ლარგველ ქვენიფნეველი
ლარგველ ქვენიფნეველი — ცხრაზმის (ცხრაზმისხევის) ერისთავი XIV საუკუნის 10-იან წლებში, ქვენიფნეველთა საგვარეულოს წარმომადგენელი, ერისთავ შალვა I ქვენიფნეველის ძე და მემკვიდრე.
ერისთავთა საგვარეულო მატიანის — „ძეგლი ერისთავთას“ მიხედვით ლარგველს ისროლისხევის თავში აუგია უკანციხე, ქვენიფნევში კი — ერისთავთა დარბაზი „ტფილური წესით“. მანვე მოაჭედინა მაცხოვრის დიდი ხატი და შეამკობინა წმ. თევდორეს ხატი. ლარგველის ერისთავობაში მოხდა ქსნის ადიდება, რამაც ნგრევა გამოიწვია. ლარგველს ჰყოლია სამი ვაჟი. მისი გარდაცვალების შემდეგ ერისთავად უფროსი ძე ვირშელ II დაჯდა. ლარგველის ძმა იყო პიპა, გიორგი მეფის ელჩი ეგვიპტის სულთანთან. ლარგველ (ლარგუელ) ქვენიფნეველი სხვა ქვენიფნეველების გვერდით ასევე იხსენიება „ლარგვისის სულთა მოსახსენებელში“.
ლიტერატურა
რედაქტირება- „ძეგლი ერისთავთა“, ქართული სამართლის ძეგლები, ი. დოლიძის გამოც., ტ. 2, თბ., 1965. — გვ. 107-109.
- არახამია გ., ძველი ქართული საგვარეულო მატიანეები, თბ., 1988. — გვ. 93-95.
- ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში: ენციკლოპედიური ლექსიკონი (ხელმძღვ. თ. აბულაძე), თბ., 2017. — გვ. 177.
- ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა: ყოფილი საეკლესიო მუზეუმის (A) კოლექციისა, ტ. I1, თბ., 1973. — გვ. 89.