ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ლევკო  ლუკიანენკო (უკრ. Левко́ Григо́рович Лук'я́ненко; დ.24 აგვისტო, 1928, სოფელი ხრიპოვკა, გოროდნიანსკის რაიონი — გ. 7 ივლისი, 2018, კიევი) — საბჭოთა დისიდენტი და უფლებადამცველი, უკრაინელი პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწე, უკრაინის გმირი (2005). ტარას შევჩენკოს სახელობის უკრაინის ეროვნული პრემიის ლაურეატი (2016). [1]

ლევკო ლუკიანენკო
მშობლიური სახელი უკრ. Левко́ Григо́рович Лук'я́ненко
დაბადების თარიღი 24 აგვისტო 1928
სოფ. ხრტიპოვკა, ჩერნიგოვის რაიონი, უკრაინის სსრ, სსრკ
გარდაცვალების თარიღი 7 ივლისი 2018 (89 წლის)
ხოტოვი, კიევის ოლქი
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
უკრაინის დროშა უკრაინა
განათლება მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი
საქმიანობა დიპლომატი, უფლებადამცველი
პოლიტიკოსი, მწერალი
პარტია

საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტია (1953—1961)
უკრაინის სახალხო რუხის პარტია (1990 — 1992)
უკრაინის რესპუბლიკური პარტია (1990—2002)

უკრაინის რესპუბლიკური პარტია "სობორი" (2002—2005)
ჯილდოები
უკრაინის გმირი
უკრაინის გმირი

ბიოგრაფია

რედაქტირება

ადრეული წლები

რედაქტირება

დაიბადა 1928 წლის 24 აგვისტოს სოფ. ხრიპოვკა, გოროდნიანსკის რაიონი, უკრაინის ჩერნიგოვის ოლქში, მშობლები: მამა — გრიგორი მაქსიმეს ძე (1905-1983), დედა — ნატალია ალექსანდრეს ასული (1905-1993). მეუღლე: ნადეჟდა ივანეს ასული ბუჰაიევსკა (დაიბადა 1943 წელს).

თავის ავტობიოგრაფიულ წიგნში "აღიარება სიკვდილმისჯილის საკანში“ ლევკო ლუკიანენკო აღნიშნავს, რომ იგი დაიბადა არა 1927 წელს, როგორც ყველა ოფიციალური დოკუმენტშია აღნიშნული,  არამედ 1928 წელს. დაბნეულობა მოხდა იმის გამო, რომ როდესაც ლევკა ლუკიანენკო ჯარში წაიყვანეს, ის ჯერ კიდევ. არ იყო 18 წლის, მაგრამ ამის დამტკიცება საბუთების უქონლობის გამო ვერ შეძლო. მოგვიანებით მან გადაწყვიტა დაბადების ნამდვილი თარიღი აღარ დაემტკიცებინა, რათა 1927 წელს დაბადებულებთან ერთად დემობილიზებულიყო.

განათლება, სამხედრო სამსახური და ადრეული კარიერა

რედაქტირება

1944-1953 წლებში მსახურობდა საბჭოთა არმიაში, 1953 წელს შეუერთდა საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის რიგებს და ჩაირიცხა ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე.

უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, 1958 წლიდან მუშაობდა სრულ განაკვეთზე კომპარტიის პროპაგანდისტად რადეხოვსკის რაიონულ კომიტეტში, 1959 წლიდან გახლდათ  ლვოვის რაიონის გლინიანსკის ოლქის ადვოკატურის თანამშრომელი.

დისიდენტი

რედაქტირება

ადვოკატად მუშაობის პერიოდში შექმნა უკრაინის მუშათა და გლეხთა კავშირი («Українська Робітничо-Селянська Спілка»), რომელიც მხარს უჭერდა უკრაინის კონსტიტუციურად გამოყოფას სსრკ-სგან, საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ.

1961 წლის 21 იანვარს სხვა თანამოაზრეებთან ერთად დააპატიმრეს, მიუსაჯეს სიკვდილით დასჯა,  უკრაინის სსრ უზენაესმა სასამართლომ განაჩენი შეცვალა 15 წლით თავისუფლების აღკვეთით.

1976 წელს ლევკო ლუკიანენკო გაათავისუფლეს. იგი გახდა უკრაინის ჰელსინკის ჯგუფის ერთ-ერთი დამფუძნებელი. მომდევნო წელს ისევ დააპატიმრეს და 10 წლით თავისუფლების აღკვეთა და 5 წლით გადასახლება მიუსაჯეს. 1988 წელს ლევკო ლუკიანენკო გაათავისუფლეს. ამგვარად, მან ციხეში გაატარა სიცოცხლის 26 წელი.

პოლიტიკური აქტივობა

რედაქტირება

1990 წლის 30 მარტს ლევკო ლუკიანენკო ხმების 54,00%-ით (8 პრეტენდენტს შორის) აირჩიეს უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატად ჟელეზნოდოროჟნის (No196) ოლქიდან.

1990 წლის 29 აპრილს ლევკო ლუკიანენკომ თავის თანამოაზრეებთან ერთად შექმნა უკრაინის რესპუბლიკური პარტია (ურპ). პარტიის  ხელმძღვანელად თავად ლევკო ლუკიანენკო აირჩიეს.

1991 წლის 1 დეკემბერს მონაწილეობდა საპრეზიდენტო არჩევნებში. მას ხმა მისცა 1 432 556 ადამიანმა (4,49%).

1992-1993 წლებში ლევკო ლუკიანენკო იყო უკრაინის ელჩი კანადაში. ამის გამო მან არ წამოაყენა თავისი კანდიდატურა ურპ– ის ხელმძღვანელის პოსტზე (1992 წელს გაიმართა ურპ– ის კიდევ ერთი ყრილობა). თუმცა, ის დარჩა პარტიის გავლენიან წევრად და აირჩიეს ურპ-ის საპატიო ხელმძღვანელად. მას კონფლიქტი მოუვიდა  საელჩოს თანამშრომლებთან, რის გამოც ორმა მათგანმა კანადაში პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვა, თავად ლუკიანენკო კი გაიწვიეს.[2]

1994 წლის 27 მარტს ლევკო ლუკიანენკო ხმების 62,06%-ით (5 პრეტენდენტით) აირჩიეს უმაღლესი რადას დეპუტატად ნოვოვოლინსკის (No68) ოლქიდან.

1998 წლის 29 მარტის საპარლამენტო არჩევნებში ლევკო ლუკიანენკომ მონაწილეობა მიიღო პარტიათა ბლოკის ეროვნული ფრონტის საარჩევნო სიის პირველ ნომრად. ბლოკმა ვერ გადალახა ოთხპროცენტიანი ბარიერი და ლევკო ლუკიანენკო ვერ მოხვდა პარლამენტში.

2000 წლის 4 ნოემბერს ურპ-ის საპატიო ხელმძღვანელი ლევკო ლუკიანენკო აირჩიეს ამ პარტიის სრულუფლებიან ხელმძღვანელად.

შემდგომში ურპ შევიდა იულია ტიმოშენკოს ბლოკში (იტბ). 2002 წლის 31 მარტს საპარლამენტო არჩევნებში ლევკო ლუკიანენკო საარჩევნო სიაში მე-5 ნომრად იყო წარდგენილი. ამრიგად, იგი მესამედ შევიდა პარლამენტში. მას შემდეგ, რაც ურპ გაერთიანდა პარტია "სობორთან" 2002 წლის მაისში, ლევკო ლუკიანენკო გახდა  უკრაინის რესპუბლიკური პარტია "სობორის" ხელმძღვანელის მოადგილე.[3][4].[5]

2006 წლის 26 მარტის საპარლამენტო არჩევნების შედეგების მიხედვით, ლევკო ლუკიანენკო მეოთხედ გახდა უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატი.

 
2016 წ. — უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო ლევკო ლუკიანენკოს გადასცემს ტარას შევჩენკოს სახელობის უკრაინის ეროვნული პრემიას.

2006 წლის 28 მაისს, ლევკო ლუკიანენკოს ინიციატივით, კიევში გაიმართა "ურპ-ის აღორძინების დამფუძნებელი კონგრესი". შეიქმნა ლევკო ლუკიანენკოს უკრაინის რესპუბლიკური პარტია (დარეგისტრირდა 2006 წლის 22 დეკემბერს), რომლის საპატიო ხელმძღვანელი თავად ლევკო გახდა.[6]

2006 წლის 27 ივლისს და 3 აგვისტოს ლევკო ლუკიანენკომ მონაწილეობა მიიღო მრგვალი მაგიდის დისკუსიაში ეროვნულ ერთიანობასთან დაკავშირებით.

2007 წლის 16 ივნისს მან თავისი ნებით დატოვა უმაღლესი რადა.

გარდაცვალება

რედაქტირება

ლევკო ლუკიანენკო გარდაიცვალა  კიევის საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში 2018 წლის 7 ივლისს. დაკრძალულია ბაიკოვის სასაფლაოზე.[7][8][9]

პირადი ცხოვრება

რედაქტირება

ლუკიანენკო დაქორწინებული გახლდათ ნადია ბუჰაევსკაზე (დაიბადა 1943 წელს). წყვილს შვილი არ ჰყავდა.

ჯილდოები

რედაქტირება
  • 2005 წლის 19 აპრილი ლევკო ლუკიანენკოს მიენიჭა უკრაინის გმირის წოდება— განსაკუთრებული პირადი წვლილისთვის  უკრაინის დამოუკიდებელი სახელმწიფოს ჩამოყალიბებასა და განვითარებაში.[10][11]
  • დაჯილდოებულია თავისუფლების ორდენით (2016 წ.)
  • 2016 წელს გახდა უკრაინის ტარას შევჩენკოს ეროვნული პრემიის ლაურეატი 13 ტომიანი ნამუშევრისთვის "გზა აღორძინებისკენ".
  • დაჯილდოებულია თავად იაროსლავ ბრძენის V ხარისხის ორდენით (2007).
  • უკრაინის პრეზიდენტის საპატიო სამკერდე ნიშანი (1992).
  • ჩერნიგოვის რაიონის საპატიო მოქალაქე (2015)

2018 წელს უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ლევკო ლუკიანენკოს სახელობის სტიპენდია დააწესა. იგი ენიჭება უკრაინის მოქალაქეებს, რომლებიც  რუსეთის ხელისუფლებამ დააკავა საზოგადოებრივ ან პოლიტიკურ საქმიანობასთან დაკავშირებით. ყოველთვიური სტიპენდია დაახლოებით 200 დოლარია.[12]

წყაროები და ლიტერატურა

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • В. М. Матвієнко. Лук’яненко Левко Григорович // Українська дипломатична енциклопедія: У 2-х т. /Редкол.:Л. В. Губерський (голова) та ін. — К: Знання України, 2004 — Т.1 — 760с. ISBN 966-316-039-X (უკრ.)
  • О. Рафальський. Лук’яненко Левко Григорович // Політична енциклопедія. Редкол.: Ю. Левенець (голова), Ю. Шаповал (заст. голови) та ін. — К.: Парламентське видавництво, 2011. — с.411 ISBN 978-966-611-818-2 (უკრ.)
  1. Один день із життя Левка Лук'яненка. Українська правда. Дата обращения: 9 июля 2018. (უკრ.)
  2. Дипломатический конфликт между Киевом и Оттавой. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-08-26. ციტირების თარიღი: 2022-03-27.
  3. "People's Deputy of Ukraine of the I convocation". Official portal (in Ukrainian). Verkhovna Rada of Ukraine. Retrieved 22 December 201
  4. "People's Deputy of Ukraine of the II convocation". Official portal (in Ukrainian). Verkhovna Rada of Ukraine. Retrieved 22 December 2014.
  5. Українська республіканська партія „Собор“, Database DATA (უკრ.)
  6. Lukyanenko was elected leader of Ukrainian Republican Party, Kyiv Post (25 November 2010)
  7. dissident and Ukrainian politician Levko Lukyanenko dies at 89, Kyiv Post (8 July 2018)
  8. Умер Левко Лукьяненко // Украинская правда, 7 июля 2018 (რუს.)
  9. On Baykovyi cemetery, farewell to dissident Levko Lukianenko (video), UNIAN (9 July 2018) (უკრ.)
  10. Presidential decree awarding title Hero of Ukraine, Official Verkhovna Rada website (უკრ.)
  11. Указ президента Украины от 2 марта 2016 года № 77/2016 «О присуждении Национальной премии Украины имени Тараса Шевченко» (უკრ.)
  12. Задержанным в России украинцам будут ежемесячно платить по 200 долларов / ura.news, 9.12.2018 (რუს.)