ლაჰილის უღელტეხილი

(გადამისამართდა გვერდიდან ლაჰილი (უღელტეხილი))
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ლაჰილი (მრავალმნიშვნელოვანი).

ლაჰილის უღელტეხილი — უღელტეხილი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, მესტიის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს სვანეთის ქედის ცენტრალურ ნაწილში, მდინარე ლაილჭალის სათავეებში. სიმაღლე 4000 მ. აგებულია ზედაპალეოზოურ-ტრიასული კვარციტებით, ფიქლებით და მარმარილოს ლინზებით. ახასიათებს გლაციალურ-ნივალური ლანდშაფტი. ლაჰილის უღელტეხილი საცალფეხო ბილიკით აკავშირებს მდინარეების ცხენისწყლისა (ლენტეხის მუნიციპალიტეტი) და ენგურის (მესტიის მუნიციპალიტეტი) ხეობებს.

ლაჰილის უღელტეხილი
კოორდინატები: 42°55′32″ ჩ. გ. 42°33′11″ ა. გ. / 42.925778° ჩ. გ. 42.553167° ა. გ. / 42.925778; 42.553167
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული მესტიის მუნიციპალიტეტი
სიმაღლე 4000 
ქედი სვანეთის ქედი
ლაჰილის უღელტეხილი — საქართველო
ლაჰილის უღელტეხილი
ლაჰილის უღელტეხილი — სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
ლაჰილის უღელტეხილი

ლიტერატურარედაქტირება