ლებარდე (მთა)
მთა საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეებში
ლებარდე — მთა საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის მარტვილისა და რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის ლენტეხის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვარზე. მდებარეობს ეგრისის ქედის აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარეების ურაშულის (ხელედულის მარჯვენა შენაკადი) და ტეხურის სათავეებში, კურორტ ლებარდეს ჩრდილოეთით. სიმაღლე ზღვის დონიდან 2733 მ. აგებულია ქვედაიურული თიხაფიქლებით. კალთები დაფარულია ალპური მდელოებით.
ლებარდე | |
---|---|
კოორდინატები: 42°46′01″ ჩ. გ. 42°29′09″ ა. გ. / 42.76694° ჩ. გ. 42.48583° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | მარტვილის მუნიციპალიტეტი ლენტეხის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 2733 მ |
ქედი | ეგრისის ქედი |
ამგებელი ქანები | თიხაფიქალი |
ლიტერატურა
რედაქტირება- მარუაშვილი ლ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 152.