ლგბტ უფლებები ნეპალში
ლგბტ უფლებები ნეპალში - ნეპალის კონსტიტუციის მიხედვით ფუნდამენტურ უფლებებად აღიარებული. ნეპალში ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი (ლგბტ) ადამიანების უფლებები ყველაზე პროგრესულად არის დაცული აზიაში.
მონარქიის დასრულების შემდეგ, 2007 წელს, ქვეყნის მასშტაბით ჰომოსექსუალიზმი დაკანონდა, რამდენიმე ახალი კანონის შემოღებასთან ერთად. ეს ახალი კანონები ნათლად მოიცავს დაცვით მექანიზმებს სექსუალური ორიენტაციის საფუძველზე . [1] ნეპალის კონსტიტუცია, დამფუძნებელი ასამბლეის მიერ დამტკიცებული 2015 წლის 16 სექტემბერს, მოიცავს რამდენიმე დებულებას, რომელიც ეხება ლგბტ ადამიანების უფლებებს. ეს არის უფლება, პირადობის მოწმობებში აჩვენონ სასურველი სქესი. აკრძალულია ნებისმიერი ნიშნით დისკრიმინაცია, მათ შორის, სქესის ან სექსუალური ორიენტაციის მიზედვით სახელმწიფო და კერძო პირების მიერ. მათ გააჩნიათ დაცვის სპეციალური უფლება, რომელიც შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს კანონით. გენდერულ და სექსუალურ უმცირესობებს განკუთვნილი აქვთ უფლება საზოგადოებრივ მომსახურებებზე წვდომისა.
2007 წლის ბოლოს ნეპალის უზენაესი სასამართლოს განჩინების საფუძველზე, მთავრობა ცდილობდა ერთნაირსქესიანთა ქორწინების ლეგალიზებას. რამდენიმე წყაროს თანახმად, ახალი კონსტიტუცია, სავარაუდოდ, მოიცავს ამ ცვლილებას. თუმცა კონსტიტუცია აშკარად ადგენს, რომ „მარგინალიზებულ“ თემებს, კანონის მიხედვით, თანაბარი უფლებები უნდა მიენიჭოთ. მიუხედავად ამ დამხმარე კანონებისა და დებულებებისა, ნეპალში ლგბტ ადამიანები კვლავ განიცდიან საზოგადოებრივ დისკრიმინაციას და ხალხის დამოკიდებულება მნიშვნელოვან ზეწოლას ახდენს პარტნიორთან თანაცხოვრებასა და დაქორწინებაზე. [2]
ტერმინოლოგია
რედაქტირებატერმინი ლგბტი სულ უფრო ხშირად გამოიყენება ნეპალში, ვიდრე უბრალოდ ლგბტ. ი აღნიშნავს ინტერსექსუალ ადამიანებს. [3] ახალგაზრდა ნეპალელებში ასევე გამოიყენება ტერმინები „ქვიარი“ ( ქ ) და „MOGAI“ (მარგინალური ორიენტაციები, გენდერული იდენტობები და ინტერსექსი). [4]
ერთსქესიანთა სექსუალური აქტივობის კანონიერება
რედაქტირება2007 წელს ნეპალის სამეფოდან ნეპალის ფედერაციულ დემოკრატიულ რესპუბლიკაზე გადასვლამდე, კერძო ჰომოსექსუალური ურთიერთობები თანხმობით, მოზარდებს შორის, დანაშაული იყო. [5] ასეთი დებულებები გაუქმდა მონარქიის დასრულების შემდეგ.
ნეპალში სექსუალური ცხოვრების საწყისი ასაკი 16 წელია, განურჩევლად სქესისა და სექსუალური ორიენტაციისა. [6]
ერთნაირსქესიანთა ურთიერთობების აღიარება
რედაქტირებანეპალში ერთნაირსქესიანთა ქორწინება არ არის კანონიერი.
სამხედრო სამსახური
რედაქტირება2007 წელს ორ ქალი ჯარისკაცი დაადანაშაულეს სექსუალურ ურთიერთობაში და გაათავისუფლეს. [7] გაეროს განვითარების პროგრამა იუწყება, რომ გეები, ლესბოსელები და ბისექსუალები შეიძლება ღიად მსახურობდნენ ნეპალის არმიაში. [8] ნეპალის სამხედრო კანონი აშკარად არ კრძალავს ლგბტ ადამიანების სამხედრო სამსახურს. [9]
ამის მიუხედავად, ლგბტ ჯგუფები აცხადებენ, რომ დისკრიმინაცია და შევიწროება კვლავ ხდება. [10]
საცხოვრებელი პირობები
რედაქტირებასაზოგადოება
რედაქტირებამიუხედავად იმისა, რომ ბოლო ათწლეულის განმავლობაში ნეპალის პოლიტიკური ლანდშაფტი სწრაფად შეიცვალა, პროგრესული კანონმდებლობის დიდი ნაწილი თემის დონეზე არ განხორციელებულა. ნეპალის ტრადიციული გენდერული როლები მკაცრი იდეალებიდან გამომდინარეობს, რომლებიც ბიოლოგიურ სქესზეა დაფუძნებული და რიყავს ყველას, ვინც ვერ აკმაყოფილებს შესაბამისობას. [11] ეს გავლენას ახდენს განსაკუთრებით ლგბტ ქალებზე, რადგან, ქალები უნდა შეესაბამებოდნენ საზოგადოების მოლოდინებს. [12]
ძალადობა
რედაქტირებატრანსგენდერი ადამიანების მიმართ გენდერული ძალადობა მწვავე საკითხია ნეპალში, სადაც ისინი ხშირად გრძნობენ ზეწოლას როგორც საზოგადოების, ასევე ოჯახის მხრიდან, სამუშაო ადგილზე, სახლში და სხვა ადგილებში. [12]
ჯანმრთელობა
რედაქტირებააივ / შიდსის ეპიდემია გავლენას ახდენს ლგბტი თემზე ნეპალის მასშტაბით. 2009 წლის შეფასებებმა აჩვენა, რომ ნეპალში მამაკაცებთან სქესობრივი კავშირის მქონე მამაკაცების 3,8% იყო აივ – დადებითი. [13]
ასევე ლესბოსელ წყვილებს ეკრძალებათ ინ ვიტრო განაყოფიერება. ქვეყნის მასშტაბით არსებობს ყოვლისმომცველი ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის, ისევე როგორც ლგბტ პირთა ფსიქიკური, ფიზიკური და რეპროდუქციული საჭიროებების კვლევის ნაკლებობა. [11]
შემაჯამებელი ცხრილი
რედაქტირებაერთნაირსქესიანთა სექსუალური აქტივობა ლეგალურია | (2007 წლიდან) |
სექსუალური ცხოვრების დასაწყისი ასაკი | (2007 წლიდან) |
ანტიდისკრიმინაციული კანონები დასაქმების დროს | (2015 წლიდან) |
ანტიდისკრიმინაციული კანონები საქონლისა და მომსახურების მიწოდებაში | (2015 წლიდან) |
ანტიდისკრიმინაციული კანონები ყველა სხვა სფეროში (მათ შორის, არაპირდაპირი დისკრიმინაცია, სიძულვილის ენა) | (2015 წლიდან) |
ერთნაირსქესიანთა ქორწინება | (შემოთავაზებული) |
ერთნაირსქესიანი წყვილების აღიარება | (შემოთავაზებული) |
შვილად აყვანა ერთნაირსქესიანი წყვილების მიერ | |
ერთნაირსქესიანი წყვილების მიერ ერთობლივად შვილის აყვანა | |
ლგბტ ადამიანებს სამხედრო სამსახურში ღიად მსახურობის უფლება აქვთ | |
სქესის შეცვლის იურიდიული უფლება | |
მესამე გენდერი | (2011 წლიდან) |
IVB-ზე დაშვება ლესბოსელი წყვილებისთვის | |
კომერციული სუროგატი გეი მამაკაცი წყვილებისთვის | (აკრძალულია სექსუალური ორიენტაციის მიუხედავად) |
მსმ- ებს სისხლის დონაციის უფლება აქვთ |
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Globalgayz.com Nepal – Interview with Sunil Pant დაარქივებული 2010-01-08 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Nepal's Constitution of 2015.
- ↑ Pant urges Adhikari to change his flawed lenses (29 August 2018). დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 დეკემბერი 2018. ციტირების თარიღი: 27 ნოემბერი 2020.
- ↑ Enshrining the rights of sexual and gender minorities in the Constitution of Nepal. UNDP Asia Pacific. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-12-14. ციტირების თარიღი: 2020-11-27.
- ↑ How do transwomen describe themselves? Women. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-03-31. ციტირების თარიღი: 2020-11-27.
- ↑ Sunil Babu Pant and Others/ v. Nepal Government and Others, Supreme Court of Nepal (21 December 2007) | ICJ.
- ↑ Nepal Age of Consent & Statutory Rape Laws.
- ↑ Nepalese army 'sacks lesbian'.
- ↑ Companion to Sexuality Studied.
- ↑ Chapter-7 Offences, Army zact, 2063. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-12-06. ციტირების თარიღი: 2020-11-27.
- ↑ Nepal's next census to count LGBT+ people for the first time.
- ↑ 11.0 11.1 UNDP, USAID (2014). Being LGBT in Asia: Nepal Country Report. Bangkok. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-04-06. ციტირების თარიღი: 2020-11-27.
- ↑ 12.0 12.1 „Gender and Sexuality in Nepal: The Experiences of Sexual and Gender Minorities in a Rapidly Changing Social Climate“. დამოწმება journal საჭიროებს
|journal=
-ს (დახმარება) შეცდომა ციტირებაში Invalid<ref>
tag; name ":9" defined multiple times with different content; $2 - ↑ Deuba, Keshab; Shrestha, Rachana; Kumar Karki, Deepak; Umesh, Raj (11 April 2012). „Risk of HIV Infection Among Men Having Sex With Men in Kathmandu Valley, Nepal“. Research Gate.