ჟან ბატისტ ლამარკი

ფრანგი ბუნებისმეტყველი
(გადამისამართდა გვერდიდან ლამარკი)

ჟან ბატისტ ლამარკი (ფრანგ. Jean-Baptiste de Lamarck; დ. 1 აგვისტო 1744, ბაზანტენი, პიკარდია — გ. 18 დეკემბერი 1829, პარიზი) — ფრანგი ბუნებისმეტყველი, პირველი სრული ევოლუციური თეორიის ფუძემდებელი. პარიზის მეცნიერებათა აკადემიის წევრი (1783).

ჟან ბატისტ ლამარკი
დაბ. თარიღი 1 აგვისტო, 1744(1744-08-01)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8]
დაბ. ადგილი ბაზანტენი, პიკარდია, საფრანგეთის სამეფო
გარდ. თარიღი 18 დეკემბერი, 1829(1829-12-18)[1] [2] [4] [5] [6] [9] [8] (85 წლის)
გარდ. ადგილი პარიზი, საფრანგეთის სამეფო
დასაფლავებულია მონპარნასის სასაფლაო
მოქალაქეობა საფრანგეთი
საქმიანობა ბოტანიკოსი, ზოოლოგი, სამეცნიერო მუშაკი, ბუნებისმეტყველი, უნივერსიტეტის პროფესორი, ბიოლოგი, ქიმიკოსი, მეტეოროლოგი, პალეონტოლოგი, malacologist, ენციკლოპედისტი და მწერალი[10]
მუშაობის ადგილი ბუნებისმეტყველების ეროვნული მუზეუმი (პარიზი)
მეუღლე Marie Anne Rosalie Delaporte, Charlotte Reverdy და Julie Mallet
შვილ(ებ)ი Auguste de Lamarck[9] [11]
ჯილდოები საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერი
ხელმოწერა

ბიოგრაფია

რედაქტირება
 
ჟან ბატისტ ლამარკის ძეგლი პარიზში

სწავლობდა კათოლიკურ სკოლაში, შემდეგ სამხედრო სამსახურში იყო (1768-მდე). სწავლობდა პარიზის უმაღლეს სამედიცინო სკოლაში (1789-დან), მუშაობდა სამეფო ბოტანიკურ ბაღში (1772-1776 წწ.), რომელიც შემდეგ (1793) პარიზის საბუნებისმეტყველო მუზეუმად გადაკეთდა; აქ 24 წლის მანძილზე ხელმძღვანელობდა უხერხემლო ცხოველთა („მწერებისა“ და „ჭიების“) კათედრას.

ლამარკი ემხრობოდა საფრანგეთის დიდ რევოლუციას. ცხოვრობდა ხელმოკლედ, სიბერეში დაბრმავდა (1820 წ.). გარდაიცვალა სიღარიბეში.

ლამარკის ბოტანიკური გამოკვლევათაგან აღსანიშნავია 3-ტომიანი „საფრანგეთის ფლორა“ (1788 წ.), რომელშიც პირველად იყო გამოყენებული მცენარეთა რკვევა დიქოტომიური პრინციპით. თავის კაპიტალურ ზოოლოგიურ ნაშრომებში („უხერხემლო ცხოველთა სისტემა“, 1801; „უხერხემლო ცხოველთა ბუნებრივი ისტორია“, ტ. 1-7, 1815-1822 და სხვ.). ლამარკმა აღწერა მრავალი თანამედროვე და ამომწყდარი ცხოველი, განიხილა ზოოფსიქოლოგიური საკითხები, შემოიღო ცხოველების დაყოფა უხერხემლოებად და ხერხემლიანებად. დააჯგუფა ისინი 14 კლასად. შექმნა ცხოველთა ორიგინალური სისტემა.

ლამარკის ევოლუციური სისტემა მოცემულია მის „ზოოლოგიის ფილოსოფიაში“ (1809 წ.). ამ თეორიის თანახმად, ორგანიზმები იცვლებიან და ვითარდებიან უმარტივესიდან ურთულესისაკენ ორგანიზაციის ამაღლების („გრადაციის“) გზით და ქმნიან ეგრეთ წოდებულ „არსთა კიბეს“.

ევოლუციურ მამოძრავებელ ძალად ლამარკს მიაჩნდა თვით ორგანიზმებში არსებული „სწრაფვა სრულყოფისაკენ“, ხოლო განვითარების პროცესში მათი გარდაქმნის მიზეზად — გარემოს პირობების უშუალო ზემოქმედებით გამოწვეული ცვლილებები, რომლებიც შთამომავლობას გადაეცემა. ამრიგად, ლამარკის თეორია სწორად ასახავს ევოლუციური პროცესის რეალურად არსებობას, მაგრამ ვერ იძლევა მისი მიზეზების მატერიალისტურ ახსნას (ლამარკიზმი).

აღსანიშნავია, რომ ტერმინი „ბიოლოგია“ პირველად ერთდროულად, მაგრამ ერთიმეორისაგან დამოუკიდებლად, იხმარეს ლამარკმა და გ. რ. ტრევირანუსმა (1802 წ.).

ლამარკს ეკუთვნის გეოლოგიური, ჰიდროგეოლოგიური და მეტეოროლოგიური გამოკვლევებიც, რომლებშიც იგი ეყრდნობა განვითარების იდეებს ისტორიზმის პრინციპს.

თხზულება

რედაქტირება
  • Systéme des animaux sans vertébres, P., 1801;
  • Systéme analytique des connaissances positives de l'homme. P., 1820;
  • Histoire naturelle des animaux sans vertébres, 2 éd., t. 1—11, P., 1835—45;
  • Избр. произв., т. 1—2, М., 1955—59.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ნათაძე ლ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 115.
  • Комаров В. Л., Ламарк, М. — Л., 1925;
  • Пузанов И. И., Жан Батист Ламарк, М., 1959;
  • Landrieu М., Lamarck, ie fondateur du transformisme, P., 1909;
  • Perrier E., Lamarck, P., 1925;
  • Grassé P.-P., Lamarck et son temps: L'évolution, P., 1957;
  • Mantoy B., Lamarck, créateur de la biologie, P., 1968.
  1. 1.0 1.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. 2.0 2.1 Burkhardt R. W. Encyclopædia Britannica
  3. SNAC — 2010.
  4. 4.0 4.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  5. 5.0 5.1 Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  6. 6.0 6.1 GeneaStar
  7. Internet Philosophy Ontology project
  8. 8.0 8.1 Base biographiqueBIU Santé.
  9. 9.0 9.1 Annuaire prosopographique : la France savante / B. Delmas, R. Mathis — 2009.
  10. Library of the World's Best Literature / C. D. Warner — 1897.
  11. https://www.ac-sciences-lettres-montpellier.fr/academie_edition/sources/index.php?page=academicien_detail&id=41