ლევონ ისეცკი
ლევონ ისეცკი (დ. 20 სექტემბერი, 1890, თბილისი — გ. 10 მაისი, 1946) — საოპერო მომღერალი (ბანი, ბარიტონი), საქართველოს სსრ სახალხო არტისტი.
ლევონ ისეცკი | |
---|---|
ბიოგრაფია | |
ნამდვილი სახელი | ლევონ ტერ-იოანესიანი |
დაბ. თარიღი | 20 სექტემბერი, 1890 |
დაბ. ადგილი | თბილისი |
გარდ. თარიღი | 10 მაისი, 1946 (55 წლის) |
გარდ. ადგილი | თბილისი |
ჟანრ(ებ)ი | ოპერა |
საქმიანობა | მომღერალი |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაამთავრა თბილისის მუსიკალური სასწავლებელი 1915 წელს. 1928 წლიდან იყო თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი (შუალედებით); 1922 წლიდან აქტიურად მონაწილეობდა ალექსანდროპოლის (ლენინაკანი) სომხური საოპერო დასის (1923) და ერევნის საოპერო თეატრის (1933) დაარსებაში (ა. შ. მელიქ-ფაშაევთან, შ. მ. ტალიანთან, ა. ბ. დანიელიანთან ერთად); ქართული რეპერტუარი: აბიო, ცანგალა, ენგიჩარი (ზ. ფალიაშვილი „აბესალომ და ეთერი“, „დაისი“, „ლატავრა“), გიორგი მეფე (მ. ბალანჩივაძე „დარეჯან-ცბიერი“, 1926 წელს პირველი დადგმა), მაკარი (ვ. დოლიძე „ქეთო და კოტე“, 1919 წელს პირველი დადგმა), ხევსური (ვ. დოლიძე „ლელა“, 1922 წელს პირველი დადგმა); სხვა რეპერტუარი: სპარაფუჩილე (ვერდი „რიგოლეტო“), კარდინალი (ჰალევი „რაქილი“), მარსელი სენ-ბრი (მეიერბერი „ჰუგენოტები“), მეფისტოფელი (გუნო „ფაუსტი“), დონ ბაზილიო (როსინი „სევილიელი დალაქი“), ივან სუსანინი (გლინკა „ივან სუსანინი“), ბორის გოდუნოვი (მუსორგსკი „ბორის გოდუნოვი“), გრემინი (ჩაიკოვსკი „ევგენი ონეგინი“), კონჩაკი (ბოროდინი „თავადი იგორი“), მეწისქვილე (დარგომიჟსკი „ალი“), სალიერი, მეფე დოდონი (რიმსკი-კორსაკოვი „მოცარტი და სალიერი“, „ოქროს მამალი“), ტარასი (ლისენკო „ტარას ბულბა“), რუბენ, ნადირ-შაჰი (სპენდიაროვი „ალმას“).
ჯილდოები და აღიარება
რედაქტირება- 1933 — სომხეთის დამსახურებული არტისტი
- 1943 — საქართველოს სახალხო არტისტი
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი, თბ., 2015. გვ. 228