კრის კაილი
კრისტოფერ „კრის“ სკოტ კაილი (ინგლ. Christopher Scott Kyle; დ. 8 აპრილი, 1974 — გ. 2 თებერვალი, 2013) — აშშ-ს ელიტური სამხედრო ქვედანაყოფის, ზღვის ლომების, სნაიპერი. მან ერაყის ომში ოთხი ტური იმსახურა და დაჯილდოვდა გმირული ქმედებებისა და ღირსეულად მსახურისათვის. კაილის ანგარიშზე 160 დადასტურებული ლიკვიდაციაა, ის დაჯილდოვდა ერთი ვერცხლის ვარსკვლავის მედლით, ოთხი ბრინჯაოს ვარსკვალვის მედლით, მიღწევის მედლითა და სხვა მრავალი პირადი თუ ქვედანაყოფის მედლით.
კრის კაილი | |
---|---|
მეტსახელი | „ლეგენდა“, „რამადის ეშმაკი“, „ტექსი“ |
ეროვნება | ამერიკელი |
დაბადების თარიღი | 8 აპრილი, 1974 |
დაბადების ადგილი | ოდესა, ტეხასი, აშშ |
გარდაცვალების თარიღი | 2 თებერვალი, 2013 |
გარდაცვალების ადგილი | ერათის ოლქი, ტეხასი, აშშ |
კუთვნილება | აშშ |
ჯარის სახეობა | აშშ-ის საზღვაო ძალები |
სამხედრო სამსახურის წლები | 1999–2009 |
წოდება | უფროსი ზემდეგი |
ნაწილი | ზღვის ლომები, აშშ-ს საზღვაო ძალები |
ბრძოლები/ომები | ერაყის ომი |
ჯილდოები |
ვერცხლის ვარსკვლავი ბრინჯაოს ვარსკვლავი (4) საზღვაო ძალებისა და საზღვაო ქვეითთა მიღწევა[1] |
კრის კაილი ვიკისაწყობში |
კაილი აშშ-ს საზღვაო ძალების სამხედრო სამსახურიდან 2009 წელს წამოვიდა და 2012 წელს დაწერა საკუთარი ბესტსელერი ავტობიოგრაფიული წიგნი — ამერიკელი სნაიპერი. ამ წიგნის მიხედვით კლინტ ისტვუდის მიერ გადაღებული იმავე სახელწოდების მხატვრული ფილმი ორი წლის შემდგომ გამოვიდა კინოეკრანებზე. 2013 წელს კრის კაილი მოკლა ყოფილმა საზღვაო ქვეითმა ედი რეი რაუთმა ერათის ოლქში არსებულ სასროლეთზე, ტეხასში. რაუთს პოსტტრავმული სტრესული აშლილობა აღენიშნებოდა, ის დამნაშავედ სცნეს და მიუსაჯეს უვადო თავისუფლების აღკვეთა.
ადრეული ცხოვრება
რედაქტირებაკრისტოფერ სკოტ კაილი დაიბადა 1974 წლის 8 აპრილს ოდესაში, ტეხასის შტატში, დებორა ლინისა და უეინ კენეტ კაილის ოჯახში. კრისს ჰყავს უმცროსი ძმა. მამამისი დიაკვანია, რვა წლის ასაკში მყოფ კრისს მან პირველი ხელით გადასატენი .30-06 Springfield შაშხანა აჩუქა, მოგვიანებით კი—საფანტი. ამ იარაღებით ისინი ერთად ნადირობდნენ ირემზე, მწყერსა და ხოხობზე. კაილი და მისი ძმა გაიზარდნენ მსვიხლფეხა რქოსანი პირუტყვების მოშენებაში, რომელთა რაოდენობა ასორმოცდაათსაც კი აღწევდა. სკოლის დამთავრების შემდეგ კაილი რანჩოებზე მუშაობდა და როდეოთი იყო დაკავებული, თუმცა მისი როდეოს კარიერა დასრულდა, როდესაც მან მკლავი მძიმედ დაიზიანა. კაილი ტარლტონის სახელმწიფო უნივერსიტეტში რანჩოს მენეჯმენტს სწავლობდა ორი წლის მანძილზე.
სამხედრო კარიერა
რედაქტირებაკრის კაილი საზღვაო ქვეითთა სპეციალურ ოპერაციათა დანაყოფის წევრობით იყო დაინტერესებული, ამიტომ რეკურტთა ოფისში მივიდა. აშშ-ს საზღვაო ძალების რეკრუტორმა იქ ის დაარწმუნა, რომ საზღვაო ქვეითთა ძალების ნაცვლად, ზღვის ლომების დანაყოფი მოესინჯა. თავდაპირველად კაილი გამოუსადეგარად ჩაითვალა მკლავში არსებული ორთოპედიული შიდა ფიქსატორების გამო, თუმცა ბოლოს მაინც მიიწვიეს 24-კვირიან კურსზე, რომელიც წარმატებით დაძლია 2001 წლის მარტში.
კაილი სნაიპერად SEAL Team-3-ის ქვედანაყოფში გააგზავნეს და ოთხი ტურის მანძილზე მას მოუწია ერაყის ომის მრავალ მასშტაბურ სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობის მიღება. მისი პირველი მოკლული მოწინააღმდეგე იყო ქალი, რომელიც ამერიკელ საზღვაო ქვეითებს ხელყუმბარით უახლოვდებოდა. CNN-ის ცნობით, ქალს მეორე ხელში თოთო ბავშვი ეჭირა. ბრძანებისამებრ, კაილმა ცეცხლი გახსნა და სამიზნე მანამ მოკლა, ვიდრე ის საზღვაო ქვეითებზე თავდასხმას შეძლებდა. კაილმა თქვა: „ქალი უკვე მკვდარი იყო. მე უბრალოდ უზრუნველვყოფდი, რომ მას თან არ გაეყოლებინა საზღვაო ქვეითები. ცხადი იყო, რომ მას არამხოლოდ მათი დახოცვა უნდოდა, არამედ საერთოდ არ ანაღვლებდა არავინ, ვინც სიახლოევში შესაძლოა მის მიერ აფეთქებული ყუმბარით ან სროლის დროს დაღუპულიყო. ბავშვები ქუჩაში, ხალხი სახლებში, შესაძლოა საკუთარი შვილიც“.
კაილის სახელი მალე გავრცელდა ერაყელ ამბოხებულთა რიგებში ქალაქ რამადიში, სადაც მას „შაითან არ-რამადი“ ანუ „რამადის ეშმაკი“ შეარქვეს. კაილის მოკვლისთვის გასამრჯელოც კი დაწესდა 20,000 დოლარის ოდენობით, რომელიც მოგვიანებით 80,000-მდე გაიზარდა. ამბოხებულები ნიშნებსაც კი არჭობდნენ ქალაქში, რომლებზეც კაილის ხელზე არსებული ტატუირებული ჯვარი იყო ხაზგასმული, რისი მეშვეობითაც უნდა მომხდარიყო მისი ამოცნობა.
2008 წელს ქალაქ სადრის გარეთ კაილმა განახორციელა პირადი ყველაზე შორი გასროლა, რომლითაც ამბოხებულთა სნაიპერი მოკლა. კაილი ამ 1,920 მეტრიან გასროლას „უბრალოდ იღბლიან გასროლას“ უწოდებდა, რომელიც McMillan TAC-338 სნაიპერული შაშხანით მოახდინა.
ამერიკელ ქვეითთა რიგებში კაილს შეარქვეს „ლეგენდა“, მათ შორის იმ საზღვაო ქვეითებმა, რომელთა დაცვაც კაილს პირადად ევალებოდა. ერაყში გატარებული ოთხი ტურის მანძილზე კაილი ორჯერ დაჭრეს და ექვს ხელნაკეთი ბომბით აფეთქებას გადაურჩა. კაილი აშშ-ს ისტორიაში ყველაზე მომაკვდინებელი სნაიპერია ოფიციალურად აღიარებული 160 ლიკვიდაციით, თუმცა, როგორც თავად თქვა კონან ო'ბრაიენის შოუში სტუმრობისას, ის თავს არ მიიჩნევს საუკეთესო ამერიკელ სნაიპერად: „ჩვენი ოპტიკები და ყველაფერი სხვა ბევრად განვითარებულია, ვიდრე იმ ბიჭების, რომლებიც ვიეტნამში იბრძოდნენ. ჩვენ გვყავს კარლოს ჰეთკოკი, რომელიც, ჩემი აზრით, ყველა დროის საუკეთესო სნაიპერია. ჩემს ანგარიშზე მეტი მოკლულია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მე მასზე უკეთესი ვარ“. კაილის თქმით, მას თანამედროვე კომპიუტერული მოწყობილობები ჰქონდა, რომლებიც საქმის უმეტესს აკეთებდა და თვითონ უბრალოდ შესაფერისი პოზიციის შერჩევა ევალებოდა.
იარაღები
რედაქტირებასაველე პირობებში კაილი შემდეგ სნაიპერულ შაშხანებს იყენებდა:
- ნახევრადავტომატური SR-25 სნაიპერული შაშხანა
- ნახევრადავტომატური Mark 12 Mod 0/1 (SPR)
- ხელით გადასატენი Accuracy International AWM სნაიპერული შაშხანა
- სხვადასხვა შაშხანები, რომლებიც იყენებდა .338 Lapua Magnum-ის ვაზნებს.
გარდაცვალება
რედაქტირება2013 წლის 2 თებერვალს კრის კაილი და მისი 35 წლის მეგობარი ჩედ ლიტლფილდი სასროლეთზე მოკლა ედი რეი რაუთმა. კაილი და ლიტლფილდი რაუთს ეხმარებოდნენ, გამკლავებოდა პოსტტრავმატული სტრესით გამოწვეულ აშლილობას და სასროლეთზეც სწორედ ამიტომ იყვნენ მასთან ერთად. რაუთს შიზოფრენიის დიაგნოზიც ჰქონდა დასმული და ოჯახის თქმით, სამხედრო სამსახურში ყოფნის დროს მიღებული პოსტტრავმატული სტრესით იტანჯებოდა. ოთხი თვის შემდეგ რაუთმა თქვა: „მე მანქანის უკანა სავარძელზე ვიჯექი და არავინ მელაპარაკებოდა. მათ უბრალოდ სასროლეთზე მივყავდი, ამიტომ ვესროლე. ვნანობ, რაც გავაკეთე, მაგრამ ისინი არ მელაპარაკებოდნენ. დარწმუნებული ვარ, მათ ეს მაპატიეს“.
ლიტერატურა
რედაქტირება- Kyle, Chris; McEwen, Scott; DeFelice, Jim (2013. American Sniper: The Autobiography of the Most Lethal Sniper in U.S. Military History. New York: W. Morrow, 2012. ISBN 0-062-08235-3 OCLC 733224029
- Kyle, Chris; Doyle, William (2013). American Gun: A History of the U.S. in Ten Firearms. New York: William Morrow, 2013. ISBN 0-0622-4271-7 OCLC 813286737
ინტერვიუები
რედაქტირება- Bannister, Matthew (Host) & Kyle, Chris (May 1, 2012). „Today, former US Navy Seal sniper Chris Kyle was responsible for 150 officially confirmed deaths in his ten-year military career“. Outlook. BBC World Service.CS1-ის მხარდაჭერა: იყენებს ავტორის პარამეტრს (link)
- Jarkesy, George (Host) & Noon, Marita & Kyle, Chris (March 5, 2012). „Marita Noon – Author of 'Energy Freedom' – and Chris Kyle 'American Sniper' – Join for Military Monday“. The George Jarkesy Radio Show. დაარქივებულია ორიგინალიდან — იანვარი 24, 2013. ციტირების თარიღი: მაისი 26, 2021.CS1-ის მხარდაჭერა: იყენებს ავტორის პარამეტრს (link)
- Slen, Peter (Host C-SPAN) & Kyle, Chris (Veteran U.S. Navy) (April 7, 2012). „Book Discussion on American Sniper“. Book TV. C-SPAN.CS1-ის მხარდაჭერა: იყენებს ავტორის პარამეტრს (link)
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- კრის კაილი ბიბლიოთეკის WorldCat კატალოგში
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Larter, David. Navy: SEAL Chris Kyle never earned a 2nd Silver Star (July 8, 2016). ციტირების თარიღი: July 11, 2016