კფარ იონა
კფარ იონა (ებრ. כְּפַר יוֹנָה, ლიტ. 'იონას სოფელი') — ქალაქი ისრაელის ცენტრალური რაიონის შარონის ქვერაიონში. კფარ იონა მდებარეობს ქალაქბს, კერძოდ, ნეთანიასა და თულკარმს შორის, დაახლოებით ცენტრალური კვანძიდან 8 კილომეტრის აღმოსავლეთით, მე-6 გზატკეცილსა და მე-4 გზატკეცილებს შორის. სოფელი დაარსდა 1932 წელს მაურის ფიშერის მიერ, ხოლო ადგილობრივი საბჭო მოიწვიეს 1940 წელს. მშენებლობის, ინდუსტრიისა და განათლების დაწყებიდან მოყოლებული, ადგილობრივმა საბჭომ მიიღო ქალაქის სტატუსი 2014 წლის 11 თებერვალს. 2024 წელს ქალაქის იურისდიქციაში შედიოდა 11 550 დუნამი (~11.55 კმ2) და მოსახლეობა შეადგენდა 29 953 ადამიანს.
ქალაქი 2014 წლიდან | |
---|---|
კფარ იონა כְּפַר יוֹנָה كفار يونا | |
ქვეყანა | ისრაელი |
მუნიციპალიტეტი | ცენტრალური რაიონი (ისრაელი) |
კოორდინატები | 32°18′54″ ჩ. გ. 34°55′58″ ა. გ. / 32.31500° ჩ. გ. 34.93278° ა. გ. |
მერი | შოშ კალონი |
დაარსდა | 23 იანვარი 1932 წ. |
ფართობი | 11 017 დუნამი, 4 კვ. მილი ან 11 კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 50 მეტრი |
მოსახლეობა |
2022 წ.
|
სიმჭიდროვე | 2 700 (6 900 კვ. მილი) კაცი/კმ² |
ეროვნული შემადგენლობა |
|
სასაათო სარტყელი | UTC+2 |
ოფიციალური საიტი | kfar-yona.muni.il |
ისტორია
რედაქტირებამე-20 საუკუნემდე კფარ იონა ქმნიდა შარონის ტყის ნაწილს, რეგიონის ისტორიული ლანდშაფტის ნიშანს. ეს იყო ღია ტყე, სადაც დომინირებდა თაბორის მთა (Quercus ithaburensis), რომელიც ვრცელდებოდა ჩრდილოეთით კფარ იონიდან, სამხრეთით რაანანამდე. ადგილობრივი პალესტინელი მოსახლეობა ამ ტერიტორიას საძოვრად, შეშისა და პერიოდული კულტივირებისთვის იყენებდა. როგორც ებრაული წყაროებიდან ცნობილია, მე-19 საუკუნის განმავლობაში სანაპირო დაბლობზე დასახლებებისა და სოფლის მეურნეობის გააქტიურებამ გაუტყეურება და შემდგომში, გარემოს დეგრადაცია გამოიწვია.[1]
კფარ იონა დაარსდა შარონის დაბლობის მიწებზე, რომელიც მუსტაფა მუშნაქისგან და ყალკილიას შანტის ოჯახისგან შეისყიდეს 1932 წელს.[2]
კფარ იონას უწოდეს ბელგიერი სიონისტის, ჟან (იონა) ფიშერის სახელი.[3] ქალაქი დაარსდა ტუ ბიშვატზე, 1932 წლის 23 იანვარს, მსოფლიო ებრაელთა კონგრესის წევრის, იონას ვაჟის, მორის ფიშერის მიერ და თავდაპირველად, ერქვა გან იონა (იონას ბაღი).
1948 წლის არაბ-ისრაელის ომში, კფარ იონა იყო მოწინავე ფრონტზე და მისი დამცველები დაუპირისპირდნენ ერაყის არმიას, რომელიც ცდილობდა ჩაეღწია ნეთანიაში და ნაწილობრივ გაეძევებინა ებრაული ძალები ისრაელიდან. ახალმა ისრაელის თავდაცვის ძალებმა მოიგერიეს ერაყის თავდასხმა და იძულებული გახადა სამარიანის მთებში გახიზნულიყვნენ, მიუხედავად იმისა, რომ კფარ იონა ამ ტერიტორიაზე რჩებოდა ყველაზე აღმოსავლეთ ებრაულ დასახლებად. 1949 წლის საზავო შეთანხმებების შედეგად, საზღვარმა გადაიწია კფარ იონადან აღმოსავლეთით 8 კილომეტრში, თულკარმიდან დასავლეთით.[3]
კფარ იონა გარშემორტყმული იყო ბაღებით და მისი ძირითადი შემოსავალი ფორთოხლის გაყიდვით შემოიფარგლებოდა. ამ ბაღების უმეტესობა ამჟამად ახალი რაიონების ადგილსამყოფელია.
კფარ იონას გვერდით არის 21-ე სამხედრო ბაზა, სახელწოდებით მოტა გური, რომელიც მოიცავს მედესანტეებს, ნაჰალს, სამხედრო პოლიციას და სხვა მცირე ბაზებს. გარდა ამისა, კფარ იონა ესაზღვრება პარდესიას და ლევ ჰაშარონის რეგიონალურ საბჭოს.
კფარ იონას შიმშილობა
რედაქტირებაპირველი პალესტინური მასობრივი შიმშილობა დაიწყო კფარ იოანს ციხეში 1969 წლის 14 თებერვალს, რასაც მეორე შიმშილობა მოჰყვა რამლას ციხეში. პალესტინელი პატიმრების აპროტესტებდნენ მწირ პორციებსა და ცუდის ხარისხის საკვებს, ასევე, საკანცელარიო ნივთებით სარგებლობას, „ბატონოთი“ ადმინისტრაციისადმი მიმართვის ვალდებულებას და პლასტმასის საძილე მატრასების ჩანაცვლებას. რამლაში დასრულდა შიმშილობა მას შემდეგ, რაც პატიმრების შეყარეს კარცერში, რომელიც იმ დროს საერთაშორისოდ იყო აღიარებული, როგორც წამების ფორმა და პალესტინელთა, მათ შორის, ბავშვების წინააღმდეგ ისრაელის პოლიტიკად რჩებოდა. ადმინისტრაციის მხრიდან ძალადობის მიუხედავად, კფარ იონას პატიმრებმა 8 დღიანი შიმშილობის შემდეგ, საკანცელარიო ნივთებით სარგებლობის უფლება მოიპოვეს.[4][5][6]
მეზობელი რაიონები
რედაქტირებაკფარ იონა ალეფი
რედაქტირებაათი ორიგინალური სახლი და პირველი სათემო დაწესებულების შენობა-ნაგებობა. სახლები პატარა, კერძო და ერთსართულიანია, რომელთაგან თითოეულში საშუალოდ სამი ოთახია განთავსებული. დღესდღეობით, სათემო დაწესებულება ცარიელია და ინგრევა, თუმცა, ქალაქის საკრებულო დაინტერესებულია შენობის სენტიმენტალური და ისტორიული ღირებულების შენარჩუნებით. ალეფი ასევე მოიცავს ახალ რაიონს, რომელიც მდებარეობს სოფლის დასავლეთ შესასვლელში, ბოლო პერიოდებში აშენებული საოჯახო და სხვა მშენებარე სახლებით. ალეფის მთავარ გამზირს წარმოადგენს ქუჩა, სადაც სოფლის მაცხოვრებლები დროის ნებისმიერ მონაკვეთში სეირნობენ ან დარბიან. ბოლო ერთი წლის განმავლობაში, დასავლეთის შესასვლელში კარიბჭე იყო განთავსებული. შესასვლელს სპეციალურად გამოყოფილი დაცვა მეთვალყურეობდა, რომელიც მუშაობდა დილის 11 საათიდან საღამოს 6 საათამდე. ამჟამად, მთელს სოფელს აკონტროლებს მოხალისე ძალა, რომელსაც ზედამხედველობს პროფესიონალთა მცირე დაცვის ჯგუფი. ქალაქის მაცხოვრებლებს გარკვეული რაოდენობის მუნიციპალური თანხის გადასახადა უწევთ.
კფარ იონა ბეთი
რედაქტირებაიაფი საცხოვრებელი კორპუსები, რომლებიც აღმოსავლეთ ნაწილიდან შემოსული ვიზიტორებისთვის პირველ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს (რაიონის ორივე შემოსასვლელი მდებარეობს 57-ე გზატკეცილზე. მე-2 გზატკეცილის მიმართულებით, ანუ ისრაელის მთავარ სანაპირო გზაზე მოძრაობისას, აღმოსავლეთის შემოსასვლელი მოჩანს დაახლოებით გზიდან 2 კილომეტრით უფრო ქვევით, ვიდრე დასავლეთის შემოსასვლელი). აღმოსავლეთის შემოსასვლელი მთლიანად დაკეტილია დილის 11 საათიდან საღამოს 6 საათამდე. ბეთი ასევე მოიცავს ახალ პროექტს, როგორიცაა ქვედა კორპუსები, უფრო დიდი სახლებით. ახალი პროექტი დგას მენაჰემ ბეგინის ქუჩაზე, რომელიც საკრებულოს შენობას გადაჰყურებს, არსებობს აგრეთვე საზოგადოებრივი ცენტრი (დიდი ვანკუვერის დაძმობილებული ქალაქების ებრაული ფედერაციის მიერ ფონდების მოზიდვის საშუალებით დაფინანსებული), სათემო კალათბურთის მოედნები და წყლის პარკი (ასევე საჩუქარი ვანკუვერიდან) და ჰადარის დაწყებითი სკოლა (1–6 კლასები). ახალი პროექტის მიღმა, ბეთი მოიცავს უფრო ძვირიან ქალაქურ და კერძო სახლებს. ის ასევე მოიცავს ბეცალის პარკს.
ჰეფციბა
რედაქტირებამენაჩემ ბეგინის ქუჩის ქვემოთ განთავსებულია ჰეფციბა, რომელიც ამავე სახელობის სამშენებლო კომპანიამ ააგო. ბორცვის თავზე მდებარე ძველი სასახლე ეკუთვნოდა არაბ პიროვნებას, რომელმაც ცოლად შეირთო ებრაელი ქალი. 57-ე გზატკეცილის გასწვრივ მდებარეობს ალონიმის ახალი უბანი, რომელიც ასევე ცნობილია, როგორც კფარ იონა გიმელი. ეს უბანი მოიცავს ერთ ოჯახზე გათვლილ სახლებს, ფართო ქუჩებს და რამდენიმე პარკს.
სპორტი და კულტურა
რედაქტირებასათემო ცენტრი ამუშავებს მუსიკალურ კონსერვატორიას და ატარებს საჯარო კონცერტებს. 2006 წელს, 250-მა მოსაწავლემ მიიღო მონაწილეობა კალათბურთის პროგრამაში. სტუდენტთა ძველმა ლიგამ მოიგო ჩემპიონატები. სათემო ცენტრი ატარებს გაკვეთილებს ფოტოგრაფიაში, კერამიკაში, თიხის ძერწვასა და საკვების მომზადებაში.
განათლება
რედაქტირება2010 წელს, კფარ იონას ჰქონდა 3 სახელმწიფო სკოლა, ჰადარი, რიმონი, ამალი და სახელმწიფო-რელიგიური სკოლა ბარ ილანი. ქალაქს ასევე აქვს ქვედა საფეხურის და საშუალო სკოლა, რომელსაც იშ შალომი ჰქვია.[7]
ტრანსპორტი
რედაქტირება57-ე გზატკეცილი არის მთავარი საგზაო არტერია, რომელიც კფარ იონას აკავშირებს ადგილობრივ და ეროვნულ საგზაო სისტემასთან — ნეთანიას –დასავლეთით და მე-6 გზატკეცილს – აღმოსავლეთით.
ქალაქს არ აქვს მატარებლის სადგური, თუმცა 2014 წლიდან ავტობუსების კომპანია „კავიმი“ ემსახურება.
დაძმობილებული ქალაქები
რედაქტირება- ორანიენბურგი, ბრანდენბურგი, გერმანია[8]
გამორჩეული პიროვნებები
რედაქტირება- ზვი ბარი
- ზოია სემენდუევი
- იაკოვ ტერნერი
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Marom, Roy (2022-12-01). "יער השרון (אל-ע'אבה) בתקופה העות'מאנית: בתקופה מהמחקר חדשות תובנות הגיאוגרפי-היסטורי The Oak Forest of the Sharon (al-Ghaba) in the Ottoman Period: New Insights from Historical- Geographical Studies". Muse. 5: 90–107.
- ↑ Army of Shadows: Palestinian Collaboration with Zionism, 1917–1948, Hillel Cohen.
- ↑ 3.0 3.1 Vilnai, Ze'ev (1976). „Kfar Yona“. Ariel Encyclopedia (in Hebrew). Vol. 4. Am Oved. Israel.
- ↑ A History of Resistance: Palestine | Spark & Co. Sparkandco.co.uk. ციტირების თარიღი: 2024-08-26.
- ↑ Tahhan, Zena Al. A timeline of Palestinian mass hunger strikes in Israel. Al Jazeera. ციტირების თარიღი: 2024-08-26.
- ↑ Israel/OPT: End solitary confinement of Palestinian prisoner jailed as a child. Amnesty International (2022-08-03). ციტირების თარიღი: 2024-08-26.
- ↑ Kfar Yona.
- ↑ "First, Historical Cooperation for Kfar Yona: Sister Cities", Rashuyot Magazine, 11 October 2021 (source in Hebrew).
ინტერნეტ-რესურსები
რედაქტირება- Official website (in Hebrew)