სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გოლიაძე.

ლავრენტი (კოტე) ალექსის ძე გოლიაძე (დ. 14 იანვარი, 1909, სოფ. მაკვანეთი, ახლანდ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტი — გ. 6 ივნისი, 1973, იქვე) — ქართველი სამხედრო მფრინავი, საბჭოთა არმიის ავიაციის გენერალ-მაიორი (1958).

ბიოგრაფია

რედაქტირება

1931 წელს დაამთავრა ბაქოს 26 კომისრის სახელობის ქვეითთა სკოლა, 1938 წელს – კიევის საავიაციო სკოლა, 1951 წელს – კ. ვოროშილოვის სახელობის უმაღლესი სამხედრო აკადემია მოსკოვში. მონაწილეობდა სსრკ-ფინეთის ომში (1939–40), II მსოფლიო ომში, აგრეთვე იაპონიის კვანტუნის არმიის განადგურებაში (მანჯურიის ოპერაცია, 1945); პოლკოვნიკი (1944). 1954-1960 წლებში იყო შადრინის შტურმანთა სამხედრო-საავიაციო სასწავლებლის უფროსი რუსეთში, 1961–63 წლებში – საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სამმართველოს უფროსი, 1963-1971 წლებში – სსრკ სამოქალაქო ავიაციის სამინისტროს ინფორმაციის განყოფილების უფროსი. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება