კუილუ (მდინარე)
კუილუ (ფრანგ. Kouilou, ასევე კუილუ-ნიარი, კვილა და კვილი) — მდინარე კონგოს რესპუბლიკაში. შუა წელზე ნიარი ეწოდება. მიედინება ბუენზის, ლეკუმუს, ნიარის და კუილუს დეპარტამენტების ტერიტორიებზე.
კუილუ ფრანგ. Kouilou | |
---|---|
ქვეყანა | კონგოს რესპუბლიკა |
სათავე | 3°06′43″ ს. გ. 14°20′36″ ა. გ. / 3.11194° ს. გ. 14.34333° ა. გ. |
შესართავი |
ატლანტის ოკეანე 4°28′15″ ს. გ. 11°41′50″ ა. გ. / 4.47083° ს. გ. 11.69722° ა. გ. |
შესართავის მდებარეობა | ქალაქ პუენტ-ნუარიდან 30 კმ-ით ჩრდილოეთით |
შესართავის სიმაღლე | 0 მ |
სიგრძე | 560 კმ |
აუზის ფართობი | 61 707 კმ² |
— სათავე, — შესართავი |
ისტორია
რედაქტირებამდინარე 1882 წელს იქნა გამოკვლეული ხორვატი დრაგუტინ ლერმანის მიერ. მან მასზე აღმოაჩინა ჩანჩქერები, რომელსაც შუასაუკუნეების ხორვატიის ზრინსკების (ხორ. Zrinski, უნგრ. Zrínyi) დინასტიის პატივსაცემად დაარქვა ზრინსკების ჩანჩქერები.
გეოგრაფია
რედაქტირებაკუილუ კონგოს რესპუბლიკის სამხრეთ-აღმოსავლეთის უდიდესი მდინარეა და დიდი აუზის მდინარეული ჩამონადენია, რომელიც მოიცავს ოთხი დეპარტამენტის ტერიტორიების დიდ ნაწილს. ზედა დინებაში მდინარე მიედინება დასავლეთისაკენ, მასზე მდებარეობენ ქალაქები მადინგუ, ნკაიი და ლუდიმა. ამ მონაკვეთში მდინარის კალაპოტის გასწვრივ გაყვანილია რკინიგზა ბრაზავილი — პუენტ-ნუარი. შემდეგ მდინარე უხვევს ჩრდილო-დასავლეთისკენ, სადაც მდებარეობს ქალაქი მაკაბანა. შემდეგ მარჯვნიდან მას უერთდება მისი უდიდესი შენაკადი — მდინარე ლუესე და უხვევს სამხრეთ-დასავლეთისკენ. ჩაედინება ატლანტის ოკეანეში ქალაქ პუენტ-ნუარიდან ჩრდილოეთით, დაახლოებით 30 კმ-ში.
ჰიდროლოგია
რედაქტირებაწყლის ხარჯი სუნდას საკვლევ სადგურში, ატლანტის ოკეანეში ჩადინების ადგილიდან 134 კმ-ით მაღლა[1]: