ერთი სქესის მქონე ადამიანების ქორწინება
ერთი სქესის მქონე ადამიანების ქორწინება (აგრეთვე ცნობილი როგორც გეი ქორწინება) — ქორწინება ორ ადამიანს შორის, რომლებსაც ერთი და იგივე ბიოლოგიური სქესი ან გენდერული იდენტობა აქვთ.
ერთი სქესის წყვილთა ქორწინების ლეგალური აღიარება | |||||||
---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||
| |||||||
| |||||||
† ძალაში არ შესულა 1 არა ფარერის კუნძულებზე და გრენლანდიაში | |||||||
ლგბტ პორტალი | |||||||
2001 წელს ნიდერლანდები პირველი ქვეყანა გახდა, სადაც ერთსქესიან წყვილებს დაქორწინების იურიდიული შესაძლებლობა შეექმნათ. მას შემდეგ ასეთი ქორწინებები თოთხმეტმა სხვა ქვეყანამ დააკანონა. ერთსქესიან წყვილთა ქორწინება ასევე ნებადართულია მეხიკოში და აშშ-ის ყველა შტატში.[1][2]
ერთი სქესის წყვილებს სამოქალაქო კავშირის, მაგრამ არა ქორწინების უფლება აქვთ 20-ზე მეტ ქვეყანაში. ამასთან, ისრაელი ცნობს სხვა იურისდიქიცების მიერ ლეგალიზებულ ერთი სქესის ქორწინებებს, თუმცა თვითონ ის ასეთ ქორწინებებს არ ახორციელებს. ამჟამად, ამ სახის ქორწინებების ლეგალიზებაზე პოლიტიკური და იურიდიული დებატები მიმდინარეობს ოცამდე სხვა ქვეყანაში და აშშ-ის რამდენიმე შტატში.
ერთი სქესის წყვილთა ქორწინების რიტუალებს ზოგიერთი რელიგიური ჯგუფიც ასრულებს, მათ შორისაა კვაკერები.
ერთი სქესის წყვილთა ქორწინების ოპონენტების მტკიცებით, სექსუალური ორიენტაციის მიუხედავად, ქორწინება ადამიანის უფლებაა. მათი მოწინააღმდეგეები საკუთარ არგუმენტებს ამგვარი ქორწინებების სოციალურ შედეგებზე ამყარებენ (მათ შორის ბავშვების აღზრდა, ტრადიციები და რელიგიური მოსაზრებები).
მიმოხილვარედაქტირება
ერთი სქესის მქონე ადამიანების ქორწინება მთელი ქვეყნის მსაშტაბით ლეგალურია ბელგიაში (2003), ესპანეთში (2005), კანადაში (2005), სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში (2006), ნორვეგიაში (2009), შვედეთში (2009), პორტუგალიაში (2010), ისლანდიაში (2010), არგენტინაში (2010), ბრაზილიაში (2013), საფრანგეთში (2013), ურუგვაიში (2013), ლუქსემბურგში (2015), ირლანდიაში (2015), კოლუმბია (2016), ფინეთში (2017). ის აგრეთვე ნაწილობრივ ლეგალურია დანიაში,[შენიშვნა 1] მექსიკაში,[შენიშვნა 2] ნიდერლანდებში,[შენიშვნა 3] ახალ ზელანდიაში,[შენიშვნა 4] გაერთიანებულ სამეფოსა[შენიშვნა 5] და აშშ-ში.[შენიშვნა 6]
ქვეყნები ერთსქესიანი ქორწინების დაკანონების თარიღის მიხედვითრედაქტირება
2001 | ნიდერლანდები (1 აპრილი) |
---|---|
2003 | ბელგია (1 ივნისი), ონტარიო (10 ივნისი), ბრიტანეთის კოლუმბია (8 ივლისი) |
2004 | კვებეკი (19 მარტი), მასაჩუსეტსი (17 მაისი), იუკონი (14 ივლისი), მანიტობა (16 სექტემბერი), ახალი შოტლანდია (24 სექტემბერი), სასკაჩევანი (5 ნოემბერი), ნიუფაუნდლენდი (21 დეკემბერი) |
2005 | ნიუ-ბრანსუიკი (23 ივნისი), ესპანეთი (3 ივლისი), კანადა [მთელი ქვეყნის მასშტაბით] (20 ივლისი) |
2006 | სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა (30 ნოემბერი) |
2008 | კალიფორნია (16 ივნისი; გაუქმდა 5 ნოემბერს), კონექტიკუტი (12 ნოემბერი) |
2009 | ნორვეგია (1 იანვარი), აიოვა (27 აპრილი), შვედეთი (1 მაისი), კოკილის ინდიელთა ტომი (ორეგონი) (მაისი), ვერმონტი (1 სექტემბერი) |
2010 | ნიუ-ჰემფშირი (1 იანვარი), კოლუმბიის ფედერალური ოლქი (3 მარტი), მექსიკის ფედერალური ოლქი (4 მარტი), პორტუგალია (5 ივნისი), ისლანდია (27 ივნისი), არგენტინა (22 ივლისი) |
2011 | ნიუ-იორკი (24 ივლისი), სუკვომიშის ტომი (ვაშინგტონი) (1 აგვისტო) |
2012 | ალაგოასი (6 იანვარი), კინტანა-როო (მაისი), დანია (15 ივნისი), სერჟიპი (15 ივლისი), ესპირიტუ-სანტუ (15 აგვისტო), კარიბის ნიდერლანდები (10 ოქტომბერი), ბაია (26 ნოემბერი), ბრაზილიის ფედერალური ოლქი (1 დეკემბერი), ვაშინგტონი (6 დეკემბერი), პიაუი (15 დეკემბერი), მენი (29 დეკემბერი) |
2013 | მერილენდი (1 იანვარი), სან-პაულუ (16 თებერვალი), სეარა და ოტავის ტომი (მიჩიგანი) (15 მარტი), პარანა (26 მარტი), პოტავატომის ინდიელები (მიჩიგანი) (მარტი), მატუ-გროსუ-დუ-სული (2 აპრილი), რონდონია (26 აპრილი), სანტა-კატარინა და პარაიბა (29 აპრილი), ბრაზილია [მთელი ქვეყნის მასშტაბით] (16 მაისი), საფრანგეთი (18 მაისი), სანტა-ისაბელის ტომი (კალიფორნია) (24 ივნისი), კალიფორნია (28 ივნისი), დელავერი (1 ივლისი), მინესოტა და როდ-აილენდი (1 აგვისტო), ურუგვაი (5 აგვისტო), ახალი ზელანდია (19 აგვისტო), კოლვილის რეზერვაციის კონფედერაციული ტომები (ვაშინგტონი) (5 სექტემბერი), ნიუ-ჯერსი (21 ოქტომბერი), ჰავაი (2 დეკემბერი), ავსტრალიის დედაქალაქის ტერიტორია (7 დეკემბერი, უკანონოდ გამოცხადდა 12 დეკემბერი), ნიუ-მექსიკო [მთელ შტატში] (19 დეკემბერი), იუტა (20 დეკემბერი, გაუქმდა 6 იანვარი, 2014) |
2014 | კუკის ოლქი, ილინოისი (21 თებერვალი), ინგლისი და უელსი (13 მარტი), მიჩიგანი (21 მარტი, გაუქმდა 22 მარტი), არკანზასი (9 მაისი, გაუქმდა 16 მაისი), ორეგონი (19 მაისი), პენსილვანია (20 მაისი), ილინოისი [მთელ შტატში] (1 ივნისი), უისკონსინი (6 ივნისი, გაუქმდა 13 ივნისი), ინდიანა (25 ივნისი, გაუქმდა 27 ივნისი), კოაუილა (17 სექტემბერი), ოკლაჰომა (6 ოქტომბერი), ვირჯინია (6 ოქტომბერი), კოლორადო (7 ოქტომბერი), დასავლეთი ვირჯინია (9 ოქტომბერი), ნევადა (9 ოქტომბერი), ჩრდილოეთი კაროლინა (10 ოქტომბერი), ალასკა (12 ოქტომბერი), აიდაჰო (15 ოქტომბერი), არიზონა (17 ოქტომბერი), უაიომინგი (21 ოქტომბერი), სენტ-ლუისი, მისური (5 ნოემბერი), სენტ-ლუისის ოლქი, მისური (6 ნოემბერი), ჯექსონის ოლქი, მისური (7 ნოემბერი), დაგლასის ოლქი, კანზასი (12 ნოემბერი), სეჯუიკის ოლქი, კანზასი (12 ნოემბერი), ვინდ-რივერის ინდიელთა რეზერვაცია (14 ნოემბერი), სამხრეთი კაროლინა (20 ნოემბერი), კევენაუ-ბეის ინდიელთა საზოგადოება (13 დეკემბერი), შოტლანდია (16 დეკემბერი). |
2015 | ლუქსემბურგი (1 იანვარი), მაიამი-დეიდის ოლქი ფლორიდა (5 იანვარი), ფლორიდა [მთელ შტატში] (6 იანვარი), ალაბამა (9 თებერვალი, გაუქმდა 4 მარტი), ალასკის ტლინგიტისა და ჰაიდას ტომების ცენტრალური საბჭო (24 თებერვალი), პიტკერნის კუნძულები (15 მაისი), სილეტცის ინდიელების ტომთა კონფედერაცია (15 მაისი), გუამი (9 ივნისი), უისკონსინის ონეიდის ხალხი (10 ივნისი), ჩიუაუა (12 ივნისი), ამერიკის შეერთებული შტატები [მთელი ქვეყნის მასშტაბით] (26 ივნისი), გერერო (10 ივლისი), ირლანდია (16 ნოემბერი), ორეგონის დიდი რონდის საზოგადოების ტომთა კონფედერაცია (18 ნოემბერი), ნაიარიტი (23 დეკემბერი) |
2016 | ოგლალა სიუქსის ტომი (25 იანვარი), მოჰიკანი ინდიელების სტოკბრიჯ მანსის საზოგადოება (2 თებერვალი), გრენლანდია (1 აპრილი), კოლუმბია (28 აპრილი), ვაშინგტონის ტუალიპის ტომი (6 მაისი), სონორა (11 მაისი, გაუქმდა 18 მაისი), ხალისკო [მთელ შტატში] (12 მაისი), კამპეჩე (20 მაისი), კოლიმა (12 ივნისი), მიჩოაკანი (23 ივნისი), მორელოსი (5 ივლისი), კუნძული მენი (22 ივლისი), სან-პედრო-ჩოლულა, პუებლა (18 სექტემბერი), ბრიტანეთის ანტარქტიდული ტერიტორია (13 ოქტომბერი), უისკონსინის მენომინის ინდიელთა ტომი (3 ნოემბერი), ჩეროკის ხალხი (9 დეკემბერი), გიბრალტარი (15 დეკემბერი) |
2017 | ამაღლების კუნძული (1 იანვარი), ფინეთი (1 მარტი), ოსეიჯის ხალხი (20 მარტი), პრერიის კუნძულის ინდიელთა საზოგადოება (22 მარტი), ფოლკლენდის კუნძულები (29 აპრილი), გერნზი (2 მაისი), ბერმუდის კუნძულები (5 მაისი), ჰო-ჩუნკის ხალხი (5 ივნისი), ფარერის კუნძულები (1 ივლისი), ჩიაპასი (11 ივლისი), პუებლა (1 აგვისტო), ტრისტანი-და-კუნია (4 აგვისტო), მალტა (1 სექტემბერი), გერმანია (1 ოქტომბერი), აკ-ჩინის ინდიელთა ტომი (25 ოქტომბერი), ქვემო კალიფორნია (3 ნოემბერი), ავსტრალია (9 დეკემბერი) |
ზუსტი თარიღი უცნობია | ოლდერნი, წმინდა ელენეს კუნძული (სამეფოს გადაწყვეტილების მოლოდინში), ჯერზი (2018 წლის გაზაფხულის შემდეგ), ავსტრია (1 იანვარი, 2019), ტაივანი (24 მარტი, 2019-მდე) |
შენიშვნებირედაქტირება
- ↑ დანიაში ლეგალურია, მაგრამ გრენლანდიაში ერთი სქესის მქონე ადამიანების ქორწინების კანონი ჯერ არ არის ძალაში.
- ↑ ჩიუაუა, კოაუილა, გერერო, კინტანა-როო და ფედერალური ოლქი.
- ↑ ნიდერლანდებში ლეგალურია, მაგრამ სამეფოს ზღვისიქითა ტერიტორიებზე არა.
- ↑ ახალ ზელანდიაში ლეგალური, მაგრამ მის მფლობელობაში არსებულ ტერიტორიებზე არა.
- ↑ ინგლისი უელსი, შოტლანდია და პიტკერნის კუნძულები, არ არის ჩრდილოეთ ირლანდიაში
- ↑ აშშ-ში ლეგალურია, მაგრამ არ არის გუამში, ჩრდილოეთ მარიანას კუნძულებზე, პუერტო-რიკოში, აშშ-ის ვირჯინის კუნძულებსა და ზოგიერთი ტომების იურისდიქციაში.
სქოლიორედაქტირება
- ↑ 14-556 Obergefell v. Hodges (06/26/2015) - Supreme Court. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-06-26. ციტირების თარიღი: 2015-06-30.
- ↑ Supreme Court Ruling Makes Same-Sex Marriage a Right Nationwide