კურტ ლევინი
კურტ ლევინი (დ. 9 სექტემბერი, 1890 — გ. 12 თებერვალი, 1947) — გერმანული წარმოშობის ფსიქოლოგი, რომელმაც დიდი გავლენა მოახდინა ამერიკულ სოციალურ ფსიქოლოგიაზე. ფართო ინტერესების მქონე ფსიქოლოგის მოსაზრებებმა, მრავალ ჰიპოთეზას ჩაუყარა საფუძველი. ის კარგად იცნობდა ფიზიკას, მათემატიკას, ბიოლოგიას. დაინტერესებული იყო ზოგადმეცნიერული, მეთოდოლოგიური საკითხებით.
კურტ ლევინი | |
---|---|
გერმ. Kurt Lewin | |
დაბ. თარიღი | 9 სექტემბერი, 1890[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] |
დაბ. ადგილი | Mogilno[1] |
გარდ. თარიღი | 12 თებერვალი, 1947[1] [2] [3] [4] [5] [7] (56 წლის) |
გარდ. ადგილი | Newtonville |
მოქალაქეობა |
გერმანია აშშ |
საქმიანობა | ფსიქოლოგი, უნივერსიტეტის პროფესორი და ეკონომისტი |
მუშაობის ადგილი | კორნელის უნივერსიტეტი, დიუკის უნივერსიტეტი, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტი და ჰუმბოლდტის უნივერსიტეტი |
ალმა-მატერი | ლუდვიგ მაქსიმილიანის მიუნხენის უნივერსიტეტი, ფრაიბურგის უნივერსიტეტი და ჰუმბოლდტის უნივერსიტეტი[8] |
განთქმული მოსწავლეები | Beatrice Wright |
გავლენა მოახდინეს | |
ბიოგრაფია
რედაქტირებაკურტ ლევინი დაიბადა 1890 წლის 9 სექტემბერს, პრუსიაში ქალაქ მოგილნოში, ებრაელთა ოჯახში. სწავლობდა მიუნჰენის, ფრაიბურგისა და ბერლინის უნივერსიტეტებში. პირველი მსოფლიო ომის დაწყებისთანავე გაიწვიეს ჯარში, სადაც ოთხი წელი იმსახურა. იყო მძიმედ დაჭრილი, დაიმსახურა არაერთი საბრძოლო ჯილდო. ომის მერე გერმანიაში დაბრუნებული, აქტიურად ჩაერთო პედაგოგიურ და კვლევით საქმიანობაში, ბერლინის უნივერსიტეტში. 1933 წლის აგვისტოში, გერმანიაში ფაშისტური წყობილების დამყარების გამო იძულებული გახდა აშშ-ში გადასახლებულიყო სადაც ჯერ სტენფორდის და შემდეგ კორნელის უნივერსიტეტებში მოღვაწეობდა. 1945 წელს დააარსა და სათავეში ჩაუდგა ჯგუფური დინამიკის კვლევით ცენტრს მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში.
კურტ ლევინი 1947 წლის 12 თებერვალს, 56 წლის ასაკში, აშშ-ში, გარდაიცვალა.
ნაშრომები
რედაქტირება- განზრახვა, ნებელობა და მოთხოვნილება (1926),
- პიროვნების დინამიკური თეორია (1935),
- ტოპოლოგიური ფსიქოლოგიის პრინციპები (1936)
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტარატურა
რედაქტირება- იმედაძე ი., ფსიქოლოგიის ისტორია, თბ. 2008
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- The Kurt Lewin Center for Psychological Research დაარქივებული 2007-09-27 საიტზე Wayback Machine. at Kazimierz Wielki University
- International Conference on "Kurt Lewin: Contribution to Contemporary Psychology" დაარქივებული 2006-05-12 საიტზე Wayback Machine.
- Kurt Lewin: groups, experiential learning and action research
- Kurt Lewin Foundation (an NGO - promoting tolerance)
- Kurt Lewin Institute
- ↑ 1.0 1.1 1.2 Deutsche Nationalbibliothek Record #118572431 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
- ↑ 3.0 3.1 SNAC — 2010.
- ↑ 4.0 4.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ 5.0 5.1 Internet Philosophy Ontology project
- ↑ Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedija — LZMK, 1999. — 9272 გვრ.
- ↑ 7.0 7.1 Педагоги и психологи мира — 2012.
- ↑ Mathematics Genealogy Project — 1997.