ლევან კლიმიაშვილი

ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის სამხედრო ორგანიზაციის და საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტი

ლევან (ლელო) ირაკლის ძე კლიმიაშვილი (დ. 1897, სოფ. რუისი, ახლანდ. ქარელის მუნიციპალიტეტი, — გ. 20 მაისი, 1923, თბილისი) — ქართველი ოფიცერი, საქართველოს ეროვნული გმირი.[1]

ლევან კლიმიაშვილი
ეროვნება ქართველი
დაბადების თარიღი 1897
დაბადების ადგილი რუისი, თბილისის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 20 მაისი, 1923
გარდაცვალების ადგილი ტფილისი
კუთვნილება საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროშა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
წოდება პორუჩიკი
ჯილდოები საქართველოს ეროვნული გმირის ორდენი

წარმოშობით აზნაურული ოჯახიდან. საქართველოს რესპუბლიკის (1918-1921) ჯარის პორუჩიკი. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ მსახურობდა საქართველოს წითელ არმიაში. ამავდროულად, მოღვაწეობდა ანტისაბჭოთა იატაკქვეშა წინააღმდეგობის მოძრაობაში. იყო ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის სამხედრო ორგანიზაციის და საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის მიერ შექმნილი „სამხედრო ცენტრის“ წევრი. ჩეკას დოკუმენტებით, შეთქმულებთან მიჰქონდა ცნობები და ქაქუცა ჩოლოყაშვილის რაზმისთვის იბირებდა ოფიცრებს. 1923 წელს ჩეკამ დააპატიმრა და თბილისში, დღევანდელი ვაკის პარკის ტერიტორიაზე სამხედრო ცენტრის სხვა 14 წევრთან ერთად დახვრიტა.[2] კლიმიაშვილის უმცროსი ძმა და თანამოაზრე ივანე (ვანო; დ. 1905 — გ. 1966) 1930-1939 წლებში გადასახლებული იყო ციმბირში.[3]

  1. საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება N04/07/02 2023 წლის 4 ივლისი საქართველოს ეროვნული გმირის ორდენით დაჯილდოების შესახებ [1]
  2. 1923 წელს დახვრეტილი ქართველი სამხედროები. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI). 18 იანვარი 2016.
  3. სოფიო კლიმიაშვილის კოლექცია. საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია — „საზოგადოებრივი არქივი“. 2020.