ლგბტ უფლებები საუდის არაბეთში

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ლგბტ უფლებები საუდის არაბეთში — ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი ( ლგბტ ) ადამიანი საუდის არაბეთში დგება ისეთი იურიდიულ გამოწვევების წინაშე, რომლებსაც არ განიცდიან ჰეტეროსექსუალი მაცხოვრებლები. ერთნაირსქესიანთა შორის, ქალისა თუ მამაკაცის, სექსუალური აქტი უკანონოა. ლგბტ უფლებებს არ ცნობს საუდის არაბეთის მთავრობა. საუდის სოციალურ ზონებსა და კანონებზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ ულტრა-კონსერვატიული მუსლიმები. ჰომოსექსუალიზმი და ტრანსგენდერიზმი განიხილება, როგორც ამორალური და უხამსი ქმედება. ხოლო ჰომოსექსუალობა ან ქროს-დრესინგი ისჯება კანონით, ჯარიმებით, უვადო პატიმრობით და სიკვდილით. [1]

საუდის არაბეთი

ერთნაირსქესიანთა შორის სექსუალური აქტების კანონიერება

რედაქტირება

სისხლის სამართლის კანონები

რედაქტირება

საუდის არაბეთს სისხლის სამართლის კოდექსი არ გააჩნია. საუდის არაბეთში კანონის ძირითადი წყარო არის ისლამური შარიათი. ეს მომდინარეობს ყურანიდან და მუჰამედის ტრადიციებიდან, რომლებიც შეიცავს სუნას. [2]

სოდომია მტკიცდება ან დამნაშავის მიერ ოთხჯერ აღიარებით, ან ოთხი სანდო მუსლიმი კაცის ჩვენებით, რომლებიც აქტის თვითმხილველები იყვნენ. თუ ოთხზე ნაკლები მოწმეა, ან თუ ერთი მაინც არ არის მართალი, მაშინ ისინი ყველანი უნდა დაისაჯონ 80 წკეპლით ცილისწამებისთვის. [3]

1980-იან წლებში საუდის მეფე ხალიდმა გამოსცა მრავალი სამეფო ბრძანება, რომელიც მიზნად ისახავდა რელიგიური ფუნდამენტალისტების მხარდაჭერას 1979 წელს რელიგიური ექსტრემისტების აჯანყების შემდეგ, რომელიც ცნობილი იყო დიდი მეჩეთის დაპყრობის სახელით .

ერთნაირსქესიანთა ურთიერთობების აღიარება

რედაქტირება

ეს ქვეყანა არ ცნობს ერთნაირსქესიანთა ქორწინებას, ოჯახურ პარტნიორობას ან სამოქალაქო კავშირებს. [4]

გენდერული იდენტობა

რედაქტირება

საუდის არაბეთის მთავრობა კრძალავს ქროს-დრესინგსა და ტრანსგენდერობას ისლამური იურისპრუდენციის შესაბამისად და ამიტომ იგი დასჯადია. [5] ქროს-დრესინგისთვის სისხლისსამართლებრივი სანქციები იგივეა, რაც ჰომოსექსუალიზმის შემთხვევაში: ჯარიმები, თავისუფლების აღკვეთა, სიკვდილით დასჯა და უცხოელთათვის - დეპორტაცია.

საუდის არაბეთის მთავრობა არ უშვებს სქესის შეცვლის ოპერაციებს და არ აძლევს ხალხს უფლებას, მიიღონ ახალი იურიდიული დოკუმენტები, რომლების მიხედვითაც მათი სქესი შეიცვლება. ჰომოსექსუალობის მსგავსად, ოჯახის წევრები შეიძლება თავს ვალდებულად თვლიდნენ მოკლან ტრანსგენდერი და-ძმა ან ნათესავი, რათა ოჯახის „სახე გადაარჩინონ“ ან პატივისცემა აღადგინონ საზოგადოებაში. 2017 წელს საუდის პოლიციამ ორი ტრანსგენდერი პაკისტანელი, სავარაუდოდ, „ტომრებში ჩასვა, ჯოხებით გაუსწორდა და წამებით მოკლა“. [6] საუდის არაბეთის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებაში ნათქვამია, რომ ინფორმაცია „იყო სრულად არასწორი და არავინ უწამებიათ“. [7] [8]

ტრანსსექსუალი ან ტრანსგენდერი პირადობის მოწმობის მქონე პირებს ეკრძალებათ პილიგრიმობა მექაში. [9]

აივ / შიდსი

რედაქტირება

სამეფოში არ არსებობს პროგრამა, რომელიც შეაჩერებს აივ-შიდსის გავრცელებას ლგბტ ადამიანებში. კანონის თანახმად, საუდის ყველა მოქალაქეს, ვინც ინფიცირებულია აივ ან შიდსით, უფასო სამედიცინო დახმარება, პირადი ცხოვრების დაცვა და დასაქმების შესაძლებლობები აქვთ. მთავრობამ მოამზადა საგანმანათლებლო მასალა დაავადების გავრცელების შესახებ და 1980-იანი წლებიდან, აბდულა ალ-ჰოკაილს, საუდელ ექიმს, რომელიც პანდემიაშია სპეციალიზირებული, ნება დართეს ეთერში გასულიყო საზოგადოებრივი ტელევიზიით და ესაუბრა დაავადების და მისი გავრცელების შესახებ. [10] მიუხედავად ამისა, არცოდნა, შიში და ცრურწმენა ხშირად მიმართულია ამ დაავადებით დაავადებული ადამიანების მიმართ. მთავრობამ დანიშნა რამდენიმე საავადმყოფო შიდსით და აივ ინფიცირებული ადამიანების სამკურნალოდ. სხვა საავადმყოფოები ხშირად უარს ამბობენ ასეთი ადამიანების ზრუნვაზე ან თანაგრძნობით და ჰუმანურად არ მკურნალობენ. [11] ძლიერი ტაბუებისა და სტიგმის გამო, ასევე მთავრობის შიშით, საავადმყოფოები და სკოლები ხშირად ერიდებიან ინფორმაციის გავრცელებას დაავადების შესახებ. [12] პრეზერვატივი ლეგალურია, მაგრამ ბოლო დრომდე ის იშვიათად იყო ხელმისაწვდომი, გარდა გარკვეული საავადმყოფოებისა თუ სამედიცინო მაღაზიებისა.

შემაჯამებელი ცხრილი

რედაქტირება
ერთნაირსქესიანთა სექსუალური აქტივობა ლეგალურია
 
  (სამუდამო პატიმრობა და სიკვდილით დასჯა)
სექსუალური ცხოვრების დაწყების ასაკი
 
ანტიდისკრიმინაციული კანონები მხოლოდ დასაქმების დროს
 
ანტიდისკრიმინაციული კანონები საქონლისა და მომსახურების მიწოდებაში
 
ანტიდისკრიმინაციული კანონები ყველა სხვა სფეროში (მათ შორის, არაპირდაპირი დისკრიმინაცია, სიძულვილის ენა)
 
ერთნაირსქესიანთა ქორწინება
 
ერთნაირსქესიანი წყვილების აღიარება
 
შვილად აყვანა ერთნაირსქესიანი წყვილების მიერ
 
ერთნაირსქესიანი წყვილების მიერ ერთობლივად შვილის აყვანა
 
ლგბტ ადამიანებს სამხედრო სამსახურში ღიად მსახურობის უფლება აქვთ
 
სქესის შეცვლის იურიდიული უფლება
 
ლესბოსელების IVF-ზე წვდომა
 
კომერციული სუროგაცია გეი მამაკაცი წყვილებისთვის
 
მსმ-ებს სისხლის დონაციის უფლება აქვთ
 
  1. Bearak, Max; Cameron, Darla. Analysis - Here are the 10 countries where homosexuality may be punished by death (16 June 2016). ციტირების თარიღი: 17 December 2017.
  2. Campbell, Christian Legal Aspects of Doing Business in the Middle East. 
  3. Keyan Keihani, A Brief History of Male Homosexuality in the Qur'an, Saudi Arabia, Iran, and Arab-Islamic Culture. iranian.com. ციტირების თარიღი: 10 July 2010.
  4. Middle East. ციტირების თარიღი: 2020-11-19
  5. GenderNews Posting of Sept 28. ციტირების თარიღი: 10 July 2010
  6. Two transgender Pakistanis 'tortured to death' by police in Saudi Arabia. Independent.co.uk. ციტირების თარიღი: 17 December 2017
  7. Saudi Arabia denies Pakistani reports transgender women killed by poli. ციტირების თარიღი: 17 December 2017
  8. "الداخلية" السعودية تنفي ضرب باكستانيتين من المتحولين جنسيا حتى الموت - الخليج الجديد. Thenewkhalij.org. დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 დეკემბერი 2017. ციტირების თარიღი: 17 December 2017
  9. Pakistani LGBT community's fight for rights. ციტირების თარიღი: 27 May 2019.
  10. AIDS Patients to Receive Free Treatment in Govt Hospitals. Arabnews.com (3 December 2006). დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 May 2012. ციტირების თარიღი: 10 July 2010.
  11. POZ – POZ Magazine – POZ.com – Newsfeed : Reporting HIV-Related Discrimination in Saudi Arabia. POZ.com (2 January 2008). ციტირების თარიღი: 10 July 2010.
  12. Aids, What Aids?. Arabnews.com (7 August 2005). ციტირების თარიღი: 10 July 2010.