ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

სნაიპერი — მაღალმომზადებული მებრძოლი, რომელიც სამიზნეს ესვრის შენიღბული პოზიციიდან, ან მანძილიდან, რომელიც მიუწვდომელია რეგულარული ჯარის ქვეითების ცეცხლისთვის. ჩვეულებრივ სნაიპერებს გავლილი აქვთ სპეციალური წვრთნები და აღჭურვილნი არიან განსხვავებული, ზეზუსტი შაშხანებით. სამხედრო სნაიპერები ასევე გაწვრთნილები არიან შენიღბვაში, საველე ეშმაკობებში, ინფილტრაციაში, დაზვერვისა და დაკვირვების ტექნიკაში.

აშშ-ს საზღვაო ქვეითების სნაიპერები ვარჯიშისას

ეტიმოლოგია

რედაქტირება
 
ფრანგული უცხოური ლეგიონის სნაიპერები ავღანეთში

ტერმინი „სნაიპერი“ პირველად დადასტურდა 1824 წელს, „შარპშუთერის“ (ზუსტი მსროლელი) გაგებით. ზმნა „to snipe“ წარმოიშვა 1770 წელს ბრიტანულ ინდოეთში (მაშინდელი ბრიტანეთის კოლონია), სადაც მონადირე - საკმაოდ დაოსტატებული, რომ მოეკლა მოუხელთებელი ბეკასი იწოდებოდა როგორც „სნაიპერი“. ერთ-ერთი პირველი ცნობილი მსხვერპლი იყო რობერტ გრევილი ინგლისელი ე. წ „მრგვალთავიანი“ გენერალი, რომელიც მოკლული იქნა 1643 წელს, ლიქფილდის ტაძარში (ინგლისი) დამალული სნაიპერის მიერ.

ამერიკის სამოქალაქო ომის დროს მიღებული ტერმინი იყო „სკირმიშერი“, რომელიც იყო მსუბუქად აღჭურვილი ჯარისკაცი შორსმსროლელი შაშხანით. მას დემობილიზაცია უნდა შეეტანა მტრის დანაყოფებში. ამერიკაში სამოქალაქო ომის დასრულებამდე ტერმინი სნაიპერი ფართო ხმარებაში არ ყოფილა.

მოკლე პერიოდის შემდგომ სიტყვა სნაიპერი უკვე იმდენად ფართოდ გამოიყენებოდა, რომ ზოგიერთი ადამიანი ნებისმიერი იარაღის გამოყენების ფაქტს „სნაიპინგს“ ეძახდა. ხოლო გამოთქმა „სნაიპერული შაშხანა“ აღიქმებოდა, როგორც „ძალიან საშიში ხმიანობის“ და ძალიან ეფექტიანი იყო შიშის ჩასათესად. ის ასოცირდებოდა მარტოხელა, შეუმჩნეველ, შაშხანიან მონადირე კაცთან.

ტერმინი „სნაიპერი“ ბევრად სერიოზულ ტონში გამოიყენებოდა მედია საშუალებების მიერ, ასოცირებული, პოლიციის ზეზუსტ მსროლელთან - ნებისმიერ, თუნდაც უმოკლეს მანძილზე მსროლელ ჯარისკაცთან, ნებისმიერ შაშხანიან კრიმინალთან. ეს ხშირად აფართოებდა ტერმინის მნიშვნელობას.

სხვადასხვა ქვეყნებს აქვთ სხვადასხვა სამხედრო დოქტრინები სნაიპერების სამხედრო დანაყოფებში არსებობის და დანიშნულების შესახებ.

ძირითადად ბრძოლის ველზე სნაიპერის ფუნქცია არის შენიღბული პოზიციიდან დეტალური დაზვერვის წარმოება და თუ აუცილებლობა მოითხოვს, მოწინააღმდეგის საბრძოლო შესაძლებლობების დაქვეითების მიზნით გახსნას ცეცხლი ღირებული მიზნების (ოფიცრები, კომუნიკაციის და სხვ. პერსონალი და ა.შ) მიმართ და ამით დემობილიზაცია შეიტანოს მტრის რიგებში.

საბჭოთა რუსეთის დროს წარმოქმნილი სამხედრო დოქტრინები მოიცავენ დანაყოფის დონის სნაიპერებს, რომლებსაც შეიძლება დაერქვათ „შარპშუთერები“, ან „წინასწარ დანიშნული მსროლელები“.

სამხედრო სნაიპერები შეერთებული შტატებიდან და დიდი ბრიტანეთიდან, ასევე სხვა ქვეყნებიდან, რომლებიც ირჩევენ თავიანთ სამხედრო დოქტრინას, იყოფიან ორკაციან სნაიპერთა ჯგუფებად, რომლებიც შედგებიან მსროლელისა და დამკვირვებლისგან. მიღებული პრაქტიკაა, რომ მსროლელი და დამკვირვებელი ეცვლებიან ერთმანეთს, რათა თავიდან აიცილონ თვალის გადაღლა.

თანამედროვე საბრძოლო ოპერაციების დროს, რომლებსაც ადგილი ჰქონდა მჭიდროდ დასახლებულ ქალაქებში, ისეთში როგორიცაა ფალუჯა ერაყში, სნაიპერთა ორი ჯგუფი უნდა მუშაობდეს ერთად, რათა გაზარდონ თავიანთი უსაფრთხოება და ეფექტიანობა ქალაქის პირობებში. დამოუკიდებელი სნაიპერების შესახებ შენიღბვაზე აქცენტირებული გერმანული დოქტრინა განვითარდა II მსოფლიო ომის დროს და უდიდესი გავლენა მოახდინა თანამედროვე სნაიპერის ტაქტიკაზე. ეს ტაქტიკა ამჟამად გამოიყენება დასავლური სამხედროების მიერ (მაგალითები: სპეციალიზებული კამუფლირებული სამოსი, შენიღბვა ლანდშაფტზე).

სნაიპერის ტიპური მისია მოიცავს დაზვერვას და თვითგადარჩენას, მიზნის მონიშვნას საჰაერო დარტყმისთვის, მტრის უფროსობის განეიტრალებას, მიზნის ამორჩევის შესაძლებლობა – მტრის სამხედრო აღჭურვილობის განადგურება ითხოვს მსხვილკალიბრიან შაშხანებს, მაგალითად Barrett M82, McMillan Tac-50 და Denel NTW-20.

სნაიპერებმა თავიანთი მნიშვნელობის დემონსტრირება მოახდინეს ერაყის კამპანიის დროს, ქვეითების მშვიდობიანი გადაადგილების უზრუნველმყოფის როლში, განსაკუთრებით ქალაქის პირობებში.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/სნაიპერი“-დან