ლევან ბერიკაშვილი

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ბერიკაშვილი (მრავალმნიშვნელოვანი).

ლევან ბერიკაშვილი (დ. 19 ნოემბერი, 1965) — ქართველი მსახიობი.

ლევან ბერიკაშვილი
დაბადების სახელი ლევან ბერიკაშვილი
დაბადების თარიღი 19 ნოემბერი, 1965 (1965-11-19) (58 წლის)
საქმიანობა მსახიობი

დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. რუსთაველის თეატრის მსახიობია 1988 წლიდან. აღსანიშნავი როლებია: ბეკინა ( „სამანიშვილის დედინაცვალი“ ), ლაერტი ( „ჰამლეტი“ ), ასტოლფო („ცხოვრება სიზმარია“), კონფუცი („საშობაო სიზმარი“), ვანგი („სეჩუანელი კეთილი ადამიანი“), ბენკო ( „მაკბეტი“ ), სიმონ ჩაჩავა ( „კავკასიური ცარცის წრე“ ), ლიმონა („საბრალდებო დასკვნა“), გელა („მერე რა რომ სველია სველი იასამანი“), იჩო, მურთაზ („ლამარა“), ტარტალია („ქალი გველი“), კლავდიუსი („ჰამლეტი“), ორსინო („როგორც გენებოთ ანუ შობის მეთორმეტე ღამე“), ვლადიმირი („გოდოს მოლოდინში“).

ფილმოგრაფია რედაქტირება

ნათამაშები როლები რედაქტირება

რუსთაველის თეატრი რედაქტირება

  • მონაწილეა სპექტაკლებისა: „იაკობის სახარება“, „სტიქსი“

ჯილდოები რედაქტირება

  • 1996: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დამსახურებული არტისტი;
  • 1996: „მაკბეტი“, გრან-პრი „ოქროს ნიღაბი“, რუსთავის თეატრალური ფესტივალი;
  • 1998: „მერე რა რომ სველია, სველი იასამანი“, გრან-პრი, სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი „ბალტიისკი დომ“;
  • 2003: „ჰამლეტი“, გრან-პრი ,,ოქროს ნიღაბი”, რუსთავის თეატრალური ფესტივალი.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება