ლადო გაგუა
ვლადიმერ (ლადო) იესეს ძე გაგუა (დ. 2 მაისი, 1860, სენაკის რაიონი, სოფელი კოტიანეთი — გ. 25 ივლისი, 1944) — ქართველი პედაგოგი, პუბლიცისტი.
ბიოგრაფია
რედაქტირებადაამთავრა ქუთაისის საოსტატო სემინარია 1884 წელს. მუშაობდა საქართველოს ქალაქებსა და სოფლებში (ნოსირი, წალენჯიხა, ხობი, ყულევი, ფოთი, სენაკი) მასწავლებლად; 1916 წელს იყო სენაკის მაზრის სახალხო განათლების მთავარი ინსპექტორი და ქუთაისის გუბერნიის სახალხო სკოლების ინსპექტორი; 1918–1929 წლებში სენაკის სამაზრო განათლების განყოფილების გამგე. 1901 წელს მისი მეურვეობით და ხარჯით სოფელ კოტიანეთში აშენდა სასკოლო შენობა და გაიხსნა სახალხო სკოლა, რომელიც ახლა მისი სახელობისაა.
ლიტერატურა
რედაქტირება- დ. გურგენიძე, ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 530.