კურდღლის ბალახი
კურდღლის ბალახი ( ლათ. Anthyllis) — მცენარეთა გვარი პარკოსანთა ოჯახისა. ბალახები, ბუჩქბალახები და იშვიათად ბუჩქებია, აერთიანებს 50-მდე სახეობას, რომლებიც უმეტესად გავრცელებულია სამხრეთ ევროპაში, ჩრდილოეთ აფრიკასა და დასავლეთ აზიაში. საქართველოში იზრდება 3 სახეობა. მათგან ლათ. Anthyllis polyphylla გვხვდება მხოლოდ აფხაზეთში მთის შუა სარტყლამდე მდელოებსა და ბუჩქნარებში. დანარჩენი 2 სახეობა (ლათ. Anthyllis vatiegata და Anthyllis lachnophora) მთელ საქართველოშია გავრცელებული სუბალპურ და ალპურ მდელოებსა და ჩამონაზვავებზე, აგრეთვე მთის შუა და ზედა სარტყელში.
კურდღლის ბალახი | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
Anthyllis vulneraria | ||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||
Anthyllis | ||||||||||||
|
კურდღლის ბალახის ყველა სახეობა კარგი საკვები მცენარეა. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მაღალმთის საძოვრებისა და სათიბებისათვის. ბევრი სახეობა შეიცავს მთრიმლავ და საღებავ ნივთიერებებს.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 80.