ლადო ქალდანი

ქართველი გეოგრაფი, მეცნიერი, გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი, გლაციოლოგი.

ლადო ქალდანი (დ. 5 ივნისი, 1939, ჭუბერი — გ. 2009) — ქართველი გეოგრაფი, მეცნიერი, გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი, გლაციოლოგი.

ბიოგრაფია რედაქტირება

1966 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი კარტოგრაფ-გეოგრაფის სპეციალობით.

1966-1967 წლებში — მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ „საქქალაქმშენსახპროექტში“. 1967 წლიდან ამიერკავკასიის (ამჟამად საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის) ჰიდრომეტეოროლოგიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში ჯერ ინჟინრად, შემდეგ უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად, წამყვან მეცნიერ-თანამშრომლად, ხოლო 1992 წლიდან გლაციოლოგიის ლაბორატორიის გამგედ. 1975-1977 წლებში — სწავლობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიასთან არსებულ დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა სახალხო აკადემიაში. გამოქვეყნებული აქვს 75-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის, 3 მონოგრაფია. ინსტიტუტში შესრულებული აქვს 33 სამეცნიერო ანგარიში და 5 მეთოდური მითითება. მსოფლიო თოვლ-ყინულოვანი რესურსების ატლასში (1997) მოათავსა კავკასიის ზვავსაშიშროების 4 რუკა. სამეცნიერო მოხსენებებით გამოდის რესპუბლიკურ და საერთაშორისო კონფერენციებზე, თათბირებზე, სამეცნიერო სესიებსა და გეოგრაფიული საზოგადოების სხდომებზე. მიღებული აქვს საერთაშორისო სერტიფიკატი ზვავების კარტოგრაფირებაში (თურქეთი, 1998). შედგენილი აქვს მრავალი დასკვნა და რეცენზია დისერტაციებზე, ავტორეფერატებზე. კურირებდა და კონსულტაციებს უწევდა ამიერკავკასიისა და დაღესტნის ავტონომიური რესპუბლიკის ჰიდრომეტსამსახურებს, საპროექტო და სამშენებლო ორგანიზაციებს ზვავსასიშროების საკითხებში. 1963-1980 წლებში მონაწილეობდა კარსტული მღვიმეების გამოკვლევაში.

საკანდიდატო დისერტაციის თემა — „ზვავსაშიშროების დახასიათება სივრცესა და დროში (აჭარა-იმერეთის მთიანი სისტემის მაგალითზე)“, დაიცვა 1981 წელს. სადოქტორო დისერტაციის თემა — „ზვავსაშიშროების შეფასება და ზვავსაწინააღმდეგო ღონისძიებები (საქართველოს მაგალითზე)“, დაიცვა 2003 წელს.

ჯილდოები რედაქტირება

  • 2000 — ღირსების მედალი

ბიბლიოგრაფია რედაქტირება

  • თოვლის ზვავები საქართველოში, თბილისი, საქ. ტექნ. უნ-ტის ჰიდრომეტეოროლოგიის ინ-ტი, 2015, გტვ. 170 ISBN 9789941084522

ლიტერატურა რედაქტირება

  • ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი. თბ., 2003, გვ. 257-258
  • წიგნი ღირსებისა: ტ. 5/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი. თბ., 2003, გვ. 214
  • სვანეთი და სვანები / ირაკლი დვალი, გივი ქურდიანი. თბ., 2014, გვ. 373

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება