ლედი გაჩეჩილაძე
ლედი გაჩეჩილაძე (დ. 6 იანვარი, 1933, თბილისი) — ქართველი მეცნიერი, ექიმი–პათოლოგანატომი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.
ლედი გაჩეჩილაძე | |
---|---|
დაბ. თარიღი | 6 იანვარი, 1933 (91 წლის) |
დაბ. ადგილი | თბილისი |
მოქალაქეობა |
სსრკ საქართველო |
საქმიანობა | მეცნიერი და ექიმი |
ალმა-მატერი | თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი |
1957 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სანჰიგიენური ფაკულტეტი.
1958–1960 წლებში მუშაობდა ტუბერკულოზის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტიში. 1960–1968 წლებში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ალექსანდრე ნათიშვილის სახელობის ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინსტიტუტში. 1968–1996 წლებში მუშაობდა სამედიცინო უნივერსიტეტის, რეანიმატოლოგიისა და ანესთეზიოლოგიის კათედრასთან არსებულ საპრობლემო ლაბორატორიაში. 1996 წლიდან აკადემიკოს ალექსანდრე ნათიშვილის სახელობის ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინსტიტუტში. ავტორია 91 სამეცნიერო ნაშრომის.
საკანდიდატო დისერტაციის თემა — „სარძევე ჯირკვლებისა და საკვერცხეების სტრუქტურულ და ზოგიერთ ჰისტოქიმიურ თავისებურებათა შესწავლისათვის კიბოს მაღალი „ა“ ხაზის დაუწყვილებელ სინესტროლის ზემოქმედების პერიოდში“, დაიცვა 1965 წელს.