ლევ ზენკევიჩი

რუსი ოკეანოლოგი და ბიოლოგი

ლევ ალექსანდრეს ძე ზენკევიჩი (რუს. Зенкевич, Лев Александрович; დ. 4 ივნისი [ძვ. სტ. 16 ივნისი] 1889, ცარიოვი, ვოლგოგრადის ოლქი — გ. 20 ივნისი, 1970, მოსკოვი) — რუსი ოკეანოლოგი და ბიოლოგი. სსრკ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1968).

ლევ ზენკევიჩი
დაბ. თარიღი 4 (16) ივნისი, 1889 ან 1889[1]
დაბ. ადგილი ცარევი
გარდ. თარიღი 20 ივნისი, 1970(1970-06-20)[2]
გარდ. ადგილი მოსკოვი[2]
დასაფლავებულია ნოვოდევიჩიეს სასაფლაო
მოქალაქეობა  რუსეთის იმპერია
 რუსეთის რესპუბლიკა
 საბჭოთა რუსეთი
 სსრკ
საქმიანობა hydrobiologist, marine biologist[3] , ოკენოგრაფი[4] , ბიოლოგი[4] და ზოოლოგი[4]
მუშაობის ადგილი შირშოვის სახელობის ოკეანოლოგიის ინსტიტუტი[5] , ბელარუსის სახელმწიფო უნივერსიტეტი[6] და მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი[7] [5]
ალმა-მატერი მოსკოვის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი
სამეცნიერო ხარისხი ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი
ჯილდოები სტალინური პრემია, ლენინის ორდენი, შრომის წითელი დროშის ორდენი, მედალი „1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში გმირული შრომისათვის“, მოსკოვის 800 წლისთავის მედალი, ლენინური პრემია, ლიტკეს სახელობის პრემია, მიხეილ ლომონოსოვის პრემია და doctor honoris causa from the University of Aix-Marseille[8]

ბიოგრაფია

რედაქტირება

1925 წლიდან მოსკოვის უნივერსიტეტის პრივატ-დოცენტი, 1930 წლიდან პროფესორი და უხერხემლოთა ზოოლოგიის კათედრის გამგე. ერთდროულად 1947 წლიდან მუშაობდა სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ოკეანოლოგიის უნივერსიტეტში. ხელმძღვანელობდა ექსპედიციებს გემებზე „პერსეი“, „ვიტიაზი“, „აკადემიკოსი კურჩატოვი“.

1947 წლიდან ჰიდრობიოლოგთა საკავშირო საზოგადოების პრეზიდენტი. ზენკევიჩის ძირითადი შრომები ეხება უხერხემლო ცხოველთა მორფოლოგიასა და შედარებით ანატომიას, ოკეანოლოგიასა და ზოოგეოგრაფიას. შექმნა ოკეანის ბიოლოგიური სტრუქტურისა და ზღვის ფაუნის ევოლუციური თეორია. იკვლევდა სსრკ ზღვების ბიოგეოგრაფიულ საკითხებს და უხერხემლო ცხოველთა აკლიმატიზაციის პრობლემას თევზების საკვები ბაზის გადიდების მიზნით.

სერბეთის მეცნიერებისა და ხელოვნების აკადემიის, საერთაშორისო ბიოლოგიური ასოციაციის (ინდოეთი) ნამდვილი წევრი, დანიის საბუნებისმეტყველო საზოგადოების წევრი, დიდი ბრიტანეთის ზღვის ბიოლოგიური ასოციაციის საპატიო წევრი. სახელმწიფო პრემია (1951), ლენინური პრემია (1965).

დაჯილდოებულია 2 ლენინის ორდენით, შრომის წითელი დროშის ორდენითა და მედლებით.

თხზულებები

რედაქტირება
  • География животных, М., 1946 (თანაავტ.);
  • Фауна и биологическая продуктивность моря, t.1—2, М., 1947—51;
  • Моря СССР. Их фауна и флора, 2 изд., М., 1956;
  • Биология морей СССР, М., 1963.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Лев Александрович Зенкевич, М., 1961 (Материалы к биобиблиографии ученых СССР. Серия географических наук, в. 3).
  1. Identifiants et RéférentielsABES, 2011.
  2. 2.0 2.1 Зенкевич Лев Александрович // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  3. Catalog of the German National Library
  4. 4.0 4.1 4.2 Czech National Authority Database
  5. 5.0 5.1 Гельтман Д. В. История неполучения заслуженной учёной степени: Документы о попытке присуждения Н.В. Тимофееву-Ресовскому учёной степени доктора биологических наук без защиты диссертации в 1957 г., The Story of Non-awarding of the Deserved Degree: Documents on the Attempt to Award a Doctor of Science Degree in Biology without Defense of a Thesis to N.V. Timofeyeff-Resovskii in 1957 // Историко-биологические исследования — 2018. — Т. 10, вып. 3. — С. 89–108. — ISSN 2076-8176; 2500-1221doi:10.24411/2076-8176-2018-11968
  6. Макаревич Т. А., Жукова Т. В., Ковалевская Р. З. и др. Нарочанская биологическая станция в истории гидробиологии и судьбах гидробиологов, Naroch biological Station in the History of Hydrobiology and in the fates of Hydrobiologists // Историко-биологические исследования — 2022. — Т. 14, вып. 1. — С. 87–109. — ISSN 2076-8176; 2500-1221doi:10.24412/2076-8176-2022-1-87-109
  7. Птушенко В. В., Ляпунова Е. А. История отечественной науки в переписке семьи Ляпуновых (1955–1962 гг.), The history of Russian science through the correspondence of the Lyapunov family (1955–1962) // Историко-биологические исследования — 2021. — Т. 13, вып. 4. — С. 150–168. — ISSN 2076-8176; 2500-1221doi:10.24412/2076-8176-2021-4-150-168
  8. MORT DE L'OCÉANOGRAPHE SOVIÉTIQUE LEV ZENKEVITCH / J. FenoglioParis: Société éditrice du Monde, 1970. — P. 32. — ISSN 0395-2037; 1284-1250; 2262-4694