სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ფიფია.

ლევან ფიფია (დ. 11 აგვისტო, 1990, ჯალი) — ქართველი სამხედრო. უკრაინაში ქართული ლეგიონის მეთაურის მოადგილე.[1]

ლევან ფიფია
ეროვნება ქართველი
დაბადების თარიღი 11 აგვისტო, 1990 (1990-08-11) (34 წლის)
დაბადების ადგილი ჯალი, ოჩამჩირის რაიონი, აფხაზეთი, საქართველო
კუთვნილება  საქართველოს სახმელეთო ჯარები
 უკრაინის სახმელეთო ჯარები
სამხედრო სამსახურის წლები საქართველოს დროშა საქართველო (2008)
უკრაინის დროშა უკრაინა (2017 - დღემდე)
ბრძოლები/ომები რუსეთ-საქართველოს ომი
რუსეთ-უკრაინის ომი
ჯილდოები

უკრაინის სახალხო გმირი

ბიოგრაფია

რედაქტირება

ლევან ფიფია დაიბადა 1990 წლის 11 აგვისტოს საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოჩამჩირის რაიონის სოფელ ჯალში. 1993 წელს, რუსეთის მიერ აფხაზეთის ოკუპაციის შემდეგ, მშობლებთან ერთად საცხოვრებლად გადავიდა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ჯვარში, 2002 წლიდან კი ქალაქ თბილისში.[1]

დაამთავრა საწყისი საბრძოლო მომზადების, დაზვერვის, სნაიპერთა, საინჟინრო, კავშირგაბმულობის, საპარაშუტო და სამეთაურო სკოლები, არის იარაღის სპეციალისტი. 10 წელი იმსახურა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში. იყო ცალკეული სადაზვერვო ქვედანაყოფის სნაიპერთა მეთაური, დაზვერვის ინსტრუქტორი, რეზერვისტთა მომზადების ცენტრის სერჟანტთა კორპუსის ხელმძღვანელი. მონაწილეობდა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში, სამხედრო-სადაზვერვო ოპერაციებში სომალისა და ავღანეთში, არაერთ სპეცოპერაციაში საქართველოს მასშტაბით.[1]

2017 წელს ჩავიდა უკრაინაში და შეუერთდა იქ მებრძოლ ქართულ ლეგიონს სნაიპერად. 2018 წელს მიიღო ქართული ლეგიონის მთავარი სერჟანტის წოდება. ამავე წელს გახდა ქართული ლეგიონის მეთაურის მოადგილე. 2017–2023 წლებში უკრაინაში ქართული ლეგიონის შემადგენლობაში მონაწილეობდა ავდიივკაში, ლისიჩანსკში, ბახმუტში, ორიხოვოში, ჰულიაიპოლეში, ჰოსტომელში, ბუჩაში, ირპინსა და ბორისპილის მიმართულებით ჩატარებულ ოპერაციებში. მონაწილეობდა 38 შტურმში, მიღებული აქვს 2 საბრძოლო ჭრილობა.[2]

უკრაინის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მიღებული აქვს ქვეყნის ყველაზე საპატიო არასახელმწიფო ჯილდო — უკრაინის სახალხო გმირის წოდება.[3][4]

  1. 1.0 1.1 1.2 Hauer, Neil (16 February 2022). „The Georgian fighters stiffening Ukraine’s defences against possible Russian attack“. National Post. დამოწმებას აქვს ცარიელი უცნობი პარამეტრ(ებ)ი: |1= (დახმარება)
  2. Чміль, Оксана (24 May 2022). „Це наша спільна війна“. Suspilne Media.
  3. „Грузинский боец Леван Пипия был удостоен звания Народного Зашитника Украины“. Sova News. 5 April 2023. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 აპრილი 2023. ციტირების თარიღი: 11 აპრილი 2023.
  4. „ქართული ლეგიონის" მეთაურის მოადგილეს, ლევან ფიფიას უკრაინის გმირის წოდება მიენიჭა“. Intermedia. 6 April 2023.