კუილუს დეპარტამენტი
კუილუს დეპარტამენტი (ფრანგ. Kouilou) — კონგოს რესპუბლიკის ერთ-ერთი დეპარტამენტი. მდებარეობს ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში, ქვეყნის ერთადერთი დეპარტამენტი, რომელიც გადის ატლანტის ოკეანეზე. აღმოსავლეთიდან ესაზღვრება ნიარის დეპარტამენტს, სამხრეთიდან ანგოლის ანკლავ — კაბინდის პროვინციას, ხოლო ჩრდილოეთიდან გაბონს. დეპარტამენტის ადმინისტრაციული ცენტრი — ქალაქი ლოანგო. 2004 წლამდე დეპარტამენტის ადმინისტრაციული ცენტრი იყო ქალაქი პუენტ-ნუარი, რომელიც შემდეგ გახდა ცალკე დეპარტამენტი.
დეპარტამენტი | |
---|---|
კუილუს დეპარტამენტი ფრანგ. Kouilou | |
ქვეყანა | კონგოს რესპუბლიკა |
ადმ. ცენტრი | Loango, Republic of Congo[1] |
კოორდინატები | 4°14′00″ ს. გ. 11°56′00″ ა. გ. / 4.23333° ს. გ. 11.93333° ა. გ. |
ფართობი | 13 650 კმ² |
მოსახლეობა | 91 955 კაცი (2007) |
სიმჭიდროვე | 6,74 კაცი/კმ² |
სასაათო სარტყელი | [[UTCUTC+1]] |
მოსახლეობა
რედაქტირებამოსახლეობაში ჭარბობს ორი ეთნიკური ჯგუფი, ვილი და იომბე, რომლებიც ლაპარაკობენ იმავე დასახელების ენებზე.
ადმინისტრაციული დაყოფა
რედაქტირებაკუილუს დეპარტამენტი დაყოფილია 6 ოლქად[2]:
- ინდა (32 995 ადამიანი)
- კაკამოეკა (7817 ადამიანი)
- მადინგო-კეიე (13 290 ადამიანი)
- მვუტი (18 094 ადამიანი)
- ნზამბი (3137 ადამიანი)
- ჩამბა-ნზასი (16 622 ადამიანი)
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Annuaire statistique du Congo 2004 დაარქივებული 2009-11-13 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ https://www.sgg.cg/textes-officiels/congo-loi-2011-20.pdf
- ↑ კონგოს რესპუბლიკის ადმინისტრაციული დაყოფა. GeoHive. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-28. ციტირების თარიღი: 2011-04-17.