03-08.