ლაკბისხევის სადგომი

ლაკბისხევის სადგომი — არქიტექტურული ძეგლი გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ მელაანში. ძეგლი სოფლიდან 1-2 კილომეტრზე მდებარეობს, მდინარე ლაკბის ხეობაში. იქ სადსაც მდინარე ლაკბი კვეთს თბილისი-თელავის საავტომობილო გზას, განეკუთვნება შუა აშელის ხანას.

სადგომი კახეთში ქვის ხანის პირველია აღმოჩენილი ძეგლია, იგი 1961 წელს გამოავლინა, არქეოლოგმა: ნ.ბერძენიშვილმა. ნაპოვნია კაჟის ნივთები,ნუკლეუსები, ანატკეცები და იარაღი. ნუკლეუსები ერთფუძიანი განივი, ორფუძიანი ორმხრივი და დისკოსებრი ორმხრივი ტიპისაა, ყველა გაფორმებულია კაჭრებზე. ანატკეცებს ახასიათებთ მოგრძო ან დაბალი, ფართო შემთხვევითი მოყვანილობა და გრძივი ღერძის, პერპუნდიკულარული, გლუვი ფართო დარტყმის მოედანი. იარაღებიდან არის ორი ანკოში, ან გვერდამოღარული ხელსაწყო, ორი ცალპირა, სწორსამუშაოპირიანი და ერთი ორპირა ამოზნექილსამოშაოპირებიანი სახოკი.

მასალა ინახება საქართველოს ეროვნული მუზეუმის გურჯაანის ისტორიულ ეთნოგრაფიულ მუზეუმში.

ლიტერატურა რედაქტირება